საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების და გამოჯანმრთელების 3-3 ახალი შემთხვევაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1182-მდე გაიზარდა.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 4 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 962.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.
4 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7007 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 280.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30765190.html
#ახალი_ამბები
#twitter