გორიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ ყველა ნიმუშზე პასუხი უარყოფითია

0
დღეის მონაცემებით, გორიდან გაგზავნილ ყველა ნიმუშზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მოვიდა. აღნიშნულის შესახებ რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, მხარის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა. "ბრიგადის მეთაურთან ერთად შემოვიარეთ ხუთივე გამშვები პუნქტი. ამასთან, გუშინ აღებული სინჯებიდან ყველაზე უარყოფითი დასკვნაა მოსული ლუგარის ცენტრიდან. შესაბამისად, ამ დროისთვის რეგიონში ინფიცირებული პაციენტი არ გვყავს" - განაცხადა ხოჯევანიშვილმა. მხარის გუნერნატორის ინფორმაციით, დღის განმავლობაში 7 000-მდე ადამიანი გადის შემოწმებას.
#კორონავირუსი
#შიდაქართლი
#ლუგარისლაბორატორია
0