ინფიცირების მხოლოდ 6%არის აღმოჩენილი რას წერს გერმანული უნივერსიტეტი!

0
ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულთა სრული რიცხვი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე მსოფლიოში ჯანდაცვის სამსახურების მიერ ოფიციალურად არის აღრიცხული. გერმანიის გეტინგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კრისტიან ბომერმა და სებასტიან ვოლმერმა სხვადასხვა მონაცემები გააანალიზეს. გერმანელი მკვლევარების თანახმად, მონაცემები ცხადჰყოფს, რომ ქვეყნებმა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაახლოებით მხოლოდ 6% აღმოაჩინეს. ისინი ირწმუნებიან, რომ ინფიცირებულთა ნამდვილი რიცხვი შესაძლოა მსოფლიოში უკვე ათობით მილიონს აღწევდეს. ისინი ხელისუფლებებს მოუწოდებენ, რომ სიფრთხილით მოკეიდონ შემთხვევების რიცხვს სამომავლო პოლიტიკის დაგეგმვისას. „ასეთი დიდი განსხვავება რაოდენობასა და ჩატარებული ტესტების რიცხვს შორის, ნიშნავს, რომ ოფიციალური მონაცემები ნაკლებად ინფორმაციულია და არ ქმნიან საჭირო სურათს“ -აცხადებს პროფესორი ვოლმერი. ბომერისა და ვოლმერის აზრით, 31 მარტისთვის გერმანიაში სავარაუდოდ ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 460 000-ს აღწევდა, აშშ-ში 10 მილიონს, ესპანეთში 5 მილიონს, იტალიაში 3 მილიონს და დიდ ბრიტანეთში 2 მილიონს. წყარო: https://www.dw.com/en/millions-of-coronavirus-infections-left-undetected-worldwide-study/a-53066134?fbclid=IwAR3cDSeZtYmktA23x3snECFcMCrHbLUcv4_gXPHEUX2cS7n-sk5cE8lph18
#news
#politics
#opinion
#art
#events
#photo
#photo
#coronavirus
Tbilisi
0