ქართველები დესერტების მხრივ ცოტა ჩამორჩენილები ვართ.

0
ბავშვობაში მახსოვს დედაჩემის უგემრიელესი მჭადის გემო და ყოველთვის მაინტერესებდა როგორ ამზადებდა ასეთ გემრიელ მჭადს, ბოლოს მივხვდი, რომ კერძის მთავარი ინგრედიენტი სიყვარული და მზრუნველობაა. რომელსაც ვერცერთი ძვირათ ღირებული პროდუქტი ვერ ჩაანაცვლებს. ხოდა მეც გადავწყვიტე სიყვარულით მომემზადებინა. ზოგადად მჭადის და ყველის დიდი მოყვარული ვარ. ყოველთვის მაინტერესებდა მოტკბო მჭადის გემო. ერთ დღესაც გადავწყვიტე მჭადის სახით შემექმნა დესერტი, ქართული მილფეი. ✓სიმინდის ფქვილი 250 გრ ✓კვერცხი 1 ცალი ✓შაქარი 100 გრ ✓მარილი მწიკვი ✓გამაფხვიერებელი 10 გრ კრემი: ✓ნაღები 350 გრ ✓შაქარი 170 გრ ✓ყველი მასკარპონე 150 გრ ✓ ვანილი 5 გრ მომზადების წესი: სიმინდის ფქვილს, მარილს, გამაფხვიერებელი, კვერცხს, შაქარს ვათავსებთ ერთად და შევზელთ იმდენივე წყლით რამდენსაც მოითხოვს. ერთგვაროვან მასას რომ მივიღებთ საცხობ ქაღალდზე გავშალოთ თანაბრად 3 მმ სიმაღლის სისქეზე. ამას ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180° ზე. 5-7 წთ. სანამ ცომი გამოცხვება მანამ მოვამზადოთ კრემი. ნაღები და შაქარი მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში და მოვურიოთ მიქსერით მანამ სანამ არ გასქელდება და მიქსერს არ წამოყვება კრემი. ამის შემდეგ ვამატებთ ყველ მასკარპონეს და ვანილს. ისევ ვიწყებთ შეზელვას მანამ სანამ ერთმანეთში კარგად არ გაიხსნება და არ შესქელდება.
#chef
#cuisine
#food
#georgia
#tbilisidaily
#tbilisi
#stayathome
#food
#foodislove
#loveisfood
#scooterclubgeorgia
#cooking
#masterchef
0