ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142492 ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, განაცხადა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაია სოლოღაშვილმა. მისივე განმარტებით, ახალგაზრდა კაცი უკვე სამი კვირაა მათ კლინიკაში მკურნალობს. "ახალგაზრდა კაცს, ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი სახის ტკივილები, ორი დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. მოგეხსენებათ, ორმაგი პნევმონია, ჰიპერკოაგულაცია, პერსონალის საკმაოდ ახლო შეხება მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან. ეს სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა კლინიკისთვის. ჩვენს კლინიკას აქვს სერიოზული გამოცდილება. აქვს ექვსი საოპერაციო, საბედნიეროდ ბოქსირებულ სექტორში არის ცალკე საოპერაციო, სადაც მას ცალკე ჩაუტარდა ოპერაცია. პაციენტი თავს კარგად გრძნობს, დღეს წამოაყენეს კიდეც და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",-განაცხადა მაია სოლოღაშვილმა.