700 წლის ჩინური პერგამენტი 41.8 მილიონ დოლარად გაიყიდა

Tbilisi Daily

უძველესი ჩინური პერგამენტი „ხუთი მთვრალი პრინცი, რომლებიც სახლში ცხენებით ბრუნდებიან“, სოტბის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. უცნობმა კოლექციონერმა მასში 41.8 მილიონი დოლარი გადაიხადა. ნახატი XIV საუკუნეში ცნობილი ჩინელი ხელოვანის, რენ რენფას მიერ არის შესრულებული, რომელიც იმპერატორის კარზე მსახურობდა. მისი ნამუშევრები მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში ინახება.