კორონავირუსისგან ფეხმძიმე პაციენტი განიკურნა

0
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსისგან ბოლოს გამოჯანმრთელებული სამი პაციენტიდან ერთ-ერთი 24 კვირის ორსულია. რატიანის თქმით, პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად ორჯერადად უარყოფითი პასუხი მოვიდა და ფეხმძიმე პაციენტიც რამდენიმე საათში გაეწერება კლინიკიდან. მისივე ცნობით, ამ ეტაპზე ნაყოფის მდგომარეობაც შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს. „ამ ეტაპზე კლინიკაში 59 პაციენტი წევს. მინდა გითხრათ, რომ პირველი ქალბატონი, რომელიც არის 24 კვირის ორსული, პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად ორჯერადად მივიღეთ უარყოფითი პასუხი და რამდენიმე საათში ის გაეწერება კლინიკიდან, ” - განაცხადა რატიანმა.
#ორსულi
#კორონავირუსი
#პაციენტი
#tbilisidaily
y
0