საქართველოში კორონავირუსისგან 60 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 242 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 60 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.
#კორონავირუსი
#სტაციონარი
#კარანტინი
#tbilisidaily