მთავრობის დახმარება იმ ადამიანებსაც შეეხება, რომლებიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს

Tbilisi Daily

კომპანიის მიერ დეკლარაციის ჩაბარებისას გაირკვევა, კომპანიამ დასაქმებულები შეინარჩუნა თუ უხელფასო შვებულებაში გაუშვა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დახმარება იმ ადამიანებსაც შეეხება, რომლებიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ ეს დახმარება არ იქნება ერთჯერადი. „რაც შეეხება კომპანიებს. აქ ძალზედ მნიშვნელოვანია, დეკლარაციის ჩაბარების დროს, მაგალითად 15 მაისს, გამოჩნდება წინა დეკლარაციებთან შედარებით კომპანიამ ადამიანი შეინარჩუნა სამსახურში თუ არა. ასევე გამოჩნდება, ადამიანი გაუშვა უხელფასო უხელფასო შვებულებაში თუ არა. მინდა, ასევე გითხრათ, რომ ეს დახმარება შეეხება ადამიანებს, რომლებიც კომპანიამ ასევე უხელფასო შვებულებაში გაუშვა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გვესმის, რომ ფორმალური დასაქმებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ნაწილში, არა მხოლოდ საქართველო, მსოფლიო დგას გამოწვევის წინაშე. ამიტომ, ჩვენი დახმარების ხასიათიც არის ექვსთვიანი. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ დახმარებას მდგრადი ხასიათი მივცეთ, "- განაცხადა გიორგი გახარიამ. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება დაახლოებით 350 ათასი ფორმალური სამუშაო ადგილი, რომელსაც დავკარგავთ გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ვფიქრობთ, დაახლოებით 350 ათას ფორმალურ სამუშაო ადგილს დავკარგავთ და სოციალური დახმარების შეთავაზებაც ამ გათვლით არის გაკეთებული. „ჩვენი პროგნოზების დონეზე და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების იმ ტენდენციის ფონზე, რომელიც დღეს არის, სიტუაცია ყოველ დღე იცვლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება დაახლოებით 350 ათასი ფორმალური სამუშაო ადგილი, რომელსაც დავკარგავთ. ამაზე გათვლით გვაქვს ეს სოციალური დახმარების შეთავაზება გაკეთებული. თუმცა, მის გარდა იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილში სერიოზული პრობლემები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. #კორონავირუსი #მთავრობა #დახმარება #კომპანიები #tbilisidaily