კორონავირუსის ფონზე იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის ჩამოტანის პროცედურა

0
, , პილიგრიმ ტურსის” ტურიზმის დირექტორის, ცისანა გემაზაშვილის განცხადებით, წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის ღამეს 23:00 საათის შემდეგ მიიტანენ. მისივე თქმით, წმინდა ცეცხლს სასულიერო პირებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი აეროპორტში, თვითმფრინავში გადასცემს. , , წელს განგებამ სხვანაირად გამოგვიწერა. თვითმფრინავში ვიჯდებით მხოლოდ ორი სასულიერო პირი და მე. თვითმფრინავში ამოგვიტანს საელჩოს თანამშრომელი მადლმოსილ ცეცხლს. მადლობა პატრიარქს, მივიღე მისგან კურთხევა და წელს კიდევ გავახარებ ჩემს ერს, ჩემს დედა ეკლესიას, ყველას. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ სიყვარული დაგვაკლდა. უნდა გავამრავლოთ სიკეთე. 23:15 საათზე ჩამოფრინდება თვითმფრინავი თბილისის საერთაშრისო აეროპორტში. აქედან თვითმფრინავი ჩაფრინდება თელ-ავივის ბენგურიონის აეროპორტში, თუმცა არ გვაქვს თვითმფრინავიდან გადასვლის უფლება, არც მამა დავითს, არც მამა თეიმურაზს და არც მე“, - განაცხადა გემაზაშვილმა.
#იერუსალიმი
#წმინდაცეცხლი
#აეროპორტი
#ისრაელი
#საელჩო
#tbilisidaily
y
0