3 votes
comments
shares
Save
96 reads
გუგა ფალავანდიშვილი
Kutaisi · 4 months ago

ლონდონიდან სამშობლოში დაბრუნებული ანა ნიჟარაზე სოციალურ ქსელში იმ პირობებზე წერს, რომელიც აჭარის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეშია. კერძოდ, ის ჩაქვში ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება.

„რაც შეიძლება მოკლედ ვიტყვი, ლოდონიდან საქართველოში 5 დღის წინ ჩამოვედი. როგორც კი 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი მახსნდებოდა, ვორჭოფობდი წამოვსულიყავი თუ არა. ვიცი, ბევრი ქართველი ფიქრობს ჩამოვიდეს თუ არა და ეზარებათ კარანტინის გამო. მათ გასაგონად მინდა დავწერო, ჩამოდით აუცილებლად.

ბილეთების გაყიდვაზე ინფორმაცია დაიდო საელჩოს საიტზე (მადლობა საელჩოს დროული ინფორმაციისთვის) და ფრენის წინა დღეს დილით ადრე მოვახერხე ყიდვა Georgian Airways-ის ვებგვერდზე. ასევე მადლობა, 177£ ღირდა ბილეთები (თირკმელის გაყიდვა არ მოგიწევთ).

გეთვიკის აეროპორტში მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ქართველები. მოკლედ ჩამოვედით საქართველოში. სასწრაფო, უფასო პირბადეები, პოლიცია, 8 დიდი ავტობუსი (დაშორებით რომ ვიჯდეთ) რომლითაც გადაგვიყვანეს სასტუმროში. ყველაფერი იყო ზე-ორგანიზებული და წინასწარ გათვლილი.

დაგვხვდა ძალიან მაგარი პირობები, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო (ნაკლებს არ გვკადრებენ) აღჭურვილი ყველანაირი პირობებით, TV, WiFi, საწერი მაგიდა და ხმა გაუმტარი კედლები სამუშაოდ, „მაჩალკა“, სავარცხლიდან დაწყებული, ნემსი და ძაფით დამთავრებული, დიდი აივნით და ულამაზესი ზღვის ხედით, გადასარევი სამჯერადი კვება, იმხელა პორციები მოაქვთ გვეშინია კარში ვერ გავეტევით. ამაზეც იზრუნეს და სასწორია ყველა ოთახში. მადლობა მზარეულ მანანას, უგემრიელესი კერძებია. ხინკალი-მწვადიდან დაწყებული ყვალაფრის ყიდვაა შესაძლებელი სასტუმროდან და მარკეტიდან.

არაჩვეულებრივი ნანა ექიმი გვირეკავს დღეში ორჯერ, აკონტროლებს ჩვენ ჯანმრთელობას და ინიშნავს ჩვენ ტემპერატურას. „რესეფშენის“ გოგონებს, ხატია და მარიამს მადლობა ასეთი ყურადღების და სითბოსთვის.

კარანტინი კი არა holiday-ია, არცერთი ქვეყანა არ ვიცი რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს. ინგლისიდან მეგობრები მწერენ რამდენი დაგიჯდა დასვენებაო, არანაირად არ ჯერათ რომ უფასოა. თვითონაც უნდათ წამოსვლა, მაგრამ ნიშნის მოგებით ვეუბნები რომ ქართული პასპორტი არ აქვთ. მადლობა გახარიასარ ვართ ბევრნი! უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ყოველივე მოქალაქეს, დარჩითსახლში

ამ ყველაფრის ფონზე, დიად ევროპაში ისეა საქმე გართულებული, საავადმყოფოში აღარ აწვენენ ხალხს და მკურნალობის შერჩევითი პროცესი მიდის. ჩვენ ქვეყანას კი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები აქვს რეზერვში თუ საავადმყოფოში ადგილი აღარ იქნება. მოკლედ ჩამოდით, ახალი ფრენაა დანიშნული 2 მაისს (ლონდონი -თბილისი)“- წერს ანა ნიჟარაზე Facebook-ზე.


გუგა ფალავანდიშვილი
Kutaisi · 4 months ago
3
Write a comment