დღეიდან ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას განაგრძობს.

0
დღეიდან ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას განაგრძობს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას თქმით, დღეიდან ბაზრის ნაწილი გაიხსნება. ბაზრის ნაწილში იგულისხმება შპს "სუპერმარკეტის" ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია. ბაზარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. მერიამ მიიღო შესაბამისი ნორმები, რაც გულისხმობს მოქალაქეთა ნაკადის კონტროლს, დისტანციის დასაცავად. გაკონტროლებული იქნება ასევე ბაზრის გარე ტერიტორია. მიღებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ზუგდიდის მერია ისევ გაამკაცრებს ნორმებს, რაც ისევ გამოიწვევს ბაზრის დახურვას.
#ზუგდიდი
#ბაზარი
#კორონავირუსი
#პრევენცია
#სადეზინფექციოსამუშაოები
#კონტროლი
#ნორმები
#zugdididaily
0