რატომ უჩივის რუსი მოდელი HBO-ს

Tbilisi Daily

41 წლის რუსი მოდელი ანასტასია ხოზისოვა Ralph Lauren-ს და HBO-ს სასამართლოში იბარებს. როგორც The New York Times წერსა, მოდელი კომპანიებს 20 მილიონ დოლარს სთხოვს, რადგან რალფ ლოურენის შესახებ გადაღებულ ფილმში, HBO-მ მისი ფოტო ნებართვის გარეშე გამოიყენა. მოდელი რალფ ლოურენის მუზა იყო, თუმცა 2014 წელს მოდის სახლი დატოვა. როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი კომპანიაში არსებული თაღლითური სქემა გახდა.