პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა მკაცრდება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს იმსჯელებენ წესების გამკაცრებაზეც. გიორგი გახარიას თქმით, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის დროს ჯარიმაც გაორმაგდება.
''შეზღუდვების შემსუბუქებასთანერთად ჩვენ წესების გამკაცრებაზეცუნდა ვიზრუნოთ, ამიტომ ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც პირბადის ტარების წესის დარღვევაგანმეორებით მოხდება, შესაბამისი ჯარიმაც გაორმაგდეს.
ყველას კარგად უნდა გევსმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში პანდემიის წინააღმდეგ უფრო ეფექტური, ვიდრე პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდეგ უკვე ვაქცინაცია ვერ მოიგონა.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წესები დავიცვათ. ეს ჩვენი ეკონომიკის დაცვის ინტერესშია'' - განაცხადაგიორგი გახარიამ.
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარი იყო.