მეივეზერის კბილისგან მოკრივემ სუვენირი გააკეთა

ByM.m.m.Georgia
0
მარკოს მაიდანას თქმით, მან ფლოიდ მეივეზერს ერთ-ერთი ბრძოლის დროს კბილი ამოუგდო. არგენტინელმა სპორტსმენმა მეივეზერის კბილისგან სუვენირი გააკეთა. მაიდანა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ამ აქსესუარის ფოტოს ავრცელებს. ჟურნალისტებმა მაიდანასთან ბრძოლა მეივეზერსაც გაახსენეს. ამერიკელმა განაცხადა, რომ მესამე რაუნდში მაიდანამ მართლაც კარგი დარტყმა მიაყენა, თუმცა მას კბილი არ ამოვარდნია. "მაიდანამ მესამე რაუნდის ბოლოს კარგად მომარტყა. მან უმძიმესი დარტყმა მომაყენა, თუმცა კბილი არ ამოუგდია. მაიდანას უძლიერესი დარტყმა აქვს, თუმცა მან კბილი არ ამომიგდო", - თქვა ფლოიდმა.
#მეივეზერი
#მაიდანა
#კრივი
#სპორტი
#სიახლე
#mayweather
#maidana
#boxing
#sport
#news
ByM.m.m.Georgia
0