ხის სოკოს ბროსტე დამბალხაჭოს და ბეშამელის სოუსთან შეფ გიორგი გაბროშვილის რეცეპტით.

0
დღევანდელი ბლოგი ეთმობა ქართველ მზარეულს, გიორგი გაბროშვილს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართული გემოების პოლიფონია სულ სხვა კონტინენტზე, ამერიკაში გადაეტანა. მაშასადამე მეგობრებო გაიცანით, ეს არის ადამიანი, რომელიც ბურგერებისა და ფრის მოყვარულ ხალხს აგიჟებს ქართული ტრადიციებითა და ავთენტური გემოებით. დღეს გიორგი გვიზიარებს რეცეპტს, რომლითაც ამერიკელ სტუმრებს თავი მოაწონა. პროდუქტები: ხის სოკო- 150 გრ საქონლის ფარში-100 გრ ხახვი-30 გრ ნიორი-1 კბილი თეთრი სტაფილო-40 გრ ყაბაყი-10 გრ ტარხუნა-20 გრ საქონლის ბულიონი-100 გრ კუმინი (ძირა)- 1/2 ჩკ უცხო სუნელი- 1/2 ჩკ ყვითელი ყვავილი-1/2 ჩკ დამბალხაჭოს სოუსი: დამბალხაჭო-50გრ რძე ან ნაღები-400 გრ კარაქი-30 გრ ფქვილი-15 გრ მარილი პილპილი გემოვნებით. მომზადების წესი: საშუალო ზომის ქვაბს ვადგამთ საშუალოზე მაღალ ცეცხლზე და ვიწყებთ ფარშის მოთუშვით. დაახლოებით 5 წთ-ში დავამატოთ გახეხილი ან წვრილად დაჭრილი სტაფილო. როგორც კი სტაფილო დარბილდება დავუმატოთ ხის სოკო და ყაბაყი, ცოტახანში ბულიონი. როგორც კი ბოსტნეულები არომატს გაუშვებენ შევაზავოთ ზემოთ ხსენებული სუნელებით, მარილით და პილპილით. დამბალხაჭოს სოუსი: ქვაბში გავადნოთ კარაქი დავუმატოთ ფქვილი. ვურიოთ იქამდე სანამ ოქროს ფერს არ მიიღებს. დავასხათ რძე და როგორც კი შესქელებას დაიწყებს დავახეხოთ დამბალხაჭო. შევაზავოთ მარილით და პილპილით. სასურველია კერძი ცალკე იქნას სერვირებული და სოუსი უშუალოდ მირთმევის წინ მოასხათ. გემრიელად მიირთვით.
#chef
#cheflife
#cuisine
#cooking
#usa
#food
#georgia
#tbilisi
#foodislove
#loveisfood
0