ჯოკოვიჩმა კორონავირუსი დაამარცხა

Tbilisi Daily

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დიდი სლემის ტურნირების 17-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი და მის მეუღლე – ელენა, კოვიდ 19-ისგან განიკურნენ. სერბმა ჩოგბურთელმა კორონავირუსზე ტესტი 23 ივნისს, მას შემდეგ ჩააბარა, რაც მის მიერ ორგანიზებულ საგამოფენო ტურნირზე ვირუსი ჩოგბურთელებს – ვიქტორ ტროიცკის, გრიგორ დიმიტროვს, ბორნა ჩორიჩს დაუდასტურდათ,-ინფორმაციას ESPN ავრცელებს. წყაროს ცნობით, რამდენიმე საათის წინ ჯოკოვიჩმა და მისმა მეუღლემ კოვიდ 19-ზე ახალი ტესტი ჩაიტარეს და უარყოფითი პასუხი მიიღეს.