დიდ დიღომში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა
135 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago

დიდ დიღომში, ი. პეტრიწის, პეტრე იბერის, ფარნავაზ მეფისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩები მოირეცხა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

ცნობისთვის, სადეზინფექციო სამუშაოებს შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.

გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები ,,თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში, ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშილის ქუჩებს, შედეგ ,,ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას, მოგვიანებით კი, ქავთარაძის, კანდელაკის და გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩას, ასევე, ყაზბეგის, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსისა და ჭავჭავაძის გამზირებსაც ჩაუტარდა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

#თბილისისმერია #ქუჩები #დეზინფექცია #მორეცხვა #კორონავირუსი #tbilisidaily

y


Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
12
Write a comment