იუვენტუსი ბუფონს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

ByM.m.m.Georgia
0
Corriere della Sera-ს ცნობით, ჯანლუიჯი ბუფონი იუვენტუსში კიდევ ერთი წლით დარჩება. ლეგენდარული იტალიელის ამჟამინდელი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იწურება. სავარაუდოდ, ტურინული გრანდი 42 წლის მეკარეს ერთ სეზონზე გათვალისწინებულ ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. შეგახსენებთ, ლეგენდარული ჯიჯი "ბებერი ქალბატონის" ღირსებას 2001-2018 წლებში იცავდა, რის შემდეგაც პსჟ-ში გადავიდა. პარიზში გატარებული ერთი წლის შემდეგ ის კვლავ ტურინში დაბრუნდა. წლევანდელ სეზონში ბუფონმა 11-ჯერ ითამაშა და კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა.
#ბუფონი
#იუვენტუსი
#სერიაა
#იტალია
#ტურინი
#პსჟ
#ფეხბურთი
#სპორტი
#სიახლე
#buffon
#juventus
#seriaa
#italy
#turin
#psg
#football
#sport
#news
ByM.m.m.Georgia
0