1 votes
0 comments
0 shares
Save
47 views
მარინა სიჭინავა
Khoni · 3 months ago
#photo
მარინა სიჭინავა
Khoni · 3 months ago
Similar Posts
მარინა სიჭინავა
Khoni · 3 months ago
#დარჩითსახლში
Mariam Lebanidze
Tbilisi · 4 days ago
#photo
მარინა სიჭინავა
Khoni · 3 months ago
#დარჩითსახლში გავუფრხილდეთ თავს
Mariam Lebanidze
Tbilisi · 3 days ago
#photo
თეა დვალაშვილი
Tbilisi · 1 week ago
თათუკები
#ფოტოგრაფი @თეა_დვალაშვილი#photographer @tea_dvalashvili#tbilisi #georgia #საქართველო #თბილისი #photographer #photoshoot #photo #cat #photography #ხელოვნება
Mariam Chabrava
Tbilisi · 3 weeks ago
გია სურამელაშვილი დააკავეს
გუშინ პროდიუსერ ჯიმი მაქაცარიას დაბადების დღე აღნიშნეს, წვეულებას შოუბიზნესის წარმომადგენლები ეკა კვალიაშვილი, გია სურამელაშვილი, გიორგი მასხულია, ზალიკო ბერგერი სოსო კავკავაშვილი, ნატა გულიაშვილი და სხვები სწრებოდნენ. წვეულების დასრულების შემდეგ როგოც ცნობილი ხდება მომღერალ გია სურამელაშვილს და კიდევ ერთ პირს პატრულთან შელაპარაკება მოუვიდათ რის გამოც ისინი დააკავეს…#ახალიამბები #news #opinion #photoTbilisi
Mariam Chabrava
Tbilisi · 1 week ago
აბა, გოგოებო საჭესთან, თქვენ რას იტყვით?
,,ქალი ზის საჭესთან და 240კმ/სთ-ით მიქრის. გააჩერა პატრულმა,სთხოვა მართვის მოწმობა. ქალმა განაცხადა, რომ ყალბი მოწმობა ჰქონდა და ვერ აჩვენებდა. მაშინ პატრულის თანამშრომელმა უბრძანა მანქანიდან გადმოსვლა, რომ გაეჩხრიკა,ამაზე მძღოლმა უპასუხა–ვერ გადმოვალ, ნარკოტიკებით მაქვს ჯიბეები სავსე და დამებნევაო. გადმოდი, საბარგული უნდა შეგიმოწმოთო – არ მოეშვა პოლიციელი. ქალმა – საბრგულში მოკლული კაცი მყავს ერთი კვირაა და საშინელი სუნია არ ახადოთო. პატრულმა გამოუძახა დამხმარე პატრულს და ქალი გადმოიყვანეს მანქანიდან,შეუმოწმეს საბუთები ყველაფერი წესრიგში ჰქონდა,შეუმოწმეს ჯიბეები, იქაც ნარკოტიკის ნასახი არ აღმოაჩნდა და ბოლოს საბარგულიც შეამოწმეს, ცხედარს ვერ მიაგნეს. გახედეს პატრულის თანამშრომელს და ეკითხებიან საიდან მოიტანე რომ ეს მკვლელია და ნარკოტიკებით ვაჭრობს?ამ დროს ქალმა დაამატა – ახლა, ეგ იმასაც იტყვის, რომ 240კმ/სთ –ით მივდიოდიო,,#news #მეტიქალისაჭესთან #opinion #funny #goodvibes #goodnight #photoTbilisi
Mariam Chabrava
Tbilisi · 3 weeks ago
ჰერმან ჰესე
"მე გავარღვიე შენი მარტოსულობის სუდარა, ზედ ჯოჯოხეთის კარიბჭესთან გტაცე ხელი და კვლავ სიცოცხლისაკენ შემოგაბრუნე." ტრამალის მგელი#news #opinion #goodbook #photo #artTbilisi
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ჯოკერი , კრიმინალური სამყაროს მასხარა პრინცი 80 წლისაა
🤯 ზუსტად 80 წლის წინ შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი და ცნობილი უარყოფითი პერსონაჟი, ჯოკერი.🤡🃏 🃏 ჩემი აზრით ლეჯერმა, ნიკოლსონმა და ფენიქსმა ის ლეგენდად აქციეს 🤫 მაგრამ ლეჯერი ნომერ პირველია ჩემთვის 🎖️ბოლო -ბოლო პირველი ოსკაროსანი ჯოკერია, რომელმაც ჯოკერის რეიტინგი ისე აწია, თვით ბეტმენსაც და ადამიან ობობასაც გადაუწსრო რეიტინგით 🤫 💥 ცოტა რამ ჯოკერის პერსონაჟის შესახებ 💥 🃏 სუპერბოროტმოქმედი ჯოკერი შექმნილია DC _ ის კომიქსების მიხედვით , როგორც ბეტმენის მტერი და მისი დებიუტი შედგა კომიქსში Batman #1 რომელიც გამოვიდა 1940 წელს. შემქმნელებმა ჯოკერის ძირითადი ვიზუალური მხარე აიღეს 1928 წელს გადაღებული ფილმიდან “ადამიანი რომელიც იცინის” 🤯 , სადაც ფილმის მთავარ გმირს არასწორად ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შედეგად სახეზე მუდმივი ღიმილი აღბეჭდება და მას თეთრი გრიმის მეშვეობით ფარავს. ბეტმენის კომიქსის სცენარისტი ჯერი რობინსონი პირველ ნომერზე მუშაობდა როდესაც მან სამუშაო მაგიდაზე ჩვეულებრივი ჯოკრის კარტი შენიშნა, აი ასე შეიქმნა ეს გამორჩეული პერსონაჟი. 💛🤯 🤡 ჯოკერს ეძახიან კრიმინალური სამყაროს მასხარა პრინცის და სიძულვილის კლოუნს. თავიდან ის იყო სრულიად შეშლილი მკვლელი, ეშმაკისეული ინტელექტით და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით, რომელსაც არავინ ებრალება და არაფერს არ ნანობს ( კომიქსში იხსენებს თუ როგორ ააფეთქა საბავშო ბაღის ეზო). როდესაც კომიქსმა საოცარი პოპულარობა მოიპოვა ჯოკერის პერსონაჟი შეცვალეს ექსცენტრული, ხუმარა,მაგრამ უვნებელი ჯოკერით რის შემდეგაც შკარა გახდა რომ პირველ ჯერზე ბევრად პოპულარული იყო. 💥 🤯ჯოკერი განსხვავდება სხვა სუპერბოროტმოქმედებისაგან 💥. 💥პირველი, მას არ გააჩნია არანაირი სუპერ ძალა (ტელეკინესური, მაგიური და ა.შ) ჯოკერის ძალა მის სიგიჟეშია. მას არაფრის არ ეშინია რაც ახასიათებთ მხოლოდ შეშლილებს. მისი გეგმები იმდენად დახვეწილია, რომ მისი ამოხსნა გენიოსებსაც კი არ შეუძლიათ. მას არანორმალური გონება აქვს. მას არ გააჩნია საზღვარი, არანაირი შეზღუდვები და მორალი, მას შეუძლია ნებისმიერს უღალატოს და დასცინოს, თავის ტყვიით გახვრეტილ მუხლებსაც. ერთ-ერთმა ავტორმა ის მოიხსენია როგორც სუპერ-სწორადმოაზროვნე რომელსაც შეუძლია სწორად იაზროვნოს ამ შეშლილ და მუდმივად ცვალებად სასტიკ მსოფლიოში. 💥 🤯 მეორე, ჯოკერს არ გააჩნია არანაირი ლეგენდარული წინაისტორია,რაც ხსნის მის ჩამოყალიბებას როგორც ჯოკერი. სხვადასხვა ავტორები სხვადასხვანაირად ყვებიან მის ისტორიას, თვითონ ჯოკერი კი ამბობს:”არმახსოვს რა იყო წარსულში, მაგრამ ესე ნამდვილად არ ყოფილა… და თუ მაინც გაინტერესებთ ჩემი წარსული შემიძლია შემოგთავაზოთ მრავალგვარი და თქვენ აირჩიეთ” ამით ის გვაჩვენებს მის ამოუცნობ ძალას, წარმოქმნას ქაოსი და გაიკვლიოს გზა მასში თავისუფლად. 💥 💥🤡 მესამე ,ბოროტმოქმედები ცდილობენ უბრალოდ გაუსწორდნენ “ღამურას” (ბეტმენს) ჯოკერი მას უყურებს როგორც თითქმის მეგობარს, რომელთანაც სურს ითამაშოს დაუსრულებელი კატა-თაგვობანა.მისი მიზანი არ არის მოწინააღმდეგის განადგურება, მისი მიზანია თვითონ შეწინააღმდეგების პროცესი, მას უნდა აჩვენოს ბეტმენს რომ ისიც ისეთივე შეშლილია როგორც თვითონ, სარკისებური ანარეკლია ჯოკერისა. მისი გარეგნობა (თოვლივით თეთრი კანი, წითელი ტუჩები, მწვანე თმები, იასამნისფერი კოსტუმი) და გენიალური მაგრამ შეშლილი გონება, აქცევს მას დაუვიწყარ პერსონაჟად, ის არ კარგავს ფანებს უკვე 70 წელია. 🤡🤯 🤡🃏 ჟურნალ Wizard-ის გამოკითხვებით ჯოკერი 100 ყველა დროის საუკეთესო დამნაშავეს შორის პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზე გავიდა IGN-ის გამოკითხვებში, სახელწოდებით ”კომიქსების 100 ყველა დროის საუკეთესო ბოროტმოქმედი” . მერვე ადგილი დაიკვა ჟურნალ Empire-ს გამოკითხვაში – ისტორიაში არსებული კომიქსების საუკეთესო ქმნილებები (თუმცა სუპერბოროტმოქმედებს შორის მან პირველი ადგილი აიღო). ყველა დროის, კომიქსებში გამოგონილ სუპერბოროტმოქმედებს შორის, ჯოკერს მსოფლიო გამოკითხვებით პირველი ადგილი უკავია. 🤡🃏 🎖️💛 ჰიტ ლედჯერი გახდა პირველი მსახიობი რომელმაც კომიქსის მიხედვით გადაღებულ ფილმში მონაწილეობისთვის მიიღო ოსკარი.ოსკარის მისაღებად გარდაცვლილი მსახიობის მაგივრად გამოვიდნენ მისი მამა, დედა და და. ლედჯერის ჯოკერის წყალობით ფილმმა უდიდესი მოგება ნახა. 2009 წელს განიხილებოდა ოსკარზე წარდგენილი ფილმების რიცხვის გაზრდა, რადგან ხალხი გამოთქვამდა პროტესტს იმის გამო, რომ 2008 წელს “ბნელ რაინდს” ოსკარი არ მიენიჭა. ფილმმა 21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმის წოდებაც კი მიიღო. მთავარი სენსაცია კი ის არის, რომ ჯოკერმა რეიტინგით გაუსწრო თვით ბეტმენს, ადამიან-ობობას და სუპერმენს.🎖️💛#joker #hollywood #news #goodplaces #photo #art #opinion #business #design Tbilisi Kutaisi Batumi
Nino Kakulia
Poti · 3 months ago
გაქცევა შოუშენკიდან ( ჩემი შეფასება) ჩემთვის ნომერ პირველი ფილმი
ფილმი „გაქცევა შოუშენკიდან“ ეხება ყველაფერ ცხოვრებისეულს. ფილმში აღწერილია ენდი დიუფრეინის ცხოვრება შოუშენკის ციხეში. აღნიშნული პირი ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობაშია ბრალდებული. ციხეში მყოფი თითოეული პირის ვალდებულებას და მოვალეობას წარმოადგენს ციხის საკმაოდ მკაცრი წესების დამორჩილება და მათი შესრულება. საპყრობილეში აკრძალულია ღვთის გმობა, ბადრაგებს კი მხოლოდ და მხოლოდ ორი რამის სწამთ:ღმერთის და დისციპლინის. ეს ლოგიკურიცაა, რადგან მხოლოდ ღმერთის რწმენა გადაარჩენს სამყაროს. აი, რაც შეეხება დისციპლინას, მის გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია წესრიგის დამყარება. ამგვარად, ციხეში გაბატონებული რწმენა ნამდვილად საგულისყურო და გასათვალისწინებელია. ციხეში ძალიან საშინელი ატმოსფეროა. იქ ვითომ არ გკლავენ, მაგრამ რეალურად სიცოცხლეს კი გართმევენ. თითოეული პატიმარი გრძნობს აუტანელ, ჯოჯოხეთურ სიცივეს. ახალმოსულები პირველ ღამეს ჭკუიდან იშლებიან. მაგრამ მთავარია პირველ დღეს გადარჩე, შემდგომ ყველაფერი გაცილებით მარტივია. დროის გასვლასთან ერთად, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მეტიც, შემდგომ ამ ყველაფერთან განშორებაც კი უჭირს. მაგალითად, ასე დაემართა ბიბლიოთეკარ ბრუქსს. იგი იმდენად შეეჩვია საპყრობილეს, რომ მისთვის კომფორტის ზონას მხოლოდ ციხის ერთფეროვანი გარემო წარმოადგენდა. მან ვეღარ შეძლო, რომ გარეთ გასული, თავისუფლებას გამკლავებოდა, ვერ აუწყო ცხოვრების სწრაფ ტემპს ფეხი(ბრუქსის აზრით, მთელ სამყაროს სადღაც ჯანდაბაში მიეჩქარებოდა). თავისუფლება ხომ მხოლოდ ძლიერთა ხვედრია. მაგრამ საჭიროა, რომ ცხოვრებას ფეხი ავაყოლოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია იცხოვრო. მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ „პატარა უფლისწულის“ პერსონაჟ მეფარნესგან. ის მეხუთე პლანეტაზე ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა უსწრაფესად ტრიალებდა და დასვენება თითქმის არ უწევდა, იგი მაინც შემართებით ანთებდა და აქრობდა ფარანს. ცხოვრებას კი შეძლებისდაგვარად უწყობდა ფეხს. ბრუქსის მსგავსი გრძნობა დაეუფლა ციხიდან გამოსულ რედსაც. მას არაერთხელ უნატრია კვლავ მშობლიურ ადგილებში დაბრუნება. მან ხომ ორმოცი წელი დაჰყო ციხის კედლებში. გარეთ ყველაფერი სხვანაირად ეჩვენებოდა. მას არაფერზე ნებართვის აღება არ სჭირდებოდა ციხისგან განსხვავებით, მაგრამ ესეც უცნაურობა იყო მისთვის. რედი ორმოცი წლის განმავლობაში თხოულობდა ნებართვას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. უკვე გათავისუფლებული კი მარტო იმაზე ფიქრობდა, გამოსაცდელი ვადა როგორ დავარღვიოო. მისი აზრით საშინელებაა მუდამ შიშში ყოფნა. უნდოდა იქ დაბრუნება, სადაც არ ეშინოდა. მარტო ერთი აკავებდა-პირობა, რომელიც ენდის მისცა. ბრუქსის და რედისნაირი აღგზნებული მარტო თავისუფალი ადამინაია. ადამიანი, რომელმაც ხანგრძლივი მოგზაურობა დაიწყო და არ იცის რით დამთავრდება. დავუბრუნდეთ ენდის და მის ურთიერთობას რედთან. ენდიმ გამოჩენსითანავე დაიპყრო შემდგომში უკვე ყველაზე ახლო მეგობრის გული. რედი ხომ სწორედ მასზე ჩამოვიდა ფსონს. თავდაპირველი დანახვისას რედს ეგონა, რომ ენდის ნიავიც კი წააქცევდა. იგი ისე მისეირნობდა თითქოს უდარდელი კაცი პარკში სეირნობსო, თითქოს უჩინარ მოსასხამში იყო გახვეული. მაგრამ თანდათან ენდი საკმაოდ თავდაჯერებულ და მიზანდასახულ პიროვნებად ჩამოყალიბდა. დიუფრენმა დანარჩენი პატიმრების ყურადღება სახურავზე მუშაობისას მიიპყრო. მან ხომ ერთ-ერთ გავლენიან პიროვნებას ასწავლა როგორ უნდა შეენარჩუნება ძმის ანდერძის საფუძველზე მასზე გადაცემული ქონება. სანაცვლოდ კი მხოლოდ რამდენიმე ბოთლი ლუდი მოითხოვა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ამხანაგებს მუშაობა გამარტივებოდათ. ენდის თავად წვეთიც არ დაულევია. ამ ფაქტმა დაკავებულებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მათთვის ეს ამბავი ძალიან გასაკვირი აღმოჩნდა. ზოგი ფიქრობდა, რომ მან ეს ასე იმიტომ გააკეთა, რომ პატიმრებში მეგობრები გაეჩინა, მაგრამ რეალურად იმიტომ, რომ თავი ცოტა ხნით მაინც ეგრძნო თავისუფალ ადამიანად. ენდი საკმაოდ დიდსულოვანი ადამიანი აღმოჩნდა. მან არამარტო თვითონ შეიგრძნო თავისუფლების გემო, არამედ სხვებსაც შეაგრძნობინა იგი. პატიმრები ცოტა ხნით თავს თავისუფალ ადამიანებად და მთელი სამყაროს მფლობელებად გრძნობდნენ. ეს კი ძალიან დიდ შვებას წარმოადგენს ნებისმიერი ციხეში მყოფი ადამიანისთვის. მათ ხომ თავისუფლება სწყურიათ. ფილმის ძალიან ემოციური ეპიზოდია ის, როდესაც ენდი საჯაროდ უკრავს მუსიკას. წამის მეასედით შოუშენკის ყველა ბინადარმა თავი თავისუფალ ადამიანად იგრძნო. ენდი ძალიან მზრუნველია, რადგან სხვების ბედნიერებისთვის მზადაა თავი გასწიროს. ციხე ადგილია, სადაც უამრავი დრო გაქვს და უამრავი საფიქრალი, საზრუნავი. კონცენტრირებას კი ახდენ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ დრო როგორმე მოკლა და რამეს გული გადააყოლო. დრო, რომელიც სამართებელივით გსერავს. მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა გაუძლო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხალხი განათლებაზე ფიქრს იწყებს ციხეში. მათ შორის ისინიც, ვისაც მასზე მანამდე არასდროს უფიქრია. ენდიმ არაერთ ადამიანს მიაღებინა განათლება და მისაცა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა. „გაქცევა შოუშენკიდან“ ადასტურებს, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა. მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ ვიდრე ეს წარმოსადგენია. ენდი დიუფრენმა შეძლო ის, რაც ბევრს აუხდენელ და აუსრულებელ ოცნებად მიაჩნდა. მან შეძლო, რომ გაქცეულიყო ციხიდან, შოუშენკიდან, რომლიდანაც გაქცევა წარმოუდგენელი იყო და ალბათ ისტორიას მსგავსი პრეცენდენტიც არ ახსოვდა. ასეა, ადამიანმა თუ მიზანი დაისახა და მის შესასრულებლად ძალ-ღონეს არ იშურებს, მას აუცილებლად ყველაფერი გამოუვა. #goodplaces #opinion #photo