გაგრის რაიონში კომენდანტის საათი 8 აპრილს დაწესდა, მას შემდეგ რაც კორონავირუსი გაგრის ერთ-ერთ მკვიდრს დაუდასტურდა.
ე.წ აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ, ე.წ გაგრის ადმინისტრაციაში გამართა შეხვედრა კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით.
ბგანბამ განმარტა თუ როდის იქნება შესაძლებელი, რომ აღნიშნული ზომები შემსუბუქდეს.
"ჩვენ უნდა შევძლოთ ვირუსის ლოკალიზება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ შემდგომი ინფექციის გავრცელება. სწორედ ამიტომ დაინერგა მოქალაქეებისა და მანქანების გადაადგილების შეზღუდვა. სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით აშკარად რეგულირდება კონკრეტული ავტომობილის გადაადგილება."
”ჩემი აზრით, 10-12 დღის შემდეგ, თუ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ყველა ღონისძიების განხორციელების პოზიტიურ დინამიკაზე, მაშინ ვისაუბრებთ იმ შეზღუდვების თანდათანობით მოხსნაზე, რომელიც დაინერგა მოსახლეობის დასაცავად, კორონავირუსის ინფექციისგან”, - თქვა ვალერი ბგანბამ.
კომენდანტის საათის რეჟიმი გაგრის რაიონში მოქმედებს 20:00 საათიდან 07:00 საათამდე.
#აფხაზეთი
#კორონავირუსი
#SokhumiDaily