კანადაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

Tbilisi Daily

კანადა მესამე ქვეყანა გახდა მსოფლიოში გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის შემდეგ, სადაც Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პირველი მოქალაქე, რომელსაც კანადაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთეს მოხუცებულთა სახლის თანამშრომელი ანიტა ქუიდანგენია. მას ვაქცინაცია ტორონტოს ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა. ქვეყანაში, პირველ ეტაპზე, ჯანდაცვის მუშაკებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებისა და თანამშრომლების ვაქცინაცია იგეგმება. კანადა მიმდინარე კვირაში ვაქცინის 30 000 დოზას მიიღებს, წლის ბოლომდე კი ქვეყანაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 249 000 დოზა იქნება ხელმისაწვდომი.