ავადმყოფს უნდა ვუმკურნალოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი მეგობარი იქნება თუ მტერი- მარინა ეზუგბაია

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა იმუნოლოგ, დავით ნანობაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, იმ შემთხვევაში, თუკი ნიკა გვარამია Covid19-ით დაინფიცირდება, მას ექიმები არ უმკურნალებენ. ეზუგბაიას თქმით, ექიმები ყველა პაციენტს დახმარებას უწევენ და მკურნალობენ, განურჩევლად მისი გვარ-სახელისა, სქესისა და სტატუსისა. , , წარმოუდგენელია, რომ ექიმმა ვინმეს არ უმკურნალოს. გილოცავთ ძალიან დიდ დღესასწაულს, რომელსაც ბზობა ჰქვია. ქრისტიანი ადამიანი უარს არასდროს არაფერზე ამბობს, მითუმეტეს ქრისტიანი ექიმი. შენი მტერი უნდა გიყვარდესო და პაციენტი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც დახმარება სჭირდება. პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, ჩვენ არც სქესზე ვსაუბრობთ და არც სხვა დეტალებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი პაციენტია, მას სხვა კრიტერიუმები არ სჭირდება. ის არის ავად და ავადმყოფს უნდა ვუმკურნალოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ის ჩვენი მეგობარი იქნება, მტერი თუ ვინ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
#ნიკაგვარამია
#ეზუგბაია
#პაციენტი
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0