,,არავის არ ვურჩევ დაარღვიოს კანონი" - მეუფე გრიგოლი სააღდგომო ლიტურგიაზე

0
რა თქმა უნდა, კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ ჩვენ არ გავ­ხდეთ საფრ­თხე მრევ­ლის­თვის, - ამის შე­სა­ხებ ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე გრი­გოლ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა კო­რო­ნა­ვირუს­ზე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ტეს­ტი­რე­ბის სა­კითხს. რო­გორც მე­უ­ფემ აღ­ნიშ­ნა, მას ის კი არ აწუ­ხებს, რომ ეს ინ­ფექ­ცია შე­ე­ყა­როს, არა­მედ ის, რომ თა­ვად არ გა­დას­დოს სხვას. "რამ­დე­ნა­დაც ვიცი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით სამ­მი­ლი­ონ ნა­ხე­ვა­რია მო­სახ­ლე­ო­ბა, ნე­ტა­ვი ყვე­ლას ჩა­უ­ტარ­დეს სა­თი­თა­ოდ ტეს­ტი­რე­ბა. რა თქმა უნდა, ციფ­რი გა­იზ­რდე­ბა უც­ბად, მაგ­რამ გვე­ცო­დი­ნე­ბა მა­ინც ვინ ვართ საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლი. ეს ინ­ფექ­ცია არა იმ­დე­ნად მა­წუ­ხებს, რომ მე არ შე­მე­ყა­როს, არა­მედ მე არ შევ­ყა­რო სხვას, ამა­შია მთე­ლი მზაკ­ვრო­ბა ამ ვირუ­სი­სა. მე ტეს­ტი­რე­ბა­ში პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, გარ­და პი­რი­ქით, პო­ზი­ტი­ვი­სა. ალ­ბათ, ყვე­ლას უნდა მი­ე­ცეს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. მე მქონ­და მცდე­ლო­ბა ეს ტეს­ტი­რე­ბა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა და­ახ­ლო­ე­ბით სამი -ოთხი კვი­რის წინ, თუმ­ცა მა­შინ ვერ მო­ვა­ხერ­ხე, მაგ­რამ ისე­თი ანა­ლი­ზე­ბი მა­ინც გა­ვი­კე­თე, რო­მე­ლიც მი­მა­ნიშ­ნებ­და მა­ინც, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა კო­ვიდ­ზე ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა, მაგ­რამ არ იყო ასე­თი. თუ იქ­ნე­ბა ტეს­ტი­რე­ბა , რა თქმა უნდა, კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ ჩვენ არ გავ­ხდეთ საფრ­თხე მრევ­ლის­თვის, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, " - გა­ნა­ცხა­და ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე გრი­გოლ­მა. ამას­თან, რო­გორც მე­უ­ფემ აღ­ნიშ­ნა, სა­აღ­დგო­მო ლი­ტურ­გია ჩა­ტარ­დე­ბა, მაგ­რამ კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის პი­რო­ბებ­ში მრევ­ლი ვერ შეძ­ლებს დას­წრე­ბას. "გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ­სე­ბობს, ოდით­გან მო­დის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ღა­მით ტარ­დე­ბო­და და ჩა­ტარ­დე­ბა ღა­მით წირ­ვა. თუ რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა იქნა, გა­ვი­გებთ მა­გას. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის შემ­თხვე­ვა­ში მრევ­ლი ვერ შეძ­ლებს მოს­ვლას და ჩვენ ალ­ბათ მოგ­ვი­წევს წირ­ვა მრევ­ლის გა­რე­შე. არა­ვის არ ვურ­ჩევ და­არ­ღვი­ოს კა­ნო­ნი, რად­გან მძი­მე ჯა­რი­მე­ბის გა­დახ­და უწევთ და შე­იძ­ლე­ბა მერე კი­დევ მეტი სირ­თუ­ლე­ე­ბი და­უდ­გეთ წინ", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.
#news
#opinion
#events
#religion
#quarantine
#coronaquarantine
#coronavirus
#corona
#covid19
#covid
#სიახლე
#სიახლეები
#კორონავირუსი
#კორონა
#კოვიდ19
#რელიგია
#აღდგომა
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0