Naruto: 5 პერსონაჟი, რომელიც საკუთარ ანიმე სერიებს იმსახურებს

0
"ნარუტოში" მასაში კიშიმოტომ არაერთი გენიალური პერსონაჟი შექმნა და გადავწყვიტე ამომერჩია რამოდენიმე მათგანი, რომლის შესახებაც სპინოფ სერიების გადაღება ძალიან საინტერესო იქნებოდა.

სარუტობი ჰირუზენ

ნარუტოს ფანები სარუტობის ბიოგრაფიას ძალიან კარგად იცნობენ. იგი იყო მესამე ჰოკაგე, რომელსაც ყავდა 3 მოსწავლე, შემდგომში სამ ლეგენდარულ სანინად წოდებული შინობები, სამივე იყო ჰოკაგეობის პრეტენდენტი, მათ შორის ერთერთი გახდა კიდეც მეხუთე ჰოკაგე. სარუტობი ასევე ყველაზე სტაჟიანი ჰოკაგეა. მას უწოდებდნენ “შინობების ღმერთს”, ისევე როგორც პირველ ჰოკაგეს და “პროფესორს”, რადგან უმაღლეს დონეზე შეისწავლა თითქმის ყველა ტექნიკა. ბევრმა სარუტობის სპინოფი შეიძლება წარმოიდგინოს, როგორც ერთი კაგეს ჩვეულებრივი გზა დიდებამდე, თუმცა ბევრისთვის ძალიან საინტერესოა თუ რატომ ითვლებოდა ჰირუზენი თავის ეპოქაში ყველაზე ძლიერ კაგედ და ყველა დროის ერთერთ უძლიერეს შინობად. მესამე ჰოკაგეს სერიები პასუხს გაცემდა კითხვებს, თუ რატომ გახდა ის ჰოკაგე. ასევე ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ თუ როგორ მოიპოვა მან ეს საპასუხისმგებლო ტიტული, გარდა იმისა თუ როგორ გადაწყვიტა შუა ბრძოლის დროს წინამორბედმა ჰოკაგემ, ტობირამა სენჯუმ, რომ მესამე ჰოკაგე, იმჟამად საკმაოდ ახალგაზრდა, სარუტობი იქნებოდა. სპინოფში უკეთ ვნახავდით, თუ რატომ დაიმსახურა ასეთი პატივისცემა და აღიარება ისეთი ლეგენდარული შინობებისგან, როგორებიც ტობირამა და მისი ძმა ჰაშირამა იყვნენ. ასევე საინტერესო იქნებოდა იმის ნახვა თუ როგორ შეისწავლა ჰირუზენმა ხუთივე ელემენტის ტექნიკები.

ჯირაია

ჯირაია არის მხიარული, ქარიზმატული და მიუხედავად არასერიოზული ქცევებისა, ძალიან ჭკვიანი პერსონაჟი. მას ყველა ის თვისება გააჩნია, რაც იდეალურია სპინოფისთვის. ნარუტოს ბევრი თაყვანისმცელის მოსაზრებით ჯირაიასთვის მეტი დრო უნდა დაეთმოთ. ჯირაიას პერსონალური ანიმე კი მის გულშემატკივრებს ძალიან გაახარებს. მისი ისტორია სავსე იქნება კომედიითა და ეპიკური ბრძოლების. ბოლოსდაბოლოს ის ხომ ერთერთი ლეგენდარული სანინია, მის არსენალში კი იმაზე მეტი ტექნიკაა ვიდრე ეს “ნარუტო”-ში ვიხილეთ და რომლის აქტიურ ბრძოლაში ნახვაც ერთი სიამოვნება იქნება იქნება მაყურებლებისთვის. გარდა ამისა სახალისო იქნება მისი წარუმატებელი სასიყვარულო თავგადასავლები ცუნადესთან ერთად.

უჩია შისუი

უჩია შისუი კლანის ერთერთი უძლიერესი და დასამახსოვრებელი წევრია, რომლის პოტენციალიც ანიმეში ნამდვილად დაკარგულია. იგი ითვლებოდა ერთერთ ყველაზე სწრაფ შინობად. უმაღლეს დონეზე იყენებდა Body Flicker ტექნიკას, რომელიც ტელეპორტაციის ერთერთი ტექნიკაა. მას მეტსახელად Shisui of the Body Flicker -საც უწოდებდნენ. საინტერესო იქნებოდა მისი ხილვა ურთულესი მისიების შესრულების პროცესში.  გარდა ამისა, ცნობილია რომ ის ფლობდა ყველაზე ძლიერ გენძიუცუს, კოტოამაცუკამის. შისუისთან ახლო კავშირის გამო, სპინოფში აკაცუკის ერთერთ ყოფილ წევრსაც შევხვდებოდით და დროის საკმაოდ დიდ ნაწილსაც დაიკავებდა. დიახ, ყველასათვის საყვარელ და ერთერთ ყველაზე გენიალურ შინობის, უჩია იტაჩის ვგულისხმობ.

ჰატაკე საკუმო

საკუმო ჰატაკე, რომელიც ცნობილია როგორც “კონოჰას თეთრი ეშვი”. როგორც ამობობენ, მისი ძალა და გავლენა თვით ლეგენდარული სანინებისას უტოლდებოდა. ამ პერსონაჟის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, გამომდინარე მწირი დროისა, რომელიც მას დაუთმეს ანიმეში. თუმცა სპინოფს შეუძლია ეს გამოასწოროს და სხვადასხვა მხრიდან დაგვანახოს იგი.

ნამიკაძე მინატო

ჩვენ უკვე გვაქვს ანიმე ნარუტოს შესახებ, ასევე მისი შვილის, ბორუტოს შესახებ. გენიალური არ იქნებოდა, რომ შექმნილიყო ანიმე ნარუტოს მამის, მინატოს შესახებ? შედეგად მივიღებდით იდეალურ ტრილოგიას, არა?  ნარუტოსთან კავშირსაც რომ დავანებოთ თავი, ალბათ დამეთანხმებით, რომ მინატო ყველასგან დამოუკიდებლადაც მარტივად მოიხვეჭდა პოპულარობას ნებისმიერ სპინოფში.  მის ტიტულებზე და შესაძლებლობებზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ყველამ ძალიან კარგად იცის და ალბათ ბევრს გვიოცნებია კიდევ უფრო მეტი ბრძოლა გვენახა მისი მონაწილეობით.  ასევე საინტერესო იქნობა მისი და კუშინა უძუმაკის ყოველდღიური ურთიერთობა. დაწყებული მისი ტექნიკებიდან დამთავრებული სპეციალურად მისთვის შექმნილი მოსასხამითა და კუნაით, მინატოს იმდენი რამე აქცევს განსაკუთრებულ პერსონაჟად, რომ ის ნამდვილად იმსახურებს ცალკე მდგომ სერიებს და ვფიქრობ “ნარუტოს” იდეალური პრექველი იქნებოდა.
0