სასიამოვნო ინფორმაცია – გერმანიაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს მსხვერპლი არ მოჰყოლია

0
გერმანიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის1, 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა worldometers-ის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს, რითაც პირველ ხუთეულში მოხვდა, თუმცა CoViD19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით, მას უსწრებს ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, ირანი და ბელგია. ამ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ზე ნაკლებია. 11 აპრილის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 123, 826 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 53, 913 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2, 736 ადამიანი გარდაიცვალა.
0