ბათუმში კორონავირუსი ერთ პედაგოგს და ''ხოფის ბაზრობაზე'' დასაქმებულ კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდგინდა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმში კორონავირუსიპედაგოგს დაუფიქსირდა, რომელსაც შეხება ჰქონდა ორ სკოლასთან. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, მას კონტაქტი ჰქონდა სხვა მასწავლებლებთანაც, რის გამოც გაფართოებული ეპიდკვლევადა ტესტირება მიმდინარეობს. კოვიდ-19 დაუდგინდა ასევე''ხოფის ბაზრობაზე'' დასაქმებულერთ ადამიანს. ის ადრე ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია. ნონა ეფაძის განცხადებით, ხვალ ბაზრობა არ გაიხსნება და იქ მედიკოსთა ჯგუფები ტესტირებას ჩაატარებენ.