ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 178 ადამიანი დავაჯარიმეთ — შსს

ByOn.geGeorgia
0
შსს-ს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 178 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით 94 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 60 მოქალაქე დააჯარიმა.
#news
#politics
ByOn.geGeorgia
0