ივ. ბოკერიას ჰოსპიტალი პაციენტის ტესტირების შესახებ განცხადებას ავრცელებს

On.ge

ივ.ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი პაციენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: გვსურს, მოვახდინოთ საზოგადოების სრული ინფორმირება ჰოსპიტლის იმ პაციენტის შესახებ, რომლის ვირუსული სტატუსის თაობაზე გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მხრიდან დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა: 11 აპრილს პაციენტმა გულის მწვავე უკმარისობით მიმართა ივ.ბოკერიას ჰოსპიტალს; 13 აპრილს რესპირატორული ნიშნების გამოხატულების გამო, პაციენტის ბიოლოგიური მასალა (ცხვირ-ხახის ნაცხი) გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ტესტირებაზე. დაფიქსირდა უარყოფითი პასუხი; 18 აპრილს პაციენტს დამატებით ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება ანტისხეულებზე (IgM/IgG ). დაფიქსირდა უარყოფითი პასუხი; მიმდინარე პერიოდში პაციენტს კლინიკურად დადებითი დინამიკა აღენიშნება; #news https://on.ge/story/54946-%E1%83%98%E1%83%95-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1