აღმოჩენილია ვიტამინი, რომელიც კორონავირუსს აჩერებს
Tbilisi Daily
ინდოელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვიტამინ В12-ს კორონავირუსის გამრავლების შეჩერება შეუძლია. ამის შესახებ გამოცემა IUBMB Life წერს.
მანიპალის უმაღლესი განათლების აკადემიისა და ბიოტექნოლოგიების რეგიონალური ცენტრის სპეციალისტებმა კომპიუტერული მოდელირება ჩაატარეს. მათი მიზანი იყო დაედგინათ, ნატურალური პროდუქტებიდან და მედიკამენტებიდან რომელ მოლეკულებს შეუძლია nsp12-ის (კორონავირუსის არასტრუქტურული ცილა) დაძლევა, რომელსაც კორონავირუსის გენომი შეიცავს. სწორედ მასზეა დამოკიდებული ვირუსის გამრავლება.
ინდოელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მეთილკაბოლამინს (B12-ის განსაკუთრებული ფორმა) ვირუსული უჯრედების გამრავლების ჩახშობა შეუძლია.
სპეციალისტების თქმით, ამრიგად, მეთილკაბოლამინი, შესაძლოა, პროფილაქტიკის სახით დაენიშნოს მედპერსონალს, ასაკოვან ადამიანებსა და თანმდევი დაავადებების მქონე პირებს.