ქობულეთის "შუქურა" გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში ქობულეთის 'შუქურამ' მორიგი შეხვედრა მოიგო. მე-11 ტურის შეხვედრაში 'შუქურამ' საკუთარ მოედანზე წყალტუბოს 'სამგურალი' მიიღო და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ვეტერანმა დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა.
11 ტურის შემდეგ ქობულეთის 'შუქურას' 24 ქულა აქვს და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია. მეორე ადგილზე მყოფი ბოლნისის 'სიონი' 'შუქურას' 7 ქულით ჩამორჩება.
შემდეგ შეხვედრა 4 ოქტომბერს ზუგდიდში ადგილობრივი 'ზუგდიდის' წინააღმდეგ გაიმართება.