ჯანმო: ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 563 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
Tbilisi Daily
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 563 983 ახალი შემთხვება დადასტურდა, ხოლო 11 784 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 80 773 033 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 783 619 ადამიანი გარდაცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.