ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში ყველას გინახავთ წყლის მთავარი ბიუვეტი. ეკატერინეს წყარო, ასე ჰქვია მთავარ ბიუვეტს ქალაქში.
ბორჯომის მინერალურ წყალს უძველესი დროიდან მოიხმარდნენ, როგორც სასმელად ასევე აბაზანების სახით.
მიწიდან ამოსული თბილი წყალი, აღმოჩნდა რომ სხვადასხვა სნეულებებს კურნავდა. მალე ისე გაითქვა სახელი, რომ რუსეთის მეფისნაცვალმა გოლოვინმა თავისი დასნეულებული ქალიშვილი ეკატერინე ბორჯომში ჩამოიყვანა და წყლით მკურნალობა დაუწყო. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა!
ასე გაჩნდა ბორჯომის პარკის ტერიტორიაზე "ეკატერინეს წყარო", "ევგენის წყარო" საოცარი განკურნების აღსანიშნავად და სამახსოვროდ.
#ეკატერინესწყარო
?
#ბორჯომისპარკი
?
#ისტორია
?
Borjomi