როგორ ათვალიერებენ მომხმარებლები ვებ გვერდს

0
Nielsen Norman Group– მა ჩაატარა კვლევა, მოახდინეს 1.5 მილიონი გვერდის დათვალიერება რის შედეგადაც დადგინდა, რომ მომხმარებლები კითხულობენ მთლიანი ტექსტის დაახლოებით 20% -ს და კითხვის დროს ძრითადად თვალით ასკანირებენ ინფორმაციულ კონტენტს. ვებ გვერდები რომლებიც გამოირჩევა დიდი კონტენტით, ყოველ 100 სიტყვაში მომხმარებლები ხარჯავენ დაახლოებით 4 წამს. გვერდის დათვალიერებისას, მომხმარებელთა უმეტესობა ტექსტს ასკანირებს თვალებით მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან ქვევით.

ყველაზე გავრცელებულია 2 ალგორითმი:

F- დიაგრამა, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება ვებ გვერდის ზედაპირული შეხებით. მომხმარებლები ჯერ ჰორიზონტალურად ასკანირებენ გვერდის ზედა ნაწილს, შემდეგ ოდნავ გადაადგილდებიან გვერდზე და ყურადღებას აქცევენ მოკლე ჰორიზონტალურ ბლოკებს, შემდეგ კი ქვემოთ ჩადიან. Z- დიაგრამა, რომელიც გამოიყენება ძირითადად წიგნის კითხვისას. მომხმარებლები ჯერ კითხულობენ პირველ სტრიქონს მარცხნიდან მარჯვნივ, შემდეგ კი მზერა გადააქვთ ქვედა მარცხენა კუთხეში. P.S: ვებ გვერდზე შინაარსის მოთავსებისას გახსოვდეთ, რომ მომხმარებლები არ კითხულობენ მთელ გვერდს. პირველ სტრიქონში განათავსეთ ძირითადი ინფორმაცია რომელიც უნდა იყოს კომფორტულ ბლოკებად დაჯგუფებული, ამის მიხედვით ისინი გადაწყვეტენ წაიკითხონ თუ არა შემდეგი ინფორმაცია.
#UX
-UI.
#დიზაინი
.
0