ბერლინი-თბილისის სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

0
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ბერლინი-თბილისის რეისით საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. უწყების ცნობით, მგზავრთა შორის არიან ფეხმძიმე ქალბატონები, მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე, მათ შორის განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ რეისს ასევე მოჰყვება მძიმე პაციენტი, საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ჰამბურგიდან, ბერლინის აეროპორტამდე. , , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვა ყველა შესაბამისი მოწყობილობით აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი, რათა პაციენტის მომსახურება უზრუნველყოფილი იყოს უშუალოდ ხომალდის ბორტზეც, ბერლინიდან თბილისამდე მგზავრობისას. საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ მოქალქეები ბერლინიდან, ვენიდან, ამსტერდამიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან და ლარნაკადან“, -ნათქვამია ინფორმაციაში. აღნიშნულ რეისს ავიაკომპანია , , Georgian Airways” ახორციელებს. ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.
#ბერლინი
#თბილისი
#სპეცრეისი
#კარანტინი
#tbilisidaily
y
0