ბათუმში საარჩევნი უბნებში დარღვევების სერია გრძელდება

Batumi Daily

„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბათუმში, ირაკლი კუპრაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე 3 მოქალაქე, რომლებიც შარაბიძეების დასახლებაში არიან რეგისტრირებული, ხმის მიცემას ხელმეორედ ცდილობდა. “ჩვენმა დამკვირვებლებმა ამის უფლება არ მისცეს, რადგან მათ უკვე ჰქონდათ მარკირება გავლილი“- თქვა ირაკლი კუპრაძემ. მისი თქმით, ამავე უბანზე სხვა დარღვევაც გამოვლინდა. კერძოდ, „წილისყრის დროს კომისიის თავმჯდომარის ნებართვით უბანზე დაგვიანებით მოსული „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი შეიყვანეს, მაშინ როცა სხვებს ამის უფლება არ მიეცათ“. კუპრაძის თქმით, 58-ე საარჩევნო უბანზე გახსნილი ბიულეტენი აჩვენეს დამკვირვებლებს „რაც ასევე დარღვევაა. 63-ე უბანზე კი საკონტროლო ფურცელს არ დაედო ბეჭედი ისე ჩაუშვეს ყუთში“. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში