აფხაზეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ByM.m.m.Georgia
0
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი დაავადებული 95 წლისაა. ე.წ. უწყების თქმით, ასაკოვანი პაციენტი ამჟამად მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფება. ადგილობრივი დე-ფაქტო მთავრობის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 7 აპრილს გამოვლინდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღით ადრე გალის რაიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ახალი ვირუსით დაინფიცირებული ქალბატონი გადმოიყვანეს. სწორედ ამიტომ, ლოგიკურად ჩნდება ეჭვი, რომ ე.წ. ხელისუფლება მონაცემებს არ ასაჯაროებს ან ვითარებას ვერ მართავს.
#კორონავირუსი
#აფხაზეთი
#საქართველო
#პანდემია
#სტატისტიკა
#coronavirus
#georgia
#pandemic
#statistics
#news
ByM.m.m.Georgia
0