მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხდებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი ზომიერი, იმედის მომცემი და კონტროლირებადია. „სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს გაზრდილი სტატისტიკა იმედისმომცემია იმ თვალსაზრისთ, რომ მართალია, გრძელდება დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ ეს ზომიერი და კონტროლირებადია, ” - განაცხადა ეზუგბაიამ. მისივე ცნობით, გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმიდან დედა-შვილი გადმოიყვანეს. ეზუგბაიას თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მოსალოდნელი არ არის დაავადების პროგრესირება. , , გაფართოებული კვლევები კიდევ უფრო დაგვაზუსტებინებს მათ ზოგად მდგომარეობას შეფასების თვალსაზრისით. ამ ორი პაციენტის გარდა, ჩვენ ახალი პაციენტი არ გვყავს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
#ეზუგბაია
#კორონავირუსი
#სტატისტიკა
#პაციენტი
#tbilisidaily
y
0