გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის ტესტირება ჩაუტარდა 5 ადამიანს, აქედან ოთხს არ დაუდასტურდა, ერთის პასუხი კი დადებითია.
მესამე ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა იმ ორ ინფიცირებულთან, რომლებსაც უკვე აღმოაჩნდათ კორონავირუსი.
ინფიცირებული იზოლირებულია და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
დღევანდელი ინფორმაციით აფხაზეთში უკვე სამი დაინფიცირებულია.
პირველ ორი დაინფიცირებული ადამიანი იმყოფება გუდაუთის საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ოპერატიული შტაბი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ საგანგებო მდგომარეობა და თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, სხვა შემთხვევაში, დარჩნენ სახლში.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#SokhumiDaily