გოგი წულაიას მხარდასჭერად ციხესთან აქცია გაიმართება

Kutaisipost

გოგი წულაიას მხარდასაჭერად დღეს თბილისში ციხესთან აქცია გაიმართება. სოლიდარობის აქციას ქუთაისიდანაც შუერთებიან. წულაიას მეგობრები და მხარდამჭერებითბილისში გაემგზავრნენ. როგორც მათ განაცხადეს, გოგი წულაია პოლიტპატიმარია და ბერა ივანიშვილის გინების გამო დასაჯეს. მეგობრების ინფორმაციით,წულაია უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს, არ იღებს არც მედიკამენტებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყოფილი თანათავმჯდომარე გოგი წულაია თბილისში, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. გამოძიება თავდაპირვეალდ სისხლის სამართლის 126-ე მუხლით იყო აღძრული. თუმცა 138-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა. გოგი წულაიამ რამდენიმე დღის წინ ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ჯესტი გამოიყენა. მან ამ ფორმით ტვ "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ. ამავე თემაზე: გოგი წულაიას წერილი ციხიდან "მომდევნო სხდომამდე სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს წარვუდგენთ" - გოგი წულაიას ადვოკატი გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა გოგი წულაიას პროკურატურა ბრალს დღეს წაუყენებს შსს ამბობს, რომ გოგი წულაიამ ქალზე იძალადა გოგი წულაია დააკავეს http://www.kutaisipost.ge/ka/statiebi/politika/article/20172-gogi-tsulaias-mkhardastcerad-cikhesthan-aqcia-gaimartheba