ეპიდვითარება შიდა ქართლში - 13 დეკემბრის მონაცემები

Gori Daily

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 449 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 720 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 942 პირი. დღე-ღამის განმავლობაში Covid19-ის 156 ახალი შემთხვევა დადასტურდა შიდა ქართლში. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია - 189 726  გამოჯანმრთელებულია - 158 183   გარდაცვლილია - 1 790  კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 010 კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3 077 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 869 შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #goridaily