ვინ არის Covid19-ით ინფიცირებული პირველი პაციენტი მსოფლიოში – როგორ დაიწყო ყველაფერი

0
15:45 | 2020-04-11 ვინ არის Covid19-ით ინფიცირებული პირველი პაციენტი მსოფლიოში – როგორ დაიწყო ყველაფერი გააზიარე მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები ბევრს კამათობენ, კონრეტულად თუ სად და როგორ გავრცელდა მომაკვდინებელი ვირუსი, რომელიც მთელს მსოფლიოს ელვის სისწრაფით მოედო, ასი ათასობით ადამიანი კარანტინში გამოკეტა, ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და თითქმის სრულად შეცვალა სახელმწიფოების ყოველდღიური ცხოვრება. ყველაზე დამაჯერებელი ვერსიით, ახალი კორონავირუსის პირველწყარო ჩინეთის ქალაქ უჰანში მდებარე ზღვის პროდუქტებისა და ცხოველების ბაზრობაა. 57 წლის ვეი გუიჟენი სწორედ ამ ბაზრის მოვაჭრე გახლავთ. 31 დეკემბერს ჩინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვეი იყო პირველი იმ 27 პაციენტიდან, რომლებიც სწორედ უჰანის ბაზრობაზე დაინფიცირდნენ, შემდეგ კი ვირუსი სხვა ადამიანებს გადასდეს, თუმცა მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოფიციალურმა პეკინმა რეალობა დამალა, რადგან ჩინეთში ვირუსის ნიშნები ჯერ კიდევ ნოემბერში გამოჩნდა. ვეი გუიჟენის ისტორია კი ასე დაიწყო: 10 დეკემბერს ის, სამსახურში უჰანის ბაზარში იმყოფებოდა, როდესაც გაციების სიმპტომები დაეწყო – წერს გამოცემა news.com.au. – ამის გამო ვეიმ ადგილობრივ კლინიკას მიმართა და კვლავ სამუშაოს დაუბრუნდა. 11 დეკემბერს ის კვლავ ეწვია კლინიკას, მიიღო ინექცია, თუმცა იმის გამო, რომ თავს კვლავ ცუდად გრძნობდა უჰანის N11-ე საავადმყოფოს მიაკითხა. https://primetime.ge/vin-aris-covid19-it-infitsirebuli-pirveli-patsienti-msoflioshi-rogor-daitsko-kvelaferi/
0