ვაქცინა მზადაა! ქართველი მეცნიერის წვლილი

0
მეც­ნი­ე­რი გი­ორ­გი ბა­ბუ­ა­ძე, რო­მე­ლიც კა­ნა­და­ში მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­თან ერ­თად ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობს, აცხა­დებს, რომ ვაქ­ცი­ნა მზად არის. რო­გორც გი­ორ­გი ბა­ბუ­ა­ძე გან­მარ­ტავს, ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში და­ი­წყო და აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის ცხო­ვე­ლებ­ზე გა­მოც­და ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. "ცხო­ვე­ლებ­ზე ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. გა­მოც­და მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა მო­დე­ლის ცხო­ველ­ზე. სრუ­ლი პა­სუ­ხი ყვე­ლა მო­დე­ლის ცხო­ვე­ლი­დან გვექ­ნე­ბა 15 ივ­ნი­სის­თვის... ჩვენ ვმუ­შა­ობთ მე­სა­მე ტი­პის ვაქ­ცი­ნა­ზე, რო­მე­ლიც არ სა­ჭი­რო­ებს ცო­ცხა­ლი ან ან­ტი­ვირუ­სის შეყ­ვა­ნას ორ­გა­ნიზ­მში. ეს არის კონ­კრე­ტუ­ლი დნმ პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი ვირუ­სის ან­ტი­გე­ნის შეყ­ვა­ნის მე­ქა­ნიზ­მი. რაკი პლატ­ფორ­მა უკვე მზად იყო, ჩვენ მა­შინ­ვე შე­ვუ­დე­ქით ამ საქ­მეს და ორი თვეც არ დაგ­ვჭირ­და, მზად გვქონ­და ვაქ­ცი­ნა. პრეკ­ლი­ნი­კურ ფა­ზა­ში ვართ, ამას სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო. 30-40 დღე გვა­შო­რებს პრეკ­ლი­ნი­კუ­რი ფა­ზის სა­ბო­ლოო პა­სუ­ხებს, თუმ­ცა ეს ხელს არ გვიშ­ლის, კლი­ნი­კურ ფა­ზა­ში გა­და­ვი­დეთ. კლი­ნი­კურ ფა­ზა­ზე გა­დას­ვლა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს პა­რა­ლე­ლუ­რად ან მას შემ­დეგ, რაც გვექ­ნე­ბა პირ­ვე­ლი უჯრე­დუ­ლი იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი მა­ინც, 28 დღის შემ­დეგ პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­დან. უბ­რა­ლოდ, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დროს­თან, ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა სა­ბუ­თე­ბი, ფორ­მა­ლო­ბა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, თან­ხე­ბი. ახლა ვა­წარ­მო­ებთ ინ­ტენ­სი­ურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. დღე­საც გვქონ­და ჩარ­თვა კა­ნა­დის მთავ­რო­ბას­თან, არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, უშუ­ა­ლოდ კა­ნა­დის სა­ხელ­მწი­ფო­საც დიდი ინ­ტე­რე­სი აქვს ამ ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვე­ლო­დე­ბით. ჯერ მიმ­დი­ნა­რე­ობს თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლის გან­ხილ­ვა, რა გვჭირ­დე­ბა, რამ­დე­ნად არის მზა­ო­ბა ორი­ვე მხრი­დან. და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში გვე­ცო­დი­ნე­ბა, შე­ვალთ თუ არა კლი­ნი­კურ ფა­ზა­ში ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. დღე­ვან­დე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი რომ არა, ვაქ­ცი­ნის დამ­ზა­დე­ბას დას­ჭირ­დე­ბო­დაა ათე­უ­ლო­ბით წლე­ბი. თუმ­ცა, რაკი დღეს გვაქვს ასე­თი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­მოთ­ქვამს მზა­ო­ბას, და­ხარ­ჯონ შე­სა­ბა­მი­სი თან­ხე­ბი, ვი­ტყო­დი, რომ კლი­ნი­კუ­რი ფა­ზის და­სას­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ სექ­ტემ­ბერ­ში ან ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ბუ­ა­ძემ. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სი მუ­ტა­ცი­ას სა­ა­თე­ბის და დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით არ გა­ნიც­დის. ბა­ბუ­ა­ძის გან­ცხა­დე­ბით­ვე, ვირუს­მა მუ­ტა­ცია შე­საძ­ლოა, წე­ლი­წად­ში, ორ წე­ლი­წად­ში, ათ წე­ლი­წად­ში გა­ნი­ცა­დოს და ეს მათ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ზე გავ­ლე­ნას არ ახ­დენს.
#news
#opinion
#events
#science
#coronavirus
#covid19
#covid
#ვაქცინა
#ვაქცინაცია
Batumi
Tbilisi
Kutaisi
Sokhumi
0