16 votes
0 comments
0 shares
Save
TAROT CARD
95 views
Mariam Sharvashidze
Tbilisi · 3 months ago

ვერსიები ტაროს კარტის წარმოშობისა

ტარო ეს არ არის უბრალოდ კარტის დასტა, როგორც შესაძლოა ბევრ თქვენთაგანს მოჩვენებოდა.ეს წარმოუდგენლად რთული სიმბოლოების სისტემა, რომლის წარმოშობაზე დღემდე მიმდინარეობს დავა, როგორც ზემოთ ვთქვით.

რაც შეეხება ტაროს წარმოშობის ვერსიებს, არსებობს უამრავი ჰიპოთეზა: ზოგი მიიჩნევს რომ, კარტი წარმოიშვა ინდოეთში, ზოგს მიაჩნია კარტის სამშობლო ეგვიპტე, სხვები მიიჩნევენ რომ ტარო არის ბოსათა კულტურის ნაწილი. მაგრამ ყველაზე ადრეული მოხსენება ტაროსი გხვდება V-III საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეგვიპტურ და ზოროასტრიულ ნაწერებში.

ასევე უამრავი ჰიპოთეზა არსებობს სიტყვა ტაროს წარმოშობაზე. ერთერთი ყველაზე გავრცელებული ვერსია არის, რომ სიტყვა ტარო წარმოიშვა ძველიეგვიპტური ტა- რონ-ისგან, რაც ნიშნავს „ფარაონის გზას“ რომელიც ამოღებულია თოტის წიგნიდან.

თოტი (ბერძ: Θώθ (თოოთ), ეგვიპტ: დჰოვტიი) სიბრძნისა და მეცნიერების ძველეგვიპტური ღვთაება. სიტყვა „თოთი“ მომდინარეობს ძველბერძნული ფორმიდან Θωύθ, ხოლო თვითონ ეგვიპტელები კი მას ეძახდნენ ჯეჰუტი ანდჰოვტიი. თოტი ასევე არის დამწერლობის, კალენდრისა და მთვარის ღვთაება. გადმოცემით სწორედ მას მიეწერება ეგვიპტური იეროგლიფებისა და 335-დღიანი კალენდრის შექმნა. რომაულ მითოლოგიაში მისი ანალოგია ლუნუსი.(ვიკიპედია)

ერთერთი ლეგენდით თოტი იყო ადრინდელი ეგვიპტეს მმართველი, რომელმაც გამოიგონა დამწერლობა, და ის შემდგომში გახდა სიბრძნისა და მეცნიერების ხვთაება.

კიდევ არსებობს ვერსია რომ ტარო შეიქმნა ატლანტიდაში, და რომ ის შექმნეს ბრძენებმა, რომლებმაც იცოდნენ რომ მათ ცივილიზაციას გადაშენება ელოდა და მთელი თავიანთი სიბრძნე სწორედ ტაროს კარტში ჩადეს.

100 წლის წინ ევროპაში შემოსულმა ბოშებმა შემოიტანეს ტაროს კარტი და დაიწყეს მასზე მკითხაობა, რამაც დიდი პოპულარობა მოუტანა კარტს ამიტომ ბევრნი მიიჩნევენ რომ სწორეთ მათი შექმნილია კარტი, და რომ ის არის მათი კულტურის ნაწილი.

ვერსიები ვერსიებადვე რჩება მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა ფაქტი რჩება ფაქტად, ტარომ გაუძლო საუკუნეებს, რელიგიებისა და კულტურის ცვლას და დარჩა აქტუალური და საჭირო. ტარო ეს არის ხელოვნების, ინტუიციის და ცოდნის სინთეზი. ტაროს შესწავლა ეს არის რთული, მაგრამ ამავდროულად საინტერესო და სურპრიზებით აღსავსე გზა.

ტარო არ არის მხოლოდ სამკითხაო სისტემა ტაროს დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ვიმედიტიროთ, მოვახდინოთ საგანზე ან სიტუაციაზე ზემოქმედება და ა.შ, მაგრამ ამ ყოველივეზე შემდეგ სტატიაში იქნება საუბარი…


Mariam Sharvashidze
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
ნამდვილი ფერები მსოფლიოზე
Tbilisi · 4 days ago
კულინარია
კულინარობა ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა. ადამიანები დასაბამიდანვე ცდილობდნენ სხვადასხვა პროდუქტების ერთმანეთთან შერევით, მიეღოთ რაიმე ახალი. იმის გამო რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსხვავებული სახის პროდუქტები იზრდება, მსოფლიო კულინარია უფრო მრავალფეროვანია. მსოფლიოს თითოეული კუთხე გამოირჩევა, ამა თუ იმ საკვები პროდუქტით. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს საყვარელი საჭმელი, რომელზეც უარს არასდროს ვამბობთ. ასევე არსებობს საჭმელები რომლებიც გამოირჩევიან ადამიანებში პოპულარობით. მას შემდეგ რაც ხალხმა ერთმანეთში მიმოსვლა და ერთმანეთის კულტურის გაცნობა დაიწყო, სხვადასხვა ტრადიციებთან და წეს-ჩვეულებებთან ერთად მოხდა მათი კერძების არევაც. რამაც განაპირობა შემდგომში კერძის კონკრეტულ ქვეყანაში დამკვიდრება და წარმოჩენა, ისე თითქოს ეს კერძი ამ სახელმწიფოს სახეა. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, ამა თუ იმ პოპულარული კერძების ნამდვილი წარმოშობა.დღეს როდესაც კულინარია და მისი შესწავლა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად იქცა, ადამიანებმა გავიგეთ მათი წარმოშობის ნამდვილი ისტორიები. აქ თქვენ გაეცნობით რამდენიმე ცნობილ კერძს, რომლთა წარმოშობის ადგილი სულაც არ არის ის ქვეყანა, რომელიც მას, დღეს მის ერთ-ერთ სახედ წარმოაჩენს. აზიური სამზარეულო რომელიც ცნობილია არომატებისა და სუნელების სიმრავლით დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია იაპონური და იდნური კერძების პოპულარობა. მაგრამ ყველა ის კერძი რომელსაც ისინი გვთავაზობენ არის კი მათი ტრადიციული კერძი? პასუხია არა. ნამდვილად ცდებით თქვენ თუ ფიქრობთ რომ ცნობილი სამოსა, ტრადიციული ინდური კერძია. ის სამხრეთ აზიასა და აფრიკაში შუა აღმოსავლეთის შეფებმა შემოიტანეს, ხილჯის დინასტიის მმართველობის დროს. ამ კერძის თანამედროვე სახელწოდება „სამოსა“ მომდინარეობს მისი უძველესი სახელწოდებიდან: „სამბოსა“ ან „სამსა“. მისი უძველესი სახელი ცენტრალურ აზიაში არსებული პირამიდის სახელწოდებიდან მომდინარეობს. შესაძლებელია გაგიკვირდეთ, მაგრამ იაპონური სამზარეულოს ერთ-ერთი სახე და შეიძლება ითქვას მისი ,,სავიზიტო ბარათი“ -სუში, სულაც არ არის იაპონური. ის მართლაც აზიური კერძია მაგრამ არა იაპონური. უძველესად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ხორცს (ქათამს ან თევზს) ახვევდნენ ბრინჯში, რათ ის კვლავ ახალივით ყოფილიყო და მისი გამოყენება უფრო დიდხანს შესძლებოდათ. ამ კერძის ჩამოყალიბება სწორედ აქედან იწყება. მან დიდი პოპულარობა ჰპოვა იაპონიაში და მისი სამზარეულოს ერთ-ერთი დამახასიათებელი კერძი გახდა. მაგრამ ზემოთ აღნიშნული ფაქტები არაფერია იმასთან, რასაც აზიური სამზარეულო მალავს. ის მშობელია არა მარტო თავის კონტინენტზე არსებული კერძებისა, არამედ ევროპულ სამზარეულოში არსებული ძალზედ ცნობილი კერძისა. ალბათ ყველასათვის გასაკვირი იქნება, განსაკუთრებით კი პასტის მოყვარულებისთვის, ის ფაქტი რომ ის სულაც არ არის იტალიური კერძი. სინამდვილეში მისი წარმოშობის არეალი ჩინეთია. მისი აღმომჩენი ცნობილი იტალიელი მოგზაური მარკო პოლოა. რომლის მეშვეობითაც მოხდა მისი იტალიაში გამოჩენა და დამკვიდრება. როგორც ცნობილია, პასტა მის მოგზაურობამდე ჩინეთში დიდი ხნის აღმოჩენილი და ძალზედ ცნობილი იყო. თუმცა მისი იტალიაში მოხვედრის შემდგომ, მან მოახერხა სწრაფად გავრცელებულიყო და დამკვიდრებულიყო. დღეს დღეობით ვერ ნახავთ იტალიურ რესტორანს, სადაც პასტა მათ ერთ-ერთ მთავარ კერძს არ წარმოადგენს. არანაკლებ ცნობილი და საიდუმლოებით მოცულია ევროპული სამზარეულო. ის აზიური კერძების მსგავსად, არ გამოირჩევა სუნელების მრავალფეროვნებით, მაგრამ საზოგადოებისათვის მაინც საინტერესო და საყვარელ კულინარიულ მიმართულებად რჩება. თუმცა მასშიც არის რაღაც განსაკუთრებული, ამას კერძების სიმარტივე და მათი გემო ეწოდება. ევროპულ სამზარეულოში შევხვდებით კერძებს რომლებიც თითქოს ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ამავდროულად ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. სწორედ ეს არის ევროპული სამზარეულოს ხიბლი. ევროპული ქვეყნების სამზარეულოებში ვხვდებით კერძებს, რომლებიც სულაც არ არის მათი კერძი, მაგრამ ეს ამ სახელმწიფოს სახედ იქცა მას შემდეგ, რაც ფართო მაშტაბებზე გაიტანეს. მაგალითად ცნობილი ფრანგული ფრი, რომელიც სინამდვილეში, ფრანგების თქმით სულაც არ არის მათი. მათივე თქმით ის ბელგიურია. აქვე უნდა ვახსენოთ ცნობილი ბრიტანული კერძი, რომელიც წოდებულია როგორც ,,კვების ისტორიის შეუსაბამობად“ ანუ თევზი და ჩიფსი. მკვლევარები ამბობენ რომ ის არ უნდა იყოს ბრიტანული კერძი, რადგან ის არ შეესაბამება ტრადიციულ ბრიტანულ სამზარეულოს. მისი წარმოშობა ვერ დაადგინეს და დღემდე უცნობია, თუმცა აქვე აღნიშნავენ რომ ის არც ფრანგული და არც ბელგიური უნდა იყოს. ევროპული სამზარეულოს საიდუმლოება მხოლოდ ამით როდი სრულდება. როგორც კულინარიის მკვლევარები ამბობენ, ის ფუძემდებელია ისეთი კერძებისა როგორიცაა: ჩიზქეიქი და ვაშლის ღვეზელი. თანამედროვე სამყაროში ყველა თვლის, რომ ჩიზქეიქი წარმოშობით New York-დანაა, თუმცა მკვლევარები სულ სხვას ამბობენ. მათი თქმით ის მსოფლიოში პირველად ბერძნებმა შემოიტანეს და სწორდ ბერძნები არიან მათი ფუძემდებლნი. რაც შეეხება ვაშლის ღვეზელს, ის ამერიკელების საყვარელი დესერტია და ალბათ, დაღონდებიან როდესაც შეიტყობენ რომ ის სულაც არა მათი. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მისი წარმომავლობა ბრიტანეთს უკავშირდება. ის ბრიტანეთში ცნობილი უნდა ყოფილიყო, როგორც „ Pyes” და მის მოსამზადებლად ხორცს იყენებდნენ. ეს მცირე ჩამონათვალია იმ საიდუმლოებებისა, რასაც მსოფლიო კულინარია მალავს. ჩვენი მიზანია გაგაცნოთ მათი ნამდვილი ისტორიები და დაგანახოთ მსოფლიო კულინარიის ნამდვილი სახე. ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ ზემოთ აღნიშნული კერძებიდან ერთ-ერთის რეცეპტი ვაშლის ღვეზელი • 3 ც კვeრცხი • 400 გრ შაქარი • 250 გრ კარაქი • 100-150 გრ არაჟანი • 1 ჩ.კ სოდა • 1 ჩ.კ ძმარი • 2 შეკვრა ვანილი • 1/4 ჩ.კ მარილი • 4-5 ჭიქა ფქვილი ( ან რამდენსაც შეიზელს) • 2 კგ ვაშლი წინასწარ მოამზადეთ ვაშლის ხილფაფა: ვაშლი გათალეთ, გულები ამოაჭერით, დაჭერით და სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ. ცოტა წყალი დაასხით დ დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. სანამ ვაშლი არ ჩაიშლება. ბოლოს 2-3 ს.კ შაქარი დაუმატეთ და გააგრილეთ. ამასთანავე კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ. მწიკვი მარილი და ვანილი დაუმატეთ. ასევე არაჟანი და გამდნარი კარაქიც შეურიეთ. ჭიქაში გახსენით სოდა და ძმარი და შემდეგ ესეც ჯამში გამზადებულ მასას შეურიეთ. ფქვილი ნელ-ნელა ჩაამატეთ. ბოლოს ხელით ურიეთ და, რაც მთავარია, ცომი საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს. ცომის ნაწილი ( დაახლოებით 3 ს.კ) ცალკე გადადეთ, რათა ბოლოს ნამცხვარი მორთოთ. ამასობაში ღემელში შემთბარ ფორმას კარაქი მოუსვით და მასზე ცომი გაანაწილეთ. ზემოდან ხილფაფა წაუსვით ისე, რომ ცომის გვერდები ოდნავ მოჩანდეს. ცალკე გადაღებული ცომი ფქვილში კარგად მოზილეთ, რომ მკრივი გახდეს. შემდეგ ორად გაყავით და თითო ნაწილისგან ხუთი სხვადასხვა ზომის გრძელი და ბრტყელი ფირფიტები დაამზადეთ. ამ ფირფიტებით ხილფაფის ზემოდან ე.წ ” კლეტკა” გააკეთეთ, აირღუმელში შედგით და ერთი საათის განმავლობაში აცხვეთ. პატარარეცეპტიც მიიღეთ ჩვენგან(ღიმილი).Feedc Feedc Community საქართველო #feedcgrant #feedc #კულინარია #ჯანსაღიცხოვრება #მოდა #ხელოვნება #ახალიამბები
+3
Sokhumi Daily
Sokhumi · 2 weeks ago
საქართველო აფხაზურ ლიტერატურაში
აფხაზეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კულტურულ-სოციალური ურთიერთობა ორივე ეთნოსის ლიტერატურასა და ენაში მკაფიოდ აისახა. ქართველი მეცნიერების ცნობით, განსხვავებით სეპარატისტულ აფხაზეთში გავრცელებული ინფორმაციისგან, აფხაზური ენა და ლიტერატურა ყველაზე აქტიურად 1938-1954 წლებში ვითარდებოდა, როდესაც ენა მისთვის ყველაზე შესაფერის, ქართულ დამწერლობას გამოიყენებდა. ამავე პერიოდში დაიწერა ბევრი ნაწარმოები, რომელიც ორი ეთნოსის საერთო გასაჭირს- ბოლშევიკურ რევოლუციას უკავშირდება. ქართველებისა და აფხაზების მჭიდრო კავშირია ასახული მრავალ ლიტერატურულ ძეგლში. ლიტერატურული კავშირის ნათელი მაგალითებია: 1933 წლის ლეო ქიაჩელის ნოველა „ჰაკი აძბა“, კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ და სხვა. აფხაზური ლიტერატურაც, პირველად, თბილისში გამოიცა. ამ ფაქტების განხილვის შემდეგ ნათელი ხდება ჩვენსა და აფხაზებს შორის მჭიდრო კავშირი და მისი გაწყვეტის ხელოვნური მცდელობა. უპირველეს ყოვლისა, ენათა შორის კავშირის მაჩვენებელია საერთო დამწერლობა. თავდაპირველად, აფხაზურს დამწერლობა არ გააჩნდა და ლიტერატურულ ძეგლზეც ლაპარაკი ზედმეტი იყო. 1862 წელს პირველი აფხაზური ანბანი ბარონმა პეტრე ფონ უსლარმა შეიმუშავა. თვითონ უსლარი აღნიშნავდა, რომ ქართული დამწერლობა იდეალური იყო არამარტო აფხაზური, არამედ ნებისმიერი ჩრდილოკავკასიური ენისთვის, რადგან მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ყველაზე ზუსტად გადმოსცემდა ჩრდილოკავკასიელთა ბგერებსა და ენის თავისებურებას. მაგრამ მისივე თქმით, ქართული დამწერლობის გამოყენება საფრთხეს უქადაგებდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას, ამიტომაც მან სლავურ დამწერლობაზე დაყრდნობით შეუქმნა აფხაზებს ანბანი. პირველი ანბანი 37 ასოს შეიცავდა და შემდეგ მათი რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. ნიკო მარიც შეეცადა, სრულ-ეყო აფხაზური ანბანი, თუმცა ის ლათინურ დამწერლობაზე დაყრდნობით შექმნა. ნიკო მარის ანბანი 75 ასოს შეიცავდა და აფხაზების მიერ 1926 წლამდე გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა, ორივე ანბანი სრულიად არ შეესაბამებოდა აფხაზური ენის სპეციფიკას: ერთი ხმოვნის გადმოსაცემად ორი-სამი ასო იყო საჭირო, ხოლო დამატებითი ხმოვნებისთვის არსებული ანბანი საკმარისი არ იყო და ასოების სახეცვლილება უწევდათ. შედეგად, 1937 წელს მოიწვიეს კრება, სადაც განიხილეს ქართული დამწერლობის შემოღების საკითხი. 1922 წელს საბჭოთა კავშირში ლათინიზაციის, ხოლო 1936 წელს- კირილიზაციის პოლიტიკა დაიწყო. როგორც მეცნიერი თეიმურაზ გვანცელაძე აღნიშნავს, აფხაზური ენა გადაურჩა რუსიფიკაციას პოლიტიკური ინტერესების გამო. პირველ რიგში, მოგეხსენებათ, საქართველო თურქეთს ესაზღვრება, თურქეთი კი 30-იან წლებამდე საბჭოთა კავშირის მოკავშირედ ითვლებოდა. 30-იანი წლების შემდეგ ის ნაცისტურ ბლოკს შეუერთდა და საბჭოთა იმპერიის საზღვრებზე არეულობის დაწყების შეეშინდათ. თუკი საქართველოში ხალხს არ გაუჩნდებოდა პრივილეგირებულების მოჩვენებითი განცდა, ისინი კიდევ აჯანყდებოდნენ და მტრის მხარეს გადავიდოდნენ. ამიტომ, ქართული დამწერლობის ასეთი დაწინაურება „მეგობრული“ ჟესტი იყო. მეორე მხრივ, აუცილებელი იყო საქართველოს შეკავება, რათა დამოუკიდებლობის მსურველების რიცხვი არ გაზრდილიყო და ქვეყანას არ დაეტოვებინა კავშირი. ცხადია, „მეგობრული ჟესტები“ ამისთვის არ იყო საკმარისი, ამიტომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის სიტუაციის გამძაფრება მძლავრი მექანიზმი იყო. თუკი საქართველო გამოეყოფოდა კავშირს, აფხაზეთი გამოეყოფოდა საქართველოს. ამ იდეის განსახორციელებლად საჭირო იყო აფხაზებისთვის „ქართული დამწერლობის დაძალება“, რაც ერებს შორის ურთიერთობას დაძაბავდა. 1937 საბჭოთა ხელისუფლებამ თათბირი მოაწყო, სადაც უნდა განეხილათ აფხაზური ენის დამწერლობის საკითხი. თათბირის მონაწილე 33 პირიდან 6 მეცნიერი ეროვნებით ქართველი იყო (თბილისიდან პროფესორები: პეტრე შარია, აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, სოხუმიდან კი ბაგრატ ჯანაშია), 4 მონაწილე რუსი (პროფ, ა. გრენი, ი. ტატიშჩენკო, ზ. მიირინა და ა. ფადეევი), უმრავლესობას კი (23 კაცი) აფხაზი მეცნიერები, მწერლები, ჟურნალისტები და პედაგოგები წარმოადგენდნენ (ს. აქირთავა, აფხაზური სეპარატიზმის მესაძირკვლე სიმონ ბასარია, ნ. ბასილაია, ენათმეცნიერი ხუხუტი ბღაჟბა, ნ. გერია, მწერალი და ჟურნალისტი მიხეილ გოჩუა, გ. გულია, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელია დიმიტრი გულია, პარტიული ფუნქციონერი მიხეილ დელბა, ბ. კაცია, ნ კოკოსქერია, ვ. მაანი. ვ. ნაყოფია, აფხაზი განმანათლებელი ნიკოლოზ პატეიფა, ს. სიმონია, ენათმეცნიერი გიორგი შაკირბაი, კ. შაყრილი, გ. ძიძარია, კ. ძიძარია, ნ. ჭოჭუა, მწერალი ვლადიმერ ხარაზია და პოეტი მუშნი ჰაშბა). აღსანიშნავია, რომ რუსი დელეგაცია არ იღებდა ხმას, ხოლო აფხაზები და ქართველები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ დისკუსიაში. ს. ჯანაშიამ პირველივე გამოსვლისას განაცხადა, რომ აფხაზური დამწერლობა მხოლოდ აფხაზეთის საზოგადოების საქმეა და ქართველი მეცნიერები აქ კონსულტანტებად არიან მოწვეულნი. ამ ფრაზით მან ქართული დამწერლობის შემოღების არაძალადობრივ მეთოდს გაუსვა ხაზი. საკითხი კი ყველა აკადემიური ნორმის დაცვით განიხილეს. საბოლოო ჯამში, აფხაზეთის დელეგაცია მხარს უჭერდა ქართულ დამწერლობაზე დაყრდნობილ პროექტებს. წარმოდგენილი იყო 4 პროექტი და აქედან ორი აფხაზეთის ინიციატივით შეიმუშავეს. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ აფხაზური ენა ქართულ დამწერლობას გამოიყენებს, რომელსაც რამდენიმე ასო ( ჲ, ჳ, ჷ, გუ, ძუ, კუ, ყუ, ღუ, ხუ, გჲ, ქჲ, კჲ, ყჲ, ღჲ, ხჲ) დაემატება. ბოლოს, აფხაზმა მეცნიერებმა მადლობაც კი გადაუხადეს თბილისიდან მოწვეულ პროფესორებს. სეპარატიზმის გაზრდისას და ხრუშჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ შეთანხმებებს ხაზი გადაესვა. 1958 წელს ქართველებისგან დისტანცირების მიზნით აფხაზური ისევ „კირილიცაზე“ გადავიდა, რის შემდეგადაც არაერთი რუსიზმი შემოვიდა აფხაზურ ენაში. მეტიც, რუსული მხარე მოითხოვდა რუსიზმების ზედმიწევნით კალკირებას, მაშინ როდესაც ქართული ენიდან შემოსული სიტყვები მცირერიცხოვანი იყო და ისინი აფხაზური ენის ნორმების შესაბამისად იწერებოდა (მაგალითად, სიტყვები აგჲამა ”გემო”, აკჲატ ”კეტი”, აუათახ ”ოთახი”, აწას ”წესი”, ამაწაფა ”მოწაფე”). ქართული დამწერლობის არსებობის პერიოდში კი აფხაზურ ენაში სხვა ენებიდან ყველაზე ნაკლები ბარბარიზმი შემოვიდა. არცერთ წერილობით წყაროში არ დასტურდება, რომ 1906 წლამდე ვინმეს შეექმნას მხატვრული ტექსტი აფხაზურ ენაზე. ამასთანავე, გიორგი შარვაშიძე, ეროვნებით აფხაზი, აფხაზეთის მთავრის უკანასკნელი ვაჟი და ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე იყო მწერალი და პუბლიცისტი, რომელიც ქართულ და აფხაზურ ენებზე წერდა ნაშრომებს. თავის წერილებში ის აფხაზეთსა და საქართველოს განუყრელ ნაწილად თვლის. ცნობილია მისი მკაფიო პოზიცია ერების ერთიანობის შესახებ. თავის ერთ-ერთ წერილში ის წერს: „…ჩვენს სამშობლო ივერიას ყოველგვარი დიდი კულტურული განცდა გამოუვლია. მაგრამ ჩვენი წარსული ისეთ ჟამს გაშეშდა, რომ დაგვებნა ბუნებრივი ევოლუციის შარა და კანონი. დიაღ, ჩვენ შეგვიძლია თამამადაც ვთქვათ, რომ იღბალის უკუღმართობას ხელი არ შეეშალა, ევროპის წინათაც ვიქნებოდით ჩვენ დღეს; ვინაიდან როდესაც ანდრია მოციქული აქ ქრისტეს მცნებას გვიქადაგებდა, ევროპაში თვით დუკებსაც კამეჩის ტყავი ეცვათ ტანზე და ფეხშიშველა, შუბებით ხელში ნადირობდნენ ტყეებში…“. 1917 წელს ის მონაწილეობდა სახალხო შეკრებაში, სადაც ანტიქართულად განწყობილმა აფხაზებმა ისურვეს „კავკასიით მთიელთა რესპუბლიკაში“ გაწევრიანება და აფხაზეთის გამიჯვნა საქართველოსგან. გიორგი შარვაშიძემ მათ აფხაზურ ენაზე მიმართა: “თქვენ თქ­ვენს უფროს ძმებს მიჰყევით, მათთან ერთად იმოქმედეთ და იბ­რ­ძოლეთ თავისუფლების მო­­საპოვებლად და შესანარჩუნებლად. ვიცი, ზოგი­ერ­თებს არ მოეწო­ნე­ბათ ჩემი ასეთი აზ­­რი, რადგან ისინი მოსკოვისაკენ იყურებიან, მე კი – თბილი­სი­საკენ. სხვა გზა არ არის და არც ყოფილა აროდეს აფხაზეთისათვის, გარ­და საქართ­ვე­ლოსთან მჭიდრო კა­ვ­­შირისა და მასთან ყოფნისა განუყრელად ჭირ­ში და ლხინში” აღსანიშნავია კიდევ ერთი აფხაზი მწერლის, დიმიტრი გულიას შემოქმედება. მისი ლექსების კრებული იყო პირველი აფხაზურად დაბეჭდილი წიგნი, რომელიც, ამასთანავე, პირველად თბილისში გამოიცა. მისი ლექსები აგებულია აფხაზურ ფოლკლორზე, თუმცა იგრძნობა ქართული მოწინავე ლიტერატურის დიდი გავლენა. ის აღწერს მოშაირე ქალ-კაცს, აფხაზურ ხუმრობებს ადამიანის ნაკლოვანებაზე, აფხაზების გმირ აბრსკილის ეპოსსა და მრავალ სხვა სიუჟეტს. ნათელია მის ლექსებზე ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, მამია გურიელის და ვაჟა-ფშაველას გავლენა. არაერთი ანალოგიის გავლება შეიძლება შემდეგ ქართულ ნაწარმოებთან: “ყაყაჩოსა სიწითლითა”, “მიყვარს ფაცხა მე მეგრული”, “ომში წასვლა მას უხარის”, “ჩიტო, ჩიტო, ჩიორა”. ამრიგად, დიმიტრი გულიას ლექსები კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულებაა ქართულ-აფხაზური ლიტერატურული კავშირის. 1992 წელს ანდრეი ჭოჭუას მიერ შექმნილი „აფხაზური ანბანი“ ზუსტად იაკობ გოგებაშვილის „დედაენაზე“ დაყრდნობით გამოიცა და დღესაც მცირეოდენი ცვლილებებით ისწავლება აფხაზეთის სკოლებში. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფხაზური განათლებას ემყარებოდა საქართველოში არსებულ სისტემას და დღესაც, აფხაზი სეპარატისტებისთვის შეუმჩნევლად, იჩენს თავს. ასევე, ანდრეი ჭოჭუას ეკუთვნის იაკობ გოგებაშვილის საბავშვო თხზულებების თარგმანი. საყმაწვილო ლიტერატურის მეორე ფუძემდებელი- ანტონ ჩუკბარი, ასევე თბილისში მოღვაწეობდა და მისი წიგნები „ აფხაზური ენა აფხაზთა სკოლებისათვის“ და „მახლობელი ცხოვრება“ აქვე დაიბეჭდა. 1919 წლიდან სოხუმის საოსტატო სემინარიაში შეიქმნა აფხაზური სალიტერატურო წრე და ჟურნალი „შარფიეწვა“ (ცისკრის ვარსკვლავი) რომელიც, აფხაზური ლიტერატურის განვითარებასთან ერთად, მიზნად ისახავდა ქართული ლიტერატურის თარგმნას. გადმოცემით, სოხუმის სემინარიის წევრები სოფლებში დადიოდნენ და ქართულიდან ნათარგმნ პიესებს დგამდნენ აფხაზურ ენაზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აფხაზეთისა და საქართველოს ლიტერატურის ურთიერთქმედებას ხელი ვერ საბჭოთა ხელისუფლებამ შეუშალა- 1928 წლიდან აფხაზური ჟურნალები „აფსნი ყაფშ“ (წითელი აფხაზეთი) და „ეწვაჯაა“ (ხომალი) თბილისში იბეჭდებოდა და მიზნად ისახავდა ახალბედა აფხაზი მწერლების ხელშეწყობას. ყოველივე ეს ხელს უწყობდა მომავალი მწერლების ჩამოყალიბებას. საინტერესოა, რომ ახალი თაობის აფხაზი მწერლები ქართველთა გმირობებს აღწერდნენ. მაგალითად, ივა კოღონია. მის კალამს ეკუთვნის რუსული ცარიზმის საწინააღმდეგო პოემა “სვანი მურზაყანი”, რომელიც მიეძღვნა კონსტანტინე დადეშქელიანს, ვინც 1857 წელს მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ა. გაგარინი. 1920-1930 წლისთვის კი აფხაზურად „ვეფხისტყაოსანი“ ითარგმნა. წყარო: postal cat#აფხაზეთი #ლიტერატურა #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
ვინ გაუტეხა მინისტრ წულუკიანს mail-ი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ელექტრონულ ფოსტაში უკანონო შეღწევის ბრალდებით სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ყოფილ ხელმძღვანელებს დევნასა და ზეწოლაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივის. ქუთაისის 2 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსი, შორენა ჯიმშელეიშვილი, იუსტიციის მინისტრის სამსახურებრივ ელექტრონულ სისტემაში 71-ჯერ უკანონოდ შეღწევაში დაადანაშაულეს და 2019 წლის ივლისში სამსახურიდან დაითხოვეს. ჯიმშელეიშვილი “ოთხი თვის განმავლობაში პერიოდულად შედიოდა თეა წულუკიანის სამსახურებრივ დაცულ სისტემაში, რითიც საფრთხე შეუქმნა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას”, - წერია სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში.ამ მძიმე ბრალდების უკან საინტერესო ისტორია იმალება. სამინისტროების გაერთიანება და საერთო ელექტრონული სისტემა 2018 წელს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამინისტრო შეუერთდა. გაერთიანებისას გადაწყდა, რომ გაუქმებული სამინისტროს თანამშრომლები იუსტიციის სამინისტროს საქმეთა წარმოების ელექტრონულ პროგრამაში იმუშავებდნენ და სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო. ტრენინგის შემდეგ ახალ თანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში (EMშ) პირადი გვერდები შეუქმნეს და სატესტო რეჟიმში მუშაობა დაავალეს. ამის დამადასტურებელი ორი დოკუმენტი მოიპოვება - სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტების ასლები პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს უთხრეს, რომ პროგრამაში შესვლისთვის აკრეფდნენ საკუთარ სახელ-გვარს, პაროლი კი ყველასთვის საერთო - ციფრი 1 - იქნებოდა. თანამშრომლები ასე უნდა შესულიყვნენ სისტემის სატესტო ვარიანტში, სადაც უნდა ევარჯიშათ და მომზადებულიყვნენ რეალურ პროგრამაში სამუშაოდ. უკვე წლებია, იუსტიციის სამინისტროში შემავალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული და საკანცელარიო დოკუმენტების წარმოება ელექტრონული სისტემით (EMშ) იმართება. რიგითი მოხელეც და მინისტრიც სწორედ ამ პროგრამით იღებს, ეცნობა და ხელს აწერს დოკუმენტებს. პროგრამაში ყველა თანამშრომელს საკუთარი გვერდი აქვს, რომელიც სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის ფუნქციასაც ასრულებს. სისტემის დაცვა, მართლაც, მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამაში პერსონალური, კომერციული თუ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება.7-საათიანი გამოკითხვა და მოულოდნელი ბრალდებები შორენა ჯიმშელეიშვილი, რომელიც დღეს სასამართლოში დაობს, 2 პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი იყო. ამ სამსახურში მუშაობა მან 2005 წელს რიგითი ინსპექტორობით დაიწყო და 2015 წელს ადმინისტრაციის უფროსი გახდა, კანცელარიის ზედამხედველობა და 12 თანამშრომლის ხელმძღვანელობა დაევალა. 2018 წლის ბოლოს შორენამ, როგორც თავად ამბობს, დიდი მონდომებით დაიწყო ახალი პროგრამის შესწავლა.“ტრენინგზე აგვიხსნეს, რომ შემეძლო დოკუმენტის შექმნა, რომელსაც გავუგზავნიდი ჩემს ზემდგომს, შემდეგ შემეძლო ჩემი ზემდგომის გვერდზე შესვლა და ნახვა, როგორ გამოჩნდა მასთან ჩემი გაგზავნილი დოკუმენტი, შემდეგ შემეძლო მისი სახელით ვიზის მიცემა და მის ზემდგომთან გაგზავნა და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა სატესტო რეჟიმში, ამისთვის საჭირო იყო პროგრამაში შემეყვანა ნებისმიერი თანამშრომლის (ზემდგომის) სახელი და გვარი, პაროლი ყველასთვის იყო ციფრი 1 და შევიდოდი მის გვერდზე. ამის პრაქტიკული მაგალითიც ტრენინგზე გვაჩვენეს” - იხსენებს შორენა ჯიმშელეიშვილი რადიო თავისუფლებასთან. ერთ დღეს, 2018 წლის ოქტომბერში, ჯიმშელეიშვილმა პროგრამის სატესტო რეჟიმში ვარჯიშის დროს მოამზადა და იუსტიციის მინისტრის სახელზე გაგზავნა პატიმრის წერილი. შემდეგ გადაწყვიტა შეემოწმებინა, სწორად შეასრულა თუ არა ამოცანა და მივიდა თუ არა ადრესატამდე მისი გზავნილი. როგორც ტრენინგზე ასწავლეს, შორენამ სისტემის შესაბამის ველში აკრიფა ზემდგომის - ამ შემთხვევაში, მინისტრის - სახელი, გვარი, შემდეგ პაროლი, ციფრი 1, და მინისტრის ელექტრონულ სისტემაში მის გვერდზე შევიდა.დოკუმენტების მართვის სისტემის ინტერფეისი შორენამ მინისტრის სახელზე თავისი გაგზავნილი წერილი ვერ იპოვა. იფიქრა, რომ არასწორად მოამზადა და ეს ყველაფერი ხელახლა რამდენჯერმე სცადა. იმ დღიდან მოყოლებული, შორენა ჯიმშელეიშვილი პერიოდულად შედიოდა მინისტრის პირად გვერდზე, ტრადიციულად, პაროლი 1- იანით. მინისტრის ფოსტაში რამდენიმე წერილის შაბლონიც მოამზადა - აინტერესებდა, რა ინსტრუმენტებით იყო აღჭურვილი მისთვის ახალი პროგრამა. ამასობაში, 2019 წლის 14 იანვარს, სამინისტროების პროგრამების შერწყმა დასრულდა. მთელი სამსახური, მათ შორის შორენა ჯიმშელეიშვილიც, რეალურ სისტემაში შეუდგა მუშაობას და ჯიმშელეიშვილიც სატესტო რეჟიმის ინსტრუქციის დროს მოქმედი დროებითი პაროლი 1-ით მინისტრის ფოსტაში აღარასოდეს შესულა. 2019 წლის აპრილში შორენა ჯიმშელეიშვილს სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა მიაკითხეს. 7-საათიანი გამოკითხვისას გაიგო, რომ მას მინისტრ თეა წულუკიანის რეალურ ფოსტაში შეღწევაში ედებოდა ბრალი. “ეს იყო შოკი. არ მჯეროდა, ვერ წარმომედგინა, რომ სახელ-გვარის და საყოველთაოდ ცნობილი, ყველა თანამშრომლის საერთო სატესტო პაროლის, 1-იანის, შეყვანით შევდიოდი მინისტრის რეალურ ფოსტაში, სადაც რეალური დოკუმენტები იყო. მართალია, მე იქ შემჩნეული მქონდა დოკუმენტების სიმრავლე, თუმცა ვთვლიდი, რომ, ჩემს მსგავსად, სხვა თანამშრომლების სატესტო ვარჯიშისას მომზადებული დოკუმენტები იყო. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები მიყვიროდნენ, მუქარის ტონით მეუბნებოდნენ, მეღიარებინა დანაშაული და პატიება მეთხოვა. მიუხედავად მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სტრესისა, ახსნა განმარტებაში მაინც დავაფიქსირე, რომ მინისტრის რეალურ გვერდზე შესვლის არანაირი განზრახვა და მოტივი არ მქონია, დარწმუნებული ვიყავი, რომ სისტემა სატესტო რეჟიმში იყო და მინისტრის გვერდიც არარეალური, ვირტუალური და სავარჯიშოდ იყო შექმნილი. თუმცა ეს არავინ გაითვალისწინა და უმკაცრესად დამსაჯეს”. როგორც ჯიმშელეიშვილი გვიყვება, ვიდრე დასჯიდნენ, 19 აპრილს N 2 დაწესებულების დირექტორმა როინ დეკანოიძემ კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ თავად დაეწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება. “მისი თქმით, მე არ მქონდა მორალური უფლება მუშაობა გამეგრძელებინა არა მარტო N2 დაწესებულებაში, საერთოდ, იუსტიციის სისტემაში. რა თქმა უნდა, განცხადება არ დავწერე და შევხვდი ზემდგომს, ავუხსენი მდგომარეობა, მან მითხრა, როგორ მომივიდა აზრად მინისტრის სახელის და გვარის აკრეფა, საერთოდ, რას ვუგზავნით ჩვენ მინისტრს (დაავიწყდა, რომ მინისტრს განცხადებები ეგზავნება ბრალდებულ/მსჯავრდებულებისაგან). მითხრა, რომ თავიდან იფიქრეს, სისხლის სამართლის მუხლით ხომ არ დაეწყოთ ჩემს მიმართ საქმის აღძვრა, მაგრამ ვინაიდან დადგინდა, რომ არ მქონია ცუდი განზრახვა, საქმე დაიწყეს ადმინისტრაციული წესით”, - იხსენებს ჯიმშელეიშვილი.2 პენიტენციური დაწესებულების მაშინდელი დირექტორი, როინ დეკანოიძე, რადიო თავისუფლებასთან უარყოფს, რომ ჯიმშელეიშვილს სამსახურიდან წასვლას აიძულებდა. სამაგალითო დასჯა მას შემდეგ, რაც შორენამ სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლაზე უარი თქვა, მონიტორინგის სამსახურის დასკვნა მომზადდა. მრავალგვერდიან დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ოთხი თვის განმავლობაში ჯიმშელეიშვილი მინისტრის სახელ-გვარის და პაროლ 1-იანის გამოყენებით 71-ჯერ უკანონოდ შევიდა მინისტრ წულუკიანის რეალურ, სამსახურებრივ სისტემაში. დასკვნის მიხედვით, შორენა ჯიმშელეიშვილს რამდენიმე სახის (დისციპლინური) დანაშაული ბრალდება. კერძოდ: სამუშაო საათებში მინისტრის სისტემაში შესვლა მიიჩნიეს არასამსახურებრივი მიზნებით ინტერნეტის გამოყენებად, რაც მინისტრის 2017 წლის ივლისის ბრძანებით აკრძალულია და ისჯება; მინისტრის ციფრულ განყოფილებაში შესვლა მიიჩნიეს მისი და სამინისტროს რეპუტაციის შემბღალავ ქმედებად; დაადგინეს, რომ ჯიმშელეიშვილის ეს მოქმედება “სახელს უტეხს სამინისტროს და არყევს მოქალაქეებში სახელმწიფოს მიმართ ნდობას”; ჯიმშელეიშვილის საქციელი “ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, უღირსი საქციელია”, რომელმაც საფრთხე შეუქმნა “მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის, იუსტიციის მინისტრის, გვერდზე დაცული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას”, რაც, ასევე, “მოხელისთვის უღირსი და საკუთარი რეპუტაციიის შემლახავი ქმედებაა”. მონიტორინგის სამსახური მიყენებული ზიანის გამოსწორებას შეუძლებლად მიიჩნევს და წერს, რომ აუცილებელია ჯიმშელეიშვილის მკაცრად დასჯა სამსახურიდან გათავისუფლებით. 2019 წლის 15 ივლისს, მონიტორინგის სამსახურის იმავე დღეს გამოცემული დასკვნის საფუძველზე, შორენა ჯიმშელეიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მინისტრის დაცული ფოსტა საერთო პაროლით 1 რამდენად იყო მინისტრის ფოსტა დაცული? ნიშნავს თუ არა პაროლი 1 დაცვას? თანამედროვე მიდგომით, პაროლი უნდა იყოს გრძელი, მინიმუმ 8 და სასურველია 12- სიმბოლოიანი. მასში აუცილებლად უნდა შედიოდეს დიდი და მცირე ასოები, ციფრები და სხვადასხვა სიმბოლოები. აშკარაა, რომ მინისტრის პაროლი ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. როგორ მოახერხა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა მინისტრის დაცულ ელექტრონულ სისტემაში შესვლა? მონიტორინგის სამსახურის დასკვნითაც დასტურდება, რომ თეა წულუკიანის ოფიციალური ელექტრონული გვერდის პაროლი მხოლოდ ციფრი 1 იყო, ეს პაროლი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, რომლებიც სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები გახდნენ. ვის ევალებოდა მინისტრის ფოსტის უსაფრთხოების დაცვა და რატომ ვერ აღმოაჩინეს მასში უცხო პირის შესვლა რამდენიმე თვის განმავლობაში? ამ შეკითხვებზე პასუხი მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში არ წერია, მათ მხოლოდ ჯიმშელეიშვილის ბრალეულობა გამოავლინეს. თუმცა ჩვენ მოვიკვლიეთ დეტალები, რომლებიც სურათს უფრო გასაგებს ხდის. იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული და დამტკიცებულია ელექტრონული მართვის სისტემის (EMშ) მოხმარების ინსტრუქცია. ამ დოკუმენტის მე-7 გვერდზე აღნიშნულია, რომ მომხმარებელი ვალდებულია სტანდარტული პაროლი აუცილებლად შეცვალოს. ამ ინსტრუქციის მიხედვით, მინისტრი წულუკიანი (ანდა მისი ნდობით აღჭურვილი პირი) იყო ვალდებული სტანდარტული პაროლი 1-იანი შეეცვალა, რაც შორენა ჯიმშელეიშვილის მინისტრის გვერდზე შესვლას იმთავითვე გამორიცხავდა. ვის უნდა აღმოეჩინა უცხო პირი მინისტრის სისტემაში? ამ კითხვაზე პასუხამდე მნიშვნელოვანია გავიგოთ, ვინ და როგორ აღმოაჩინა ჯიმშელეიშვილის შესვლა. იმ დოკუმენტებით, რომლებიც რადიო თავისუფლებას აქვს, შორენა ჯიმშელეიშვილი მინისტრის გვერდზე პირველად 2018 წლის 18 ოქტომბერს შევიდა. ამ მომენტიდან ექვსი თვის შემდეგ, 2019 წლის აპრილში, ერთ-ერთი თანამშრომლის ახსნა-განმარტების მიხედვით, მინისტრის ფოსტაში იპოვეს რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც, მინისტრის განცხადებით, მისი შექმნილი არ იყო. ამის შემდეგ დაიწყეს მოკვლევა და დაადგინეს, რომ ეს დოკუმენტები შექმნილი იყო შორენა ჯიმშელეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სამსახურებრივი კომპიუტერიდან. რომ არა მინისტრის სისტემაში შექმნილი წერილის რამდენიმე სატესტო შაბლონი, ძნელად სავარაუდოა ჯიმშელეიშვილის სისტემაში ყოფნა ვინმეს აღმოეჩინა.ამ მოსაზრებას ამყარებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თამუნა ფაჩულიას, მონათხრობი, რომელიც სასამართლოში ჯიმშელეიშვილის ინტერესებს იცავს. ფაჩულიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოში წარადგენენ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომ პაროლ 1-იანის გამოყენებით მინისტრის პირად გვერდზე სატესტო ვარჯიშის დროს სხვა თანამშრომლებიც იყვნენ. უბრალოდ, მათ მინისტრის პირად სისტემაში დოკუმენტი არ შეუქმნიათ და, სავარაუდოდ, მათი დადგენა ამ დრომდე ამიტომ ვერ მოხერხდა. “ჩვენ დავაყენეთ სასამართლოში კონკრეტული მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობა, რაც სასამართლომ დაგვიკმაყოფილა. ჩვენ სასამართლოს დავარწმუნებთ, რომ ჯიმშელეიშვილის გარდა მინისტრის სისტემაში სხვა თანამშრომლებიც იყვნენ, სხვებმაც ჩათვალეს, რომ ეს იყო მინისტრის სატესტო [ წარმოსახვითი, პირობითი] და არა რეალური გვერდი, პაროლ 1-იანის გამოყენებით შედიოდნენ და მას სავარჯიშოდ იყნებდნენ”, გვითხრა საიას იურისტმა თამარ ფაჩულიამ. დამძიმებული ბრალდება მონიტორინგის სამსახურის დასკვნიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ბრალდებები ხელოვნურადაა დამძიმებული. მაგალითად, დასკვნაში წერია, რომ ჯიმშელეიშვილმა ოთხი თვის განმავლობაში 71-ჯერ შეაღწია მინისტრის ფოსტაში, სინამდვილეში კი სამინისტროს პასუხისმგებელი თანამშრომლის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ჯიმშელეიშვილი სულ ხუთ სხვადასხვა დღეს შევიდა პროგრამაში. უბრალოდ, ამ შესვლებისას, ჯამში, 71 მოქმედება განახორციელა. თანამშრომლის ახსნა-განმარტებაში ისიცაა აღნიშნული, რომ ჯიმშელეიშვილს არაფერი გაუფუჭებია, არაფერი წაუშლია ან გადმოუწერია; წერია, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ ნახავდა, მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტს თუ წაიკითხავდა. იუსტიციის სამინისტროს ამ თანამშრომლის ახსნა-განმარტებაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რომელიც მინისტრის სისტემის დაცულობას აღწერს. დოკუმენტში წერია, რომ მინისტრ წულუკიანს შეუძლია პროგრამაში ნებისმიერი ადგილიდან შევიდეს (თანამშრომლების უმრავლესობას მხოლოდ სამსახურებრივი ქსელიდან აქვს წვდომა სისტემაზე). ამიტომაც ძნელია იმის დადგენა, კონკრეტული ქმედება მინისტრმა განახორციელა თუ სხვა პირმა, ვინც უნებართვოდ იყო შესული მის გვერდზე. ამის დასტურად სპეციალისტს მოჰყავს ოთხი დოკუმენტი და აღნიშნავს, რომ მასზე მინისტრის ხელმოწერაა თუ სხვა პირის, გასარკვევია. ვინ იყო პასუხისმგებელი მინისტრის გვერდის უსაფრთხოებაზე, რატომ ჰქონდა მინისტრის დაცულ სისტემას პაროლი 1-იანი, მონიტორინგის სამსახურს დასკვნაში ამ და სხვა კითხვებზე პასუხი არ გაუცია, დამნაშავედ მხოლოდ შორენა ჯიმშელეიშვილი გამოიყვანეს. რადიო თავისუფლებას კომენტარის გაკეთებაზე იუსტიციის სამინისტროდან უარი გვითხრეს. სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში შორენა ჯიმშელეიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებიდან 10 თვე გავიდა. ის საიას დახმარებით სასამართლოში ცდილობს შელახული უფლებების აღდგენას, იმის დამტკიცებას, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, მონიტორინგის სამსახურის დასკვნა კი დარღვევებითაა მომზადებული. ადვოკატი ამბობს, რომ იმედი აქვს, ჯიმშელეიშვილს სასამართლო სამსახურში აღადგენს და განაცდურ ხელფასსაც აუნაზღაურებს. წულუკიანის მინისტრობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურას ათეულობით ყოფილი თანამშრომელი ედავება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას, რამდენიმე მათგანმა სამინისტროს სასამართლო დავა უკვე მოუგო და მათ სასარგებლოდ სახელმწიფო უწყებას ათეულობით ათასი ლარის ანაზღაურება დაეკისრა. იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრა. წყარო: რადიო თავისუფლება
AstroGeorgia
Tbilisi · 6 days ago
მალხაზ გველუკაშვილი - აზრები
1. არაფერი ხდება შემთხვევით, ყველა შემთხვევითობა კანონზომიერია. ყოველი მარცხი ჩვენი არასწორი არჩევანის და ყოველი უბედურება - ჩვენი გაურკვევლობის შედეგია. ამიტომ, უნდა გამოვიკვლიოთ საგანთა არსი. არსში წვდომა საშუალებას მოგვცემს - გავაკეთოთ სწორი არჩევანი (ჰო, ან არა). გამოირიცხება შემთხვევითობა და წარმატება გარდუვალი გახდება. 2. ცხოვრება ომია, რომელშიც უნდა გამოვიწრთოთ, თუ გვინდა რომ ბიჯით წავიწიოთ წინ. გამარჯვება თავისით არ მოდის, ის უნდა მოვიპოვოთ. 3. იმისათვის რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა გაძლიერდე. იმისათვის რომ გაძლიერდე, აუცილებელია რომ გაათავისუფლო ნება მონობისაგან, გონება პირობითობებისაგან და რწმენა კერპებისაგან. თუ შენი ბრძოლა სამართალიანია და გჯერა რომ გაიმარჯვებ, აუცილებლად გაიმარჯვებ, რადგან ბოლო სიმართლისაა... და ბოლოს, ნუ გეშინია, რადგან შიში და სიკვდილი მეგობრები არიან... 4. ყველა განუხორციელებელი მიზანი - ცარიელი მიზანია. მოქმედება მხოლოდ მაშინ იქცევა მოქმედებად, როცა მას განსაზღვრავს ნება. ამიტომ ამბობენ ძველი წმინდა და საკრალური წიგნები, რომ ადამიანები განისჯებიან არა თავიანთი აზრებითა და მიზნებით, არამედ მათი საქმეების მიხედვით. იმისათვის რომ ვიყოთ, უნდა ვიმოქმედოთ. 5. ნებისმიერი ფენომენის (ადამიანის, საგნის, სიცოცხლის და თუნდაც ზოგადად პროცესის) არსებობა პირდაპირ ან ირიბად კავშირშია სხვა ფენომენის წარსულთან, აწყმოსთან და მომავალთან. შეგრძნება იმისა, რომ ისინი დამოუკიდებლად არსებობენ და მათ შორის არანაირი კავშირი არ არის, დაფუძნებულია ან არასრულფასოვან ცოდნაზე, ან ფენომენთა არსში წვდომის უუნარობაზე. 6. ლაო ძიმ ბრძანა - სახელებმა დასაზღვრეს საგანთა საზღვრებიო. სახელი დეფინიციაა. ამიტომ ყველაფერს დაარქვით თავის სახელი და ის თავის საზღვრებში მოექცევა... ვეღარ გადმოკვეთავს თქვენს მიერ გავლებულ წითელ ხაზს. ნუ მოგერიდებათ!.. და ჩინელი ბრძენკაცის კიდევ ერთ ფრაზას გაგახსენებთ - უწოდე სნეულებას სნეულება და გაგეცლება სნეულება. 6. გაგება, გაცნობიერება, ცოდნა იძლევა კონტროლის საშუალებას. რაც მეტია ცნობილი ობიექტის შესახებ, მით უფრო იოლია მასზე კონტროლის განხორციელება. ცოდნაა ჭეშმარიტი ძალაუფლება. 7. გააცნობიერეთ საკუთარი "მე". ვერ იქნებით სხვისთვის ბოროტი, თუ გააცნობიერებთ რა საშინელების მოტანა შეუძლია ამა თუ იმ ბოროტებას თქვენთვის... ამიტომაა ნათქვამი - შეიცან თავი შენი. 8. ტრანსცენდენტალური სიყვარული ეს არის შესაქმის პირველადი იმპულსი და მიზეზი. სიყვარული, თავისი არსით, ზეგრძნობადია და მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება გამოვლინებაა სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიებისა. ტრანსცენდენტალური სიყვარული, როგორც ბინერი, წინააღმდეგობათა ერთიანობაა, რაც მის ნეიტრალურ სახეს განსაზღვრავს. მასში აქტიური და პასიური ელემენტები გაწონასწორებულ მთლიანობაში გვხვდებიან. ე.ი. სამყაროში არსებობს მხოლოდ სიყვარული და მას არ გააჩნია არანაერი და არავითარი წინააღმდეგობა. რაც შეეხება ისეთ გრძნობებს, როგორიცაა სიძულვილი და ვნება, ადამიანთა დაცემული ნების, იგივე ნებელობის შედეგნი არიან. ისინი სიყვარულის საპირწონე (დაპირისპირებულ) მცნებებად ვერ გამოდგებიან: რაც უფრო მოიცავს ადამიანის სამშვინველს სიყვარული, მით უფრო ღრმაა (ინტელექტუალურია) ადამიანი. აკი თქვა კიდეც არისტოტელემ - მთავარია სიღრმე და არა სიფართოვეო. P.S. როცა ვახსენებ ინტელექტს, მე არ ვგულისხმობ მწიგნობრობას,.. მე ვგულისხმობ ღმერთისა და სამყაროს შეგრძნებასა და ხედვას. ამას სიბრძნე ეწოდება. ჩემს ახალგაზრდობაში ბევრი მოხუცი მინახავს, თავის სოფელს რომ არ გასცდენია და არც არანაირი წიგნი რომ არ წაუკითხავს, სიყვარულითა და სიბრძნით იყვნენ სავსე. სწორედ ისინი იყვნენ ნამდვილი ინტელექტუალები. მათ იცოდნენ ავისა და კარგის გარჩევა. ისინი არც ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსივით, მიწაზე პირქვედამხობილნი რომ ცდილობენ ზეცის დანახვას, და არც თანამედროვე ფანატი-სექტანტებივით, ცაში გულაღმა რომ კიდიან და მიწას ვერ ხედავენ, არ იქცეოდნენ... ისინი ფეხზე იდგნენ, თავს ასწევდნენ და ზეცას ხედავდნენ, დაწევდნენ და მიწას... ისინი არც მატერიალისტები იყვნენ და არც იდეალისტები, ისინი რეალისტები იყვნენ... და ისინი ასეთები იყვნენ იმიტომ, რომ მათ უყვარდათ ღმერთი და სამყარო, ოჯახი და სამშობლო... ისინი იყვნენ ისეთები, როგორიც უნდა იყოს კაცი იდეაში... და როცა კაცი კაცია, მაშინ ქალიც ქალია... ხოლო კაცი, რომელსაც ქალი არ უყვარს, არც სამყარო უყვარს... 9. ღმერთი უსასრულო სიკეთე და სიყვარულია. მთელი სამყარო ლაპარაკობს მასზე და მის შესახებ; მაგრამ ყველაზე უკეთ მასზე მისი სიმშვიდე და სიჩუმე მეტყველებს. 10. ადამიანურობის ერთერთი არსობრივი საფუძველი თანაგრძნობაა. თუ ნაგავში ცხოვრობ და ნაგვის სუნი არ გაწუხებს, თავადაც ნაგავი ხარ! თუ შენს გარშემო ბოროტება ზეიმობს და შენ ეს არ გაწუხებს, უზნეო ხარ! თუ შენს გარშემო ხალხი შიმშილით იხოცება და შენ ყოველდღე სავსე სუფრასთან თუნდაც სიყვარულის, ანდა სიკეთის სადღეგრძელოს ამბობ, ნაძირალა ხარ!... ჰოდა, ეცადე იყო ადამიანი! 11. ყველაზე საშიში სამართლიანი მძვინვარებაა,.. განსაუთრებით მაშინ, თუ ეს მძვინვარება საყოველთაოა... ამიტომ უფრთხილდით სამართლიან მძვინვარებას! 12. თუ ნებისმიერ ორ "სიმრავლეს" აქვთ ერთი ან რამდენიმე საერთო ელემენტი, მაშინ ეს "სიმრავლეები"ერთმანეთზე ზემოქმედებენ ამ საერთო ელემენტის (ან ელემენტთა) მეშვეობით. ასე, რომ ერთი "სიმრავლის" მართვა გვეხმარება მეორე "სიმრავლის" მართვაში,.. მართვის ხარისხი დამოკიდებულია საერთო ელემენტთა რაოდენობაზე. p.s. ეძებეთ დღევანდელ ე.წ. საპარლამენტო პოზიციას და ოპოზიციას შორის საერთო ელემენტები და შეძლებთ როგორც რეალობის შეფასებას, ასევე პროცესების მართვას. 13. ყოველი სიტყვა თავის მოქმედების არეალში ჰქმნის იმას, რასაც ამტკიცებს. 14. ანტიქრისტე ჰიპერფიზიკური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავში ატარებს მკაცრად უარყოფით და დამანგრეველ პოტენციალს, მატერიალურ სამყაროში გამოვლენის შესაძლებლობით... ფრთხილად, მას ჩვენ უკვე ჩვენს ყოველდღიურობაში ვხვდებით!.. ის ყოველდღე ცდილობს სხვადასხვა გზებით ჩვენს განადგურებას,.. ხოლო როცა გკლავენ და თავს არ იცავ, თვითმკვლელი ხარ!.. ჩვენ თუ არ გვინდა, ჩვენ თუ არ დავთანხმდით, ჩვენ ვერავინ მოგვერევა!.. სიყვარულისთვის ბრძოლა კურთხეულია... 15. ერთი და იგივე ქმედება, ერთსა და იმავე პირობებში, ერთსა და იმავე შედეგს იძლევა... გამოიკვლიეთ, რომელი ცვლილებები უფრო აუცილებელია და როგორ უნდა შეინარჩუნოთ იგი (სამუდამოდ თუ არა, რაც შეიძლება დიდხანს მაინც) - ესაა წარმატების ფორმულა. 16. კაცი რომ მოკვდება ქართველები ვიტყვით - გარდაიცვალაო, ანუ გადავიდა არსებობის ერთი მდგომარეობიდან მეორეში... საუბედუროდ, ჩვენს ცნობიერებაში ამ სიტყვამ თავისი სიღრმული შეგრძნება დაკარგა,.. "გარდაცვალება" და "სიკვდილი" სინონიმებად იქცნენ. იშვა სიკვდილი და თან მოიტანა "შიში"... შიში და სიკვდილი ერთმანეთის პროპორციული მცნებებია. სიკვდილის შეგნება ბადებს შიშს და ნებისმიერი შიში - სიკვდილის შიშია. სიკვდილის შიში კლავს რწმენას, რწმენას სულის მარადიულობის შესახებ. იქმნება ილუზია არსობის ამაოებისა. რწმენის სიკვდილი სიყვარულის სიკვდილია და ამდენად შიში კლავს სიყვარულს. სიყვარულის სიკვდილი ბადებს ბოროტებას და აქედან, უსიყვარულოდ ადამიანი იქნება ეს თუ საზოგადოება,ბოროტია. ასე რომ, შიში ურწმუნოებისა და ბოროტების საფუძველია. 17. სოდომის ცოდვა, ყველა ტრადიციის მიხედვით, ყველაზე დიდი ცოდვაა... ჩემის ღრმა რწმენით, ეს არის სვლა სამყაროს კანონების წინააღმდეგ... ამ კანონთა წინააღმდეგ ომში კი ჯერ არავის გაუმარჯვია... უფალი გვასწავლის: "რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც" /მათე 18.18/. დიახ, "ვისაც ყური აქვს, ისმინოს"... არსებობს ტრანცენდენტალური ეთიკა (მორალი, ზნეობა...), და მას ვერავინ გაექცევა... ტრანცენდენტალური სამართლისა და სასამართლოს (ოკულტურ მეცნიერებათა მიხედვით, იგივე - უმაღლესი სასამართლო) წინაშე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, და ისე ნუ ვიზამთ, რომ მთელი სამყარო თავზე დაგვემხოს... ერთიანი მსოფლიური (იგულისხმება, როგორც ფიზიკურ, ასევე ასტრალურ და მენტალურ სივრცეთა ერთიანობა) ველის დაბინძურების უფლებას არავინ მოგვცემს, რადგან ეს იქნება ტრანსცენდენტალური სიყვარულისა და ტრანცენდენტალური სიცოცხლის რღვევის დასაწყისი.სასიცოცხლო ენერგია მხოლოდ ბინერში (ბინერი - წინააღმდეგობათა ერთიანობაა: აქტიური და პასიური, ჰო და არა, მამაკაცი და დედაკაცი, და ა.შ.) იქმნება, და ჩვენ ამ კანონის დარღვევას არ გვაპატიებენ... მე იმას ვამბობ, რაც უეჭველი ვიცი (საიდან, ნუ მკითხავთ) და დაჯერება თქვენი ნებაა... და კვლავ დიდი მოწიწებით გავიმეორებ მაცხოვრის სიტყვებს - "ვისაც ყური აქვს, ისმინოს". 18. დაოსური ფიზიოლოგიის მიხედვით ანუსიდან ხუთი დიაგონალი გამოდის, რომელთა მეორე ბოლო თავის ტვინში, ყიფლიბანდთან იკრიბება, მანამდე გაივლის მთელ ტვინს... დასკვნა თავად გამოიტანე - შესაძლებელია ტვინდაზიანებული კაცი (ანალური სექსი იწვევს ანუსის დაზიანებას და აქედან ტვინის დაზიანებასაც) ნორმალურად აზროვნებდეს?.. 19. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ფსევდო-ლონგინე წერდა: შემოქმედება, რომელიც ამაღლებულს არ ემსახურება, შემოქმედება არ არისო. უზნეო შემოქმედება არ არსებობს, უბრალოდ ჩვენზე ასაღებენ ყველანაირ უსულგულო, არაესთეტიურ და უზნეო ნაგავს, როგორც გენიალურს, ჩვენ კი ვეყრდნობით რა ავტორიტეტთა ჭეშმარიტებას, ვღებულობთ და ვაღიარებთ ყოველგვარ ნაგავს და გვავიწყდება, რომ მთავარი ჭეშმარიტების ავტორიტეტულობაა... 20. აშუღურ (ე.წ. ქალაქურ) სიმღერებს გრიგოლ რობაქიძე ასე ახასიათებს - სომეხი მღერის ქართულ ენაზე სპარსულ ბაიათსო... მე დავამატებდი - სპარსული ბაიათის უნიჭო რემიქსს... საუბედუროდ მსგავსი "კულტურითაა" გაჯერებული ე.წ. ქართული შოუ-ბიზნესი... როგორც აზროვნებ, და აზროვნება კულტურაშიც გამოიხატება, ისეთივე ზნეობა და გემოვნება გიყალიბდება, და შენი ყოფიერებაც ისევე სტრუქტურირდება... და თუ რაიმეს შეცვლა გვინდა, პირველ რიგში ცნობიერება უნდა გავათავისუფლოთ პირობითობებისაგან, ან სხვაგვარად, საჭიროა ცნობიერების ტრანსმუტაცია... 21. "სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია." /ლუკა 11.34/ ჰოდა, დააკვირდით თვალებს: ერთი ბოროტია; სხვა შეშინებული; ვიღაც ალალია; ვიღაცის თვალები: ყველაფერი სულ ერთია, მთავარია მე ვიყო კარგად, ჩემს მერე თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო - გვეუბნება; ვიღაცის თვალებში სიყალბე ხატია... და კიდევ ბევრი მსგავსი... ჩახედეთ თვალებში, დაუკვირდით... თქვენ ხომ უკვე კარგად გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ ამ თვალების პატრონები,.. ჰოდა, ასევე მოიქცევიან მსგავსი თვალების პატრონები... დაკონკრეტებას არ ვაპირებ, იმედი მაქვს თავად გაავლებთ პარალელებს და დასკვნებსაც თავად გამოიტანთ... დააკვირდით, და არა მარტო თვალებს: ადამიანის გამომეტყველება, მისი სულის ანარეკლია - ფორმას აზრი ჰქმნის... მისმა სიტყვებმა შესაძლებელია მოგხიბლოთ და დაგატყვევოთ, თუმცა სიტყვებს შორისაცაა შესაძლებელი ქვედინებების პოვნა, მაგრამ მისი გამომეტყველება, და განსაკუთრებით მისი თვალები, თუ დაკვირვებულები იქნებით - სიმართლეს ვერ დაგიმალავთ... გააკეთეთ ეს და ნაკლებად მოტყუვდებით... და გადარჩენის შანსიც გაგეზრდებათ: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" /იოანე 8.32/.
Sokhumi Daily
Sokhumi · 4 weeks ago
რა უნდათ აფხაზებს?
1985 წელს, ბორჯომში ყოფნისას შევესწარი, პროფკავშირის საგზურით სოხუმიდან „დასასვენებლად“ ჩამოსული შუა ხნის აფხაზი ქალი რა გაცხარებით უმტკიცებდა ქართველ მამაკაცს: „Вы у нас отняли алфавит....вы всё у нас отняли!!!......" აფხაზეთიდან რომ ბორჯომში აგზავნიდნენ ადამიანებს „დასასვენებლად“ საბჭოთა პროფკავშირები, ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ აქ განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ეს ნარატივია: „ქართველებმა, ყველაფერთან ერთად, ანბანიც წაგვართვითო!“. თავიდან შეიძლება ვერც მიხვდე ადამიანი, რა „ანბანის წართმევას“ გულისხმობდა. ან შეიძლება გეგონოს, რომ (მათი აზრით) ჰქონდათ ანბანი, რომელიც ქართველებმა „წაართვეს“. მაგრამ..... თურმე ნუ იტყვით, რომელიმე სხვა ანბანს კი არ გულისხმობენ, არამედ სწორედ იმ ანბანს რომლითაც ახლა ვწერთ და კითხულობთ. როგორ? „რანაირად“? - სრულიად უსარგებლო კითხვებია: შიზოიდურ ანტიქართულ პარანოიას რაციონალური ახსნა არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. რა თქმა უნდა, იოლი და „თავისდამამშვიდებელია“ ყველაფერი იმით ავხსნათ, რომ ეს მძვინვარე ანტიქართული ნარატივი აფხაზ ნაციონალისტებს (!).....„კრემლმა ჩაუნერგა“ კრემლი რომ იყენებს თავისი იმპერიული მიზნების განსახორციელებლად, ცხადია! მაგრამ „ჩაუნერგა“ მეტისმეტი გაპრიმიტივებაა - თუ ამ ეთნოსის და ქართულ-აფხაზური წინააღმდეგობის ისტორიას გადავხედავთ. საერთოდ, მენტალურად (ეს სწორედ მენტალური პრობლემაა), ძალიან ძნელია ადამიანებს შეასმინო, რომ ქართულ-აფხაზურ საუკუნოვან (!) წინააღმდეგობაში, აფხაზური საზოგადოების მძვინვარე ქართველოფობია, რასაც ისტორიული, სისტემური წინაპირობებია აქვს, პირველადია, ხოლო მისი „ინსტრუმენტალიზება“ მოსკოვის მიერ, მზაკვრული, ანტიქართული, იმპერიული, აგრესიული მიზნების განსახორციელებლად - მაინც მეორადი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აქვე უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში „ქართული ნარატივი“ აფხაზეთის ისტორიის შესახებ არანაკლებ პრიმიტიული და შიზოიდურია. „...აფხაზები იყვნენ ქართველები....მაგრამ მერე მთიდან ჩამოსახლდნენ აფსუა ტომები და მიითვისეს ქართული ტომის (აფხაზების) ისტორია.....“ ამ ნარატივს ავითარებდნენ თვით ყველაზე „მაღალ ინტელექტუალებად“ მიჩნეული მოღვაწენი. მაგალითად აკაკი ბაქრაძე. ზუსტად ასე, სიტყვა სიტყვით, აღწერა მან აფხაზეთის ისტორია 1989 წლის მიტინგზე. ზვიად გამსახურდიამ კი, იმავე პერიოდში მიტინგზე განაცხადა: „ქრისტიანი აფხაზები იყვნენ ქართველები, ესენი კი აფსუები არიან....“ აქ მაინც ყველაზე საინტერესო ამ ორი ნარატივის აბსოლუტური შეუთავსებლობა და შეურიგებლობაა. ორივე მათგანი შედეგია „ნაციონალიზმის“ ეპოქისათვის დამახასიათებელი დისკურსის და შესაბამის წამოდგენათა ექსტრაპოლირებისა სრულიად სხვა ეპოქაზე. მაგალითად, იგივე „აფხაზთა და ქართველთა სამეფო“. აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგები მას „აფხაზურ სახელმწიფოდ“ აცხადებენ. ხოლო ჩვენი ისტორიოგრაფია, ბუნებრივია „ქართულ სახელმწიფოდ“. არადა, შუა საუკუნეებში იდენტობა არ განისაზღვრებოდა ჩვენი ეპოქისათვის თვისებრივი „საზრისებითა თუ „კორელანტებით“. იმ ეპოქაში სულ სხვა კრიტერიუმები არსებობდა: „ტახტი“ („გვირგვინი“) ან რელიგია. იმ დროისათვის რელევანტური კითხვა იყო არა „რა ეროვნებისა ხარ?“, არამედ „რომელი ტახტის (გვირგვინისა) ხარ?“ ან „რა რწმენისა ხარ?“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მხოლოდ დღევანდელ ანუ „გათანამედროვებულ“ დისკურსში აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე საუბრობდნენ იმ დროს ელიტები, რომელი ენა გამოიყენებოდა (პირობითად) სახელმწიფო, ანუ საქმისწარმოების ენად, რა ენაზე მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა....... რასაკვირველია, ჯერ ბერძნულად, ხოლო X საუკუნიდან - ქართულად. მაგრამ თანამედროვე ქართველთა წინაპრები, რომლებიც ჯერ „აფხაზეთის სამეფოში“, შემდეგ „აფხაზთა და ქართველთა სამეფოში“ ცხოვრობდნენ, ყოფითად საუბრობდნენ ქართულად ან მეგრულად, ხოლო თანამედროვე აფხაზთა წინაპრები - აფსუანურ (ადიღურ) ენაზე. მერედა რა - ამით? ელიტებისა და მასათა მიმართება ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა „დამწერლობა“, „საქმისწარმოება“, „წირვა-ლოცვის ენა“.... მხოლოდ ბევრად გვიან ხდება არსებითი - კლასიკური გაგებით „ნაციონალიზმისა“ და „ნაციონალური მშენებლობის“ ეპოქაში. ანუ, ჩვენს შემთხვევაში XIX საუკუნიდან, როდესაც სულმნათმა ილია ჭავჭავაძემ, ქართველ განმანათლებლებთან ერთად, „ქართველი ერის“, როგორც თანამედროვენაციონალური ერთობის „კონსტრუირება“ დაიწყო და ნებისმიერი ობიექტური, არაანგაჟირებული სპეციალისტი გეტყვით, რომ უკვე მაშინ ანუ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე „შეეჯახა“ ეს მცდელობა - ასევე ახლადშობილი „აფხაზური ნაციონალიზმის“ წინააღმდეგობას. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თუმცა დავუბრუნდეთ ისევ შუა საუკუნეებს: აფხაზებთან დისკუსიის დროს, მათთვის მუდმივად „ჩამჭრელი“ კითხვაა: თუკი „აფხაზთა სამეფო“ იმ გაგებით იყო „აფხაზური სახელმწიფო“, რასაც დღეს გულისხმობენ, მაშინ სად გაქრენ ის აფხაზები? აბა თითქოს როგორ შეიძლება და ხომ ეწინააღმდეგება ელემენტარულ საღ აზრს: თუკი აფხაზებმა შექმნეს „აფხაზური სახელმწიფო“, შემდეგ ეს სახელმწიფო ისე როგორ განვითარდა, რომ „სახელმწიფოთშემოქმედი ერი“ - ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ (პირობითად) იდენტობის მატარებელი აღარ აღმოჩნდა სულ რაღაც 2 საუკუნის შემდეგ?! ამგვარი მაგალითი მსოფლიო ისტორიაში მოიძევება?......დიახ მოიძევება: მაკედონელები (დიდწილად არაბერძნული ეთნოსი) და მათი როლი საბერძნეთის ისტორიაში! საოცრად ჰგავს ქართულ-აფხაზურ ისტორიას. სხვათა შორის, არ არის შემთხვევითი, რომ დღეს, ჩვენს ეპოქაში, თანამედროვე საბერძნეთი, როგორც შეეძლო ისე ეწინააღმდეგებოდა სლავურ სახელმწიფო „მაკედონიას“, - ამ სახელით გაწევრებულიყო NATO-ში. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჩვენ ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად უნიკალური ფენომენია ქართველი ერი სწორედ იმ აზრით, რომ მან შეითავსა „ეგრთა“ და „სვანთა“ იდენტობა. შოტლანდიელები ან უელსელები „ბრიტანელები“ არიან, მაგრამ არა ინგლისელები! ევროპელისთვის ეს ძნელი გასაგებია და სწორედ ამიტომ იწვევს პროფესორ ჯორჯ ჰიუიტის მაგვართა ანტიქართულ ისტერიას. არ არის გამორიცხული, საქართველოს ისტორია რომ ნორმალურად გაგრძელებულიყო, აფსუა ანუ არაქართული ეთნოსი, დროთა განმავლობაში მართლაც ქცეულიყო „მეოთხე კომპონენტად“ ამ ერთობაში. ოღონდ განვითარების ეს ხაზი შეწყვიტეს იმ ისტორიულმა კატაკლიზმებმა, რაც XIII - XV საუკუნეებში განვითარდა ჩვენს რეგიონში: ჯერ მონღოლთა შემოსევამ და ძალიან ნიშანდობლივმა გადაწყვეტილებამ ერთიანი სამეფოს ორ (დასავლეთ და აღმოსავლეთ) ნაწილად გაყოფის შესახებ; შემდეგ, ნაწილობრივ, თემურ-ლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა, ოსმალთა ექსპანსიამ და, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიამ - მისი „დანაწევრების“ სტრატეგიით. პეტერბურგი გეგმაზომიერად ცდილობდა „მეგრულ“ და „სვანურ“ ფენომენთა განცალკევებასაც ერთიანი ქართული მატრიციდან. მაგრამ ვერ მოახერხა. აფხაზებთან მიმართებაში კი მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ, რომ აფხაზეთის შემთხვევაში არსებობდა ისტორიული წინაპირობა, რომელიც ჯერ კიდევ XVIს. ჩამოყალიბდა, როდესაც აფხაზეთი და მთელი დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, ხოლო აფხაზურმა ელიტებმა (მეზობელი სამეგრელოსგან და იმერეთისგან განსხვავებით) იმპერიისადმი „ლოიალობის“ ნიშნად დაგმეს ქრისტე და მიიღეს ისლამი. შემდეგ კი ფართოდ გაავრცელეს იგი აფხაზურ მასაში. იმ ეპოქაში კი, როგორც მოგახსენეთ, სწორედ რელიგია განსაზღვრავდა იდენტობას და არა ეთნიკური წარმომავლობა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . ზუსტად ამ „ლოიალობის“ წყალობით და ისლამის აღიარების გამო, აფხაზურმა ელიტებმა „მოირთეს ძალა ოსმალთა“ - აგრესიისათვის სამხრეთით და განახორციელეს მეგრული ეთნიკური ელემენტით დასახლებული რეგიონების ოკუპაცია ვიდრე მდინარე ენგურამდე. შემდგომ საუკუნეებში ამას მოჰყვა ეთნიკური იდენტობის ცვლილებაც; ანუ „მეგრელთა - გააფხაზება“: იმ აფხაზთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც დღეს, პირობითად თუ ვიტყვით, აფხაზად „იწერება“, თუმცა მეგრული გვარი აქვს და რომლის წინაპარმა (ხშირად მეხუთე-მეექვსე თაობამდე), აფხაზურის გარდა მართლა არც ერთი ენა არ იცოდა, ზუსტად იმ „გააფხაზებულთა“ შთამომავლები არიან! დღეს, მათი სახით, „XVI-XVII საუკუნე“, ოსმალთა იმპერია და მისი ერთგული, აგრესიული ჩაფარი - გამუსლიმებული აფხაზეთი გვიღრენენ იმავე სიძულვილით - ქრისტიან (ანუ ქართველ) ბავშვებს რომ იტაცებდნენ, ანაკლიაში მონათა ბაზრობაზე მიჰყავდათ და მერე სტამბულის ჰარემებში აბარებდნენ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აქვე: ისტორიული პარადოქსია, რომ ამჟამად „აფხაზეთის ავტოკეფალიისთვის“ იბრძვიან და ამ გზით საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობენ სწორედ იმათი ეთნიკური და იდეოლოგიური შთამომავლები, ვინც (ისევ და ისევ მეზობელი სამეგრელოსგან განსხვავებით) XVI საუკუნიდან „ძალა მოირთო“ ქრისტეს გმობითა და ისლამის მიღებით. ახლა კი ჩვენზე დიდი და ჩვენზე ძველი ქრისტიანები ყოფილან თურმე - კონსტანტინეპოლშიც დარბიან და ათონის მთაზეც. XIX საუკუნეში, კავკასია რუსეთმა დაიპყრო. ბუნებრივია, მისი მთავარი მოწინააღმდეგის, ოსმალთა იმპერიის „ჩაფარ-საყრდენებს“ იგი აუცილებლად მოშლიდა. მოშალა კიდეც ეს საყრდენები და აფხაზ-ადიღეველები სამშობლოდან გააძევა. სწორედ მაშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა: აფხაზეთიდან 1870-იან წლებში თითქმის პირწმინდად გაძევებული აფსუა ეთნოსის არსებითი ნაწილი, 20-25 წლის შემდეგ, ესე იგი XX საუკუნის დამდეგს, აფხაზეთში დაბრუნდა, მაგრამ.....მათი თანაეთნოსელი ჩერქეზები „რატომღაც“ ვერ დაბრუნდნენ იქვე - სოჭის მიდამოებში. რატომ? ჩვენში ამას ბრიყვულად ხსნიან იმით, რომ თურმე მაშინ (1900-იანი წლების დამდეგს) იმპერია „წინასწარჭვრეტდა“ 90 წლის შემდეგ საქართველოში „ეროვნულ-განმათავისუფლებელი“ მოძრაობის დაწყებას და ანტიქართული მიზნით „შემოუშვა“ აქ აფსუები მაშინ, როდესაც „არ შემოუშვა“ ჩერქეზები ისტორიულ ჩერქეზეთში. ეს, რასაკვირველია, მითოლოგემაა - ანუ კვლავ და კვლავ „ისტორიული ექსტრაპოლაცია“. სინამდვილეში, მიზეზი ამ სხვაობისა ის იყო, რომ აფსუათა (მათ შორის ისტორიულად გააფხაზებულ მეგრელთა) აფხაზეთიდან გაძევების შემდეგ, ეს ტერიტორია დაიკავა სამეგრელოს მოსახლეობამ, რომელსაც პეტერბურგი ლოიალურად თვლიდა სწორედ ქრისტიანობის გამო. მაშასადამე, კულტურულად, ეთნიკურად, ყოფითად, ეს ტერიტორია მაინც „შეთავსებადი“ გახდა დაბრუნებულ მოჰაჯირებთან; სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისინი „ადაპტირებადნი“ იყვნენ კულტურულად მახლობელ გარემოში მაშინ, როდესაც სოჭის მიდამოებში იმპერიამ ჩერქეზებთან სრულიად „შეუთავსებელი“ და „არაადაპტირებადი“ გარემო შექმნა - კაზაკების ჩასახლებით. ამაზე ერთ რუს ისტორიკოსს დავიმოწმებ: „Возвращающимся Абхазам было выгодно прикидываться грузинами (мэгрелами), которых царская администрация считала лояльными". აფხაზები დღეს ძალიან ღიზიანდებიან, როცა „ფეისბუკ-ბატალიების“ დროს ეუბნები: სწორედ მეგრელებთან (ქართველებთან) კულტურულმა და ყოფითმა სიახლოვემ, მათთან ყოფითმა მსგავსებამ, „შეთავსებადობამ“ და „ადაპტირებადობამ“ გადაგარჩინათ, - დაგაბრუნათ აფხაზეთში, თორემ ისევე ვერ დაბრუნდებოდით, როგორც ჩერქეზები ვერ დაბრუნდნენო! სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი: ცარისტული ადმინისტრაცია შეცდომით (!) აღიქვამდა ამ ეთნიკურ ელემენტს „უძღები შვილის დაბრუნებად“, რომელიც ისეთივე ლოიალური იქნებოდა, როგორც ქართული, მეგრული ელემენტი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . იმპერიისადმი „ლოიალურნი“ კი გახდნენ, მაგრამ სულ სხვა საფუძველზე: XX საუკუნის დასაწყისიდან, აფხაზურმა ელიტებმაც დაიწყეს „ნაცია-კონსტრუირების“ პროცესი. ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებდნენ „მეზობელ“ საქართველოში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაწყებულ ანალოგიურ პროცესს და წარმატებით ეცადნენ იმპერიისთვის შეექმნათ ანტიქართული „ალტერნატივა“, ოღონდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით: ახალ ეპოქაში უკვე აფხაზური ელიტები გახდნენ „ლოიალურნი“ იმპერიის მიმართ, ხოლო ამ ლოიალობის ნიშნად აღიარეს რუსული ენა, რომელიც ისეთივე „კორელანტი“ გახდა ამ მხრივ იმპერიული ლოიალობის და მისი ძალის მორთვისა (საქართველოს წინააღმდეგ), როგორც თავის დროზე ისლამი - ოსმალთა იმპერიის მიმართ. "Мы русскоязычные" (იგულისხმება: არალოიალური და ნაციონალისტი ქართველებისგან განსხვავებით) - იმ დროიდან მომდინარე უცდომელი ნარატივია! სინამდვილეში ეს „ლოიალობაც“, მძვინვარედ ნაციონალისტურ აფხაზურ ელიტებს, სჭირდებოდათ იმ პროცესთა „უკან შესაბრუნებლად“, რაც XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყო, ანუ აფხაზეთიდან ქართველების გამოსაძევებლად! ეს იყო მათი ისტორიული მიზანი. და სამწუხაროდ, 1980-იან წლების ბოლოდან, ქართული ელიტების თუ უპასუხისმგებლო პოლიტიკანების წყალობით, ამ მიზანს მიაღწიეს კიდეც, ანუ, აღისრულეს ისტორიული ოცნება - „გაეწმინდათ“ აფხაზეთი საერთოქართული იდენტობის მატარებელი ელემენტისგან, გაებატონებინათ ამ ტერიტორიაზე ის იდენტობა, რომელიც XIII-XVI საუკუნეთა ისტორიულ კატაკლიზმებში, უპირველესად ოსმალთა იმპერიაში, შემდეგ ცარისტულ ბატონობაში იღებს სათავეს. ამასთან, ანტიქართული „ნაცია-კონსტრუირების“ პროცესში და ახალი ეპოქის „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ შესაქმნელად, ძველი ეპოქის მათთვის ხელსაყრელ ინსტიტუტებსაც მისწვდნენ: მათ შორის „აფხაზთა სამეფოს“ და ქრისტიანობას, რომელიც თავად დაგმეს, როცა სხვა იმპერიისადმი ლოიალობის ნიშნად და მისი „ძალის მოსართავად“ ასე სჭირდებოდათ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რა ეშველება ამ ყველაფერს? არაფერი!!! ეს ორი „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ პროექტი იმდენად შეუთავსებელია, მათი რაიმე სახით ან ხარისხით „კონვერგენცია“ აბსოლუტურად შეუძლებელია. მით უმეტეს, იმ რეალობაში, რაც ჩამოყალიბდა 1988-1993 წლების „ეროვნულ-გამანადგურებელი“ მოძრაობისა და კატასტროფულ მარცხთა მთელი სერიის შემდეგ, როდესაც იმავე უტვინო და უპასუხისმგებლო პოლიტიკანთა „წყალობით“, ყველაფერი წავაგეთ, ყველაფერი დავკარგეთ, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა - სამურზაყანოსა და 2008 წელს სამარცხვინოდ, უბრძოლველად ჩაბარებული კოდორის ჩათვლით. ახლა ერთადერთი, რაც დაგვრჩენია და რაც ნამდვილად შეგვიძლია, მხოლოდ ისაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვცნოთ ამ ქართველოფობიური სეპარატისტული აპენდიქსის ე.წ. „დამოუკიდებლობა“; შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკება, მათ შორის ე.წ. „ჟენევის ფორმატში“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეთნოწმენდის შედეგად წარმოშობილი კვაზისახელმწიფოს „საერთაშორისო გაპრავებას“ ემსახურება; შეწყდეს ბრიყვული „ჰუმანიტარული“, სამედიცინო თუ საზღვრისპირა-სავაჭრო პროექტებით მძვინვარე ანტიქართული საზოგადოების „მოთაფვლის“ ფუჭი, მავნებლური მცდელობა მაშინ, როდესაც ეს საზოგადოება სუნთქავს და საზრდოობს საქართველოს სიძულვილით, - ეს სიძულვილი და შეურიგებლობა მისი არსებობის პირობა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია; და..........დაველოდოთ „ჩვენს“ ისტორიულ დროს. იმ იმედით, რომ მომავალ ეპოქაში მაინც აღმოგვაჩნდება საკმარისად პროფესიული, პასუხისმგებელი ელიტები, რომლებიც ადრინდელ საბედისწერო შეცდომებს არ გაიმეორებენ. წყარო: GHN.GE ავტორი: ნიკა იმნაიშვილი#აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #sokhumidaily
Gi Ga
Tbilisi · 2 weeks ago
ევოლუციის თეორიის სიყალბე
ვართ თუ არა მაიმუნების შთამომავლები?! როგორ გაჩნდა ადამიანი? კითხვები რომლებიც ნებისმიერ ადამიანს სიცოცხლის მანძილზე უჩნდება. როგორ შეიქმნა სამყარო, დიდი აფეთქება თუ ღმერთის შემოქმედება ექვს დღეში? კითხვები რომელზეც ხშირად ორაზროვანი პასუხებია და ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებია. როგორ დაიბადა სიცოცხლე დედამიწაზე, ევოლუცია თუ ღვთის ინიციატივა? ათეისტ მეცნიერთა ჯგუფი გვთავაზობს დარვინის ევოლუციის თეორიას რომელსაც მე პირადად სიცრუის თეორიას ვუწოდებ, რატომ ამას ახლავე ავხსნი ყველაფერს ფაქტებით და არგუმენტებით. პირველი: რბილი ქსოვილების აღდგენის შესაძლებლობა- როდესაც მეცნიერები გვიხატავენ გარკვეულ არტეფაქტებს მაგ სახის რეკონსტრუქციას მისი მიზანია ადამიანის გონებაზე ზემოქმედება რომ დააჯეროს ამა თუ იმ არსების ოდესღაც არსებობის სინამდვილეში. მაგრამ რეალურად რბილი ქსოვილების სრული და ზუსტი აღდგენა დაახლოებით 400 წლის შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელია. კომპიუტერული გრაფიკა რომელსაც მეცნიერები დიდი ხანია იყენებენ მხოლოდ მათი ფანტაზიის ნაყოფია და ის ყველასთვის ცნობილი თუნდაც ზეზვა და მზიას ან ავსტრალოფითეკის ვიზუალური რეკონსტრუქცია არის მეცნიერთა ფანტაზიებზე დამყარებული არტეფაქტები. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი არ გვაქვს სრული შესაძლებლობა რომ აღვადგინოთ რბილი ქსოვილები და რეალური ვიზუალიზაცია მოვახდინოთ იმ ექსპონატებისა რაც აღმოჩენილია არქეოლოგების მიერ. ევოლუციის თეორიის მიხედვით არსებობს გარდამავალი სახეობა ადამიანსა და მაიმუნებს შორის მაგრამ დღემდე ვერ უპოვიათ ის მეცნიერებს. სამაგიეროდ მათ წარმატებით გააყალბეს გარკვეული არტეფაქტები რამაც მოგვიანებით დიდი სკანდალი გამოიწვია მეცნიერთა შორის. "ადამიანი პიტთაუნიდან- ესაა ყველაზე ცნობილი გაყალბებული არტეფაქტი, ორაგუტანგის ყბაზე ადამიანის თავის ქალა, იგი აღმოაჩინეს 1912 წელს ცნობილმა ექიმმა და პალეონტოლოგმა ჩარლზ დოუსონმა ინგლისში პიტთაუნის მახლობლად ყბის ძვალი და ადამიანის თავის ქალა აღმოაჩინა. თავის ქალა 500 წლის იყო და არა 300.000 წლის (!) მასში განზრახ ჩასვეს მეცნიერებმა ორაგუტანგის ყბა, ადამიანის კბილები დაამუშავეს რომ ის ორაგუტანგის ყბის ბუდეებს მორგებოდა, მეორე სიყალბე იყო 1922 წელს ამერიკაში ნებრასკაში აღმოჩენილი კბილი რომელიც ადამიანის და მაიმუნის შუალედური გარდამავალი არსების უკანა ყბის კბილად შერაცხეს და ერთი კბილის ნიმუშით ააგეს მთელი სახის რეკონსტრუქცია (!) ეს კბილი მოგვიანებით სპეციალისტებმა ექსპერტიზაზე გამოიკვლიეს და დაამტკიცეს რომ იგი არც ადამიანს და არც მაიმუნს არამედ გადაშენებულ გარეულ ღორს ეკუთვნოდა! *პითეკანთროპი* სინამდვილეში ეს არსება საერთოდ არ არსებობს, კუნძულ იავაზე მაიმუნის თავის ქალის ნაწილი იპოვეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ 14 მეტრის მოშორებით ადამიანის მენჯის ძვალი, მეცნიერებს ეგონათ რომ ორივე ძვალი ერთი არსების იყო და მას ასე უწოდეს "პითეკანთროპი" თუმცა შემდგომში გაკეთებული ანალიზების და გამოკვლევების შედეგად დადგინდა ცდომილება ამ არტეფაქტების ასაკს შორის ისინი სხვადასხვა დროს არსებობდა და სხვადასხვა ინდივიდებს ეკუთვნოდა, თუმცა ეს ფაქტები მეცნიერება დამალეს და მთელი ეს ფალსიფიკაცია დაალაგეს ევოლუციის დაფაზე და ის ასე გამოიყურება: მარცხნივ პირველი მაიმუნი შიმპანზეა. მეორე- *ავსტრალოფიკეთი* გადაშენებული შიმპანზეა, სრული მაიმუნის სახეობა. შემდეგია *ჰომო-ჰაბილისი* გადაშენებული მაიმუნი რომლის ადამიანად გადაქცევას ცდილობენ მეცნიერები. შემდეგია *ნეანდერტანელი* პირველყოფილი გადაშენებული ადამიანი ადამიანის სახეცვლილი რასა სრულად ადამიანი, მარჯვნივ ბოლოს სრულდება *ჰომოსაპიენსი* სრულად ადამიანი. მთელი ისტორიის მანძილზე მაიმუნის 6000 მდე ჯიში არსებობდა, მათი უმრავლესობა გადაშენდა მხოლოდ 120 სახეობამ მოაღწია ჩვენამდე. მეცნიერებმა გამოიყენეს გადაშენებული მაიმუნების მათთვის ხელსაყრელი ძვლები და თავის ქალები, დაამწკრივეს ზომის მიხედვით და მას დაუმატეს სხვადასხვა პერიოდში მცხოვრები ადამიანების ნაშთები და თავის ქალები და შეიქმნა ზღაპარი სახელად ევოლუცია. ანთროპოლოგიამ (აღმოჩენილი ექსპონატების შიდა ყურის არხის ექსპერტიზამ) დაამტკიცა რომ ავსტრალოფიკეთის ჰომო ჰაბილისის და ჰომო საპიენსის ერთ ხანაში არსებობა რაც კიდევ ერთი მძიმე დარტყმა გამოდგა ევოლუციის თეორეტიკოსებისთვის, რადგან ისინი ამტკიცებდნენ რომ ავსტრალოფიკეთი იყო ჰომო ჰაბილისის წინაპარი ხოლო ჰომო ჰაბილისი ჰომო საპიენსის წინაპარი, მაგრამ ამ აღმოჩენამ ისინი მათი თეორიები საერთოდ გაანადგურა როგორ შეიძლება წინაპარი და შთამომავალი ევოლუციის ერთ პერიოდში თანაცხოვრობდნენ?! რეალურად ისინი ერთ დროში მცხოვრები ადამიანთა სხვადასხვა რასები იყო რომლებიც დედამიწის განსხვავებულ ტერიტორიებზე არსებობდნენ... ავსტრალოფიკითი კი სინამდვილეში არა ადამიანის და მაიმუნის გარდამავალი სახეობა, არამედ გადაშენებული მაიმუნის ჯიში იყო. ახლა კი რადგან უკვე გავანადგურე ევოლუციის თეორია და მთელი მისი სიყალბე დავამტკიცე გადავიდეთ მეცნიერებისთვის უხერხულ არტეფაქტებზე რომლებსაც არც კი ახსენებენ და ზოგ შემთხვევაში სადაც შეუძლიათ ანადგურებენ. ესაა გიგანტების ნამარხები. რივერზვილში 1879 წელს არქეოლოგიური გათხრებისას ქვის სამარხში 3 მეტრიანი ადამიანის ჩონჩი აღმოაჩინეს, დაახლოებით მაგხელა იყო ცნობილი გოლიათი რომელიც ბიბლიურ დავითს შეებრძოლა. ნევადაში მდინარე კუბლის კალაპოტში 1831 წელს ასევე 3 მეტრის ადამიანის ნარჩენები იპოვეს ელ ქიტაურში 1925 წელს არქეოლოგთა ჯგუფმა 8 გიგანტის ნამარხს მიაგნეს მათ მძიმე სპილენძის აბჯარი ესხათ. ბევრი ასეთი არტეფაქტი დაკარგული ან შეგნებულად განადგურებულია რადგან ის პირდაპირ თავდაყირა აყენებს ისედაც საეჭვო და ყალბ ევოლუციის თეორიას. 4 მეტრის სიმაღლის მუმია 1883 წელს კალიფორნიის შტატში ჯარისკაცებმა იპოვეს. ევოლუციის მომხრეები დაინტესებული არიან რომ ეს არტეფაქტები არავინ ნახოს რადგან ისინი მაიმუნებისგან ბევრად განსხვავდებიან. 1911 წელს ნევადაში თავის ქალა იპოვეს ის ჩვეულებრივი ადამიანის თავის ქალას 13 ჯერ აღემატებოდა. ასეთი გიგანტური ნამარხები საქართველოშიც კერძოდ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში სადაც მწყემსები ნახირს მიერეკებოდნენ. მაშინ ეს სენსაცია მიჩქმალეს და მიივიწყეს. არტეფაქტები კი აშშ დან ჩამოსულმა სპეციალურმა სამსახურმა წაიღო. ერთადერთი წყარო რაც გიგანტებს მოიხსენიებს არის ბიბლია და ხალხური თქმულებები. გიგანტებზე ცალკე დავწერ შემდეგ პოსტს ვრცლად. მანამდე კი მკვდარ ევოლუციას საბოლოოდ საფლავის ქვას დავადებ და მოვიყვან მუტაციის მაგალითებს რასაც ევოლუცია საერთოდ ვერ ხსნის. მუტაცია-ეს არის ცვლილებები დნმ ის მოლეკულებში რომელიც გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს და ცოცხალი ორგანიზმის უჯრედის ბირთვშია მოთავსებული. მუტაციური პროცესები გარეგანი ფაქტორების შედეგად მიმდინარეობს, მაგალითად რადიაციის ან ქიმიური ზემოქმედების შედეგად, მუტაცია სპობს დნმ ის მოლეკულის შემადგენელ ნუკლეოტიდებს და უცვლის მათ დადგენილ მდებარეობას შედეგად ვიღებთ ისეთ მუტაციურ სიმახინჯეებს რასაც ფოტოზე ხედავთ მუტაციური ზეგავლენა ყოველთვის ნეგატიურია, ეხლა კი მოვიშველიებ ამერიკელი გენეალოგის ბრაიან რანგანათანის ციტატას: *მუტაცია უმნიშვნელო შემთხვევითი და მავნე მოვლენაა, ის ძალზე იშვიათად ხდება, მისი თავისებურებები უამრავი ექსპერიმენტების შემდეგ ცხადყოფს რომ მუტაციას არ შეუძლია ევოლუციური ცვლილების გამოწვევა და მითუმეტეს ახალი სახეობის შექმნა. დნმ ში ნებისმიერი სახის ცვლილება ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს ან კვალს საერთოდ არ ტოვებს, როგორც მიწისძვრას არასდროს სარგებელი არ მოაქვს ქალაქებისთვის, მას მხოლოდ ნგრევა მოაქვს* მაშინ როგორ იქცა მაიმუნი ადამიანად ევოლუციისთვის ხომ სწორედ მუტაციაა საჭირო?! ევოლუცია მუტაციის წყალობით ხდება. ბიოლოგიაში არ არსებობს დადებითი მუტაციის არცერთი ფაქტი! მაშ რით ახსნიან ევოლუციის მომხრეები ევოლუციის არსებობას?! თუ არც გარდამავალი სახეობები არ არსებობს და არც დადებითი მუტაციის არცერთი შემთხვევა, თუკი საკუთარი თეორიის დასამტკიცებლად არტეფაქტების გაყალბება სჭირდებათ ხოლო გიგანტურ ნამარხებზე დუმილს არ არღვევენ და ვერაფრით ხსნიან სამ ან ხუთმეტრიანი ადამიანების ჩონჩხებს?! რით ხსნიან მეცნიერები იმ ფაქტს რომ არცერთ სხვა ორგანიზმს არ შეუძლია ისე იფიქროს როგორც ადამიანს?! ან რამ აიძულა სწრაფად ოთხზე მორბენალი მაიმუნი რომელიც ხიდან ხეზე ხტებოდა და შეეძლო სწრაფად გაქცევა ორ ფეხზე დამდგარიყო და ამით შეენელებინა კოორდინაცია?! ადამიანი ორ ფეხზე ხომ ყველაზე ნელა დარბის სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით?! თუ ლოგიკას მივყვებით პირიქით ორი ფეხიდან უფრო სწრაფ და მოსახერხებელ ოთხ კიდურზე უნდა გადასულიყო ადამიანი რომ თავი გადაერჩინა?! მოკლედ მე ამ სტატიაში შევეცადე მოკლედ ამეღწერა ყველა ის თემა რაც ევოლუციის თეორიის სიყალბეს წარმოადგენდა და ეს შევძელი. ბოლოს კი ერთს დავამატებ იმისათვის რომ მეცნიერებმა აღიარონ ევოლუციის თეორიის სიცრუე მაშინ მოუწევთ მთელი ამ ყალბი ნაშრომების ჯანდაბაში გადაყრა და უზენაესის აღიარება...
+12
Sokhumi Daily
Sokhumi · 1 month ago
აფშილები, აბაზები, ბაგრატიონები - აფხაზეთის ისტორია და ტერიტორიის დაკარგვის მიზეზები.
ქართველების და აფხაზების დაპირისპირება, ჯერ კიდევ VI საუკუნის დამდეგიდან დაიწყო, მაშინ, როცა აფხაზები იგივე აბაზგები, რომლებიც აფშილების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ განუდგნენ ეგრისის მეფეს და თავი ბიზანტიის ქვეშევრდომად გამოაცხადეს და ბიჭვინთასა და ცხუმში ბიზანტიელი მეციხოვნეები ჩადგნენ. აბაზგების საქციელით უკმაყოფილო აფშილეთის მმართველმა იარანელები შემოიყვანა თავის ტერიტორიაზე, თუმცა, აბაზგთა მმართველიც არ ყოფილა გულხელდაკრეფილი და აფშილეთში ბიზანტიელთა რაზმი გაგზავნა. რის შემდეგაც, აფშილები უბრძოლველად დანებდნენ და ისინი ლაზთა მეფეს დაემორჩილნენ. ამრიგად, აფხაზებმა ტომებმა შექმნეს სახელმწიფო, რომელსაც აფხაზეთი ეწოდა. მისი ტერიტორია გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დაახლოებით ჭოროხამდე, აღმოსავლეთით კი, ლიხის ქედამდე. აფხაზეთის სამეფოს მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები (ქართები, მეგრელები, სვანები) იყვნენ. მნიშვნელოვან წილს წარმოადგენდნენ აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები. სახელმწიფო და მოსახლეობის დიდი ნაწილის სალაპარაკო ენა ქართული იყო. სამეფოს დედაქალაქი გახდა ქუთაისი - დასავლეთ საქართველოს ცენტრი. 978 წელს ადგილობრივმა აფხაზურმა დინასტიამ არსებობა შეწყვიტა და აფხაზეთის სამეფო ტახტზე აიყვანეს ბაგრატ III ბაგრატიონი, რომელიც დედის მხრიდან აფხაზთა მეფის შთამომავალი იყო. ეს არ იყო დინასტიის უბრალო შეცვლა, ტახტზე ავიდა მეფე, რომელსაც ლეგიტიმური უფლება ჰქონდა მთელ ქართლზე. აფხაზეთის მეფეები კი ამ ტახტზე “არაკანონიერ” მემკვიდრეებად ითვლებოდნენ. ასე რომ, თუ ისტორიულ წყაროებს მივყვებით, დამოუკიდებელი აფხაზები ჯერ ტომებს წარმოადგენდნენ, რომლებიც თვითონ წყვეტდნენ, ვისთან ჰქონოდათ კავშირი და ვისი ქვეშევრდომები ყოფილიყვნენ, ხოლო შემდეგ სახელმწიფოს ჩამოყალიბებაც შესძლეს. აფხაზთა სამეფო ტახტზე ბაგრატოვანთა გვარის გამეფება, სწორედ რომ გვაფიქრობინებს იმას, რომ ქართლის დინასტიას სურდა აფხაზეთის დამორჩილება და გაამეფეს კიდეც თავიანთი გვარის მეფე. თუმცა, ის, რომ ბაგრატ III-ს დედა აფხაზი ჰყავდა ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ქართვლელები მაინც სიფრთხილით მოეპყრნენ ახლად შექმნილ, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებენ სამეფოს და ამიტომაც მუსირებდა სიტყვა „აფხაზი დედა“... XVI საუკუნეში კვლავ განახლდა ქართველთა და აფხაზა დაპირისპირება, ოღონდ ამჯერად აფხაზური გვარები არ დომინირებს განხეთქილების გამომწვევთა სიაში. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბუნტის წარმომშობნი ფეოდალი შერვაშიძეები იყვნენ და მათი გვარიდან გამომდინარე, ისინი ქართული წარმომავლობის დიდებულები გახლდნენ, რომლებიც დასახლდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და გავლენებიც მოიპოვეს, სავარაუდოდ და ფაქტებიდან გამომდინარე, გვაქვს საქმე იმასთან, რომ დაპირისპირება ქართველების დაწყებული იყო. ფეოდალმა შერვაშიძეებმა შესძლეს შეექმნათ აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო და ამავე დროს ცდილობდნენ გაეფართოებინათ მისი საზღვრები. მათი მცდელობის შედეგად, XVII საუკუნის მიწურულს აფხაზეთის საზღვარი მდინარე ენგურამდე გადასწიეს. ამ ხანიდან მოყოლებული აფხაზეთის სამეფო მუდამ დამოუკიდებლობისაკენ მიისწრავოდა. თუმცა, მისი არსებობა ყოველთვის წარმოადგენდა პოლიტიკურ პრობლემას. სწორედ ამიტომ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება მუდამ იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ტერიტორია „ნაღმს“ წარმოადგენდა, რომლის დასაკუთრებასაც საქართველოსთან ერთად რუსეთი და თურქეთი ცდილობდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკური ხელისუფლება ყველგან თავის კვალს ტოვებდა და ვინაიდან საქართველო დიდი რუსეთის ქვეშევრდომობის ქვეშ მოექცა, ამიტომ აფხაზთა სახელმწიფო საქართველოს მიეკუთვნა. თუმცა, რუსეთმა „დამოუკიდებლობის“ შანსი დაუტოვა აფხაზებს და მისი ტერიტორია ავტონომიურ რესპუბლიკად გამოაცხადა. ამით რუსეთმა შექმნა საქართველოსთან მანიპულირების ბერკეტი. 1989 წელს დაწყებული ეროვნული მოძრაობის მთავარმა ლიდერმა ვერ გაითვალისწინა ის ნაღმი, რაც რუსეთმა ჩადო აფხაზეთში და სწორედ ამ გაუთვალისწინებლობას ემსხვერპლა საქართველოს რუკის დასავლეთის ნაწილის საკმაოდ დიდი და ნოყიერი ტერიტორია. როგორც კი საქართველომ დამოუკიდებლობის აქტის შექმნა შეძლო და ზარ-ზეიმით აღნიშნავდა ამ ფაქტს საქართველოს ეროვნული საბჭო, აფხაზეთში რუსეთმა ნაღმი აამოქმედა და მისი მოქმედების და განკარგვის უფლება ვლადისლავ არძინბას გადასცა. არძინბამ თავის მხრივაც შეკრიბა აფხაზთა ეროვნული საბჭო და საქართველოს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. მითუმეტეს, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ეს რუსეთის და აფხაზების განზრახვას ხელს უწყობდა. ამავე დროს, აფხაზების მომხრეები გახდნენ ჩეჩნები და სომხები. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მცირეხნიანი მმართველობის დამხობის შემდეგ, სამოქალაქო ომით დაუძლურებულმა ქართველობამ მაინც მიიღო მონაწილეობა აფხაზებთან ბრძოლაში, მაგრამ ჯარისკაცების ძირითად ნაწილს მოხალისეები წარმოადგენდნენ. 300 000 ქართველი გამოყარეს აფხაზებმა თავიანთი ტერიტორიიდან და უგზო-უკვლოდ გაუყენეს გზას... ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიღუპა ათი ათასობით ქართველი... მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების დღიდან საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსვლა მეორე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მოასწრო და მიუხედავად იმისა, რომ ნომერ მეორე პრეზიდენტი სწორედ რუსეთის მიერ იყო შემოგზავნილი საქართველოში და ასევე მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძეს უდიდესი პოლიტიკური კავშირები ჰქონდა მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ სპექტრთან და მას შეეძლო შეენარჩუნებია აფხაზეთი, საქართველომ ის მაინც დაკარგა და დაკარგა სწორედ ორი პრეზიდენტის გამო... პირველმა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ვერ გაითვალისწინა მოსალოდნელი საფრთხე, ხოლო მეორემ უბრალოდ, ხელიდან-ხელში გადასცა იგი ოკუპანტ დამპყრობელს... დაუწერელი კანონია ის, რომ ერთ დღეს ყველა მმართველის მმართველობა მთავრდება და ორი პრეზიდენტის შემდეგ საქართველოს უკვე მეოთხე ხელმძღვანელი ჰყავს. შესაბამისად, ჰყავს მეოთხე ხელისუფლება. მესამე და მეოთხე ხელისუფალნი, სათავეში მოსვლამდე, საარჩევნო დაპირებების დავთარში, აფხაზეთის უეჭველ დაბრუნებას სთავაზობდა საქართველოს მოსახლეობას. ამ დაპირებების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ქართველი და მათი წლობის განმავლობაში გამრავლებული შთამომავლები არჩევნებზე ხმას ლიდერ პარტიას აძლევენ, რომელსაც უკვე უჩანს არამარტო ლიდერის პოზიცია, არამედ, დიდი ფული საარჩევნო ასპარეზზე... რა ხდება ოთხი ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ?! დაიწყო თუ არა თუნდაც მოლაპარაკებები დაპირისპირებულ მხარესთან?! არ მოიპოვება არც ღია ფაქტი და არც დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ საქმე თუნდაც მოლაპარაკებებამდე მისულიყო... ამასობაში კი აფხაზეთი ჩაიკეტა, არა მხოლოდ ტერიტორიულ ერთეულად, არამედ, ორ მხარეს შორის საზოგადოების კომუნიკაციის გათიშვა მოხდა. ქართველ ჟურნალისტებს არ აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება, აი, აფხაზ ჟურნალისტებს კი სურვილიც არ გააჩნიათ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლის და კოლეგებთან კომუნიკაციის. რატომ? შიში, რომელიც რუსულმა ჩექმამ ჩანერგა აფხაზეთის მოსახლეობაში, ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, ისევ მძვინვარებს... ვინ უნდა მოაგვაროს, ან ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი შერიგებისაკენ?! ფაქტია, რომ ხელისუფლება არ იწუხებს თავს, ან ვერ გამონახა ვერანაირი ბერკეტი და დიპლომატიური საშუალება მთელი მსოფლიოს მასშტაბებით, რომ დაუპირისპირდეს რუსეთს და მოლაპარაკებისკენ მოუწოდოს აფხაზეთის ხელისუფლებას. ჟურნალისტებისათვის ეს შეუძლებელია და ესეც საქართველოს ხელისუფლების უუნარობის გამო. მაშ, ვინ უნდა იყოს ინიციატორი?! არა კბილი -კბილის წილ, არამედ, მეორე ლოყის მიშვერის და გიყვარდეს მტერი შენის პრინციპით... ერთადერთი და მშვიდობიანი გადაწყვეტილება, მხოლოდ ხალხის საკუთრებაა. თუ ქართველები და აფხაზები შეძლებენ ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვის პატიებას, მაშინ არსებობს იმის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიულ რუკაზე ისევ მის შემადგენლობაში აღმოჩნდება, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ იგი ავტონომიის სტატუსს არ დაკარგავს, რომელიც მას დამოუკიდებლობის სტატუსს შეუნარჩუნებს, რაც საშუალებას არ მისცემს სეპარატიზმის კვლავ გაღვივებას და ორივე მხარის ხელისუფლება შეძლებს ხალხის მიერ მონაპოვარის შენარჩუნებას. წყარო: რადიო თავისუფლება ავტორი: თამუნა თაბუკაშვილი #აფხაზეთი #აბაზგები #აფშილები #ტერიტორიები #sokhumidaily
Gi Ga
Tbilisi · 1 month ago
თეთრი გენოციდი-ის რაზეც მსოფლიო დუმს
დღევანდელი ანტირასისტული მსოფლიო ისტერიის და ძეგლების დემონტაჟების თუ ანტირასისტული ვანდალიმიზის პარალელურად მოვიძიე საინტერესო ინფორმაცია რეალურ რასიზმზე რომელიც სამხრეთ აფრიკაში ამ სკანდალის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. წარმოიდგინეთ რა ამბავი მოჰყვა ერთი შავკანიანის სიკვდილს რომელიც რასიზმზე მეტად გაუფრთხილებლობით და ძალის გადამეტებით მოხდა, თუმცა რადგან მსხვერპლი შავკანიანი იყო ყველამ რასიზმად მონათლა, თუმცა ღია რასიზმის არანაირი კვალი არ ჩანდა ჯორჯ ფლოიდის საქმეში. ის დაკავების დროს ძალის გადამეტებას ემსხვერპლა, რაც რა თქმა უნდა დიდი ტრაგედიაა, მაგრამ უარესი ტრაგედიები წლებია ყოველდღე ხდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ზიმბაბვეში. რა ვიცით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე? ამ მიწაზე ბანტუს ხალხების მოსვლამდე ცხოვრობდნენ ჰერეროს და ჰოტენტოტების ასევე ბუშმემების ტომები. იგი პირველად ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა აღმოაჩინეს 1652 წლის 6 აპრილს იან ვან რიბეეკმა ოსტინდოეთის კომპანიის სახელით და დააარსა დასახლება შტორმების (მოგვიანებით კეთილი იმედის) კონცხზე. XVIl-XVlll საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ჩამოდიან და ცხოვრებას იწყებენ კოლონისტები ნიდერლანებიდან საფრანგეთიდან, გერმანიიდან. 1770 იან წლებში ხდება შეტაკებები ჩრდილოეთიდან დაძრულ კოსას ტომებთან რამაც შემდგომში რეგულარული სახე მიიღო და ისტორიაში შევიდა როგორც კაფრებთან სასაზღვრო ომი რაც გამოწვეული იყო თეთრკანიან ჩამოსახლებულების პრეტენზიებზე აფრიკელი მოსახლეობის კუთვნილ მიწებზე. კაპის კოლონიაში შემოჰყავდათ მონები ჰოლანდიის სხვა კოლონიებიდანაც მაგ. ინდონეზიიდან, მადაგასკარიდან. კაპის კოლონისტები და ადგილობრივი ავტოქტონური აბორიგენი მოსახლეობა შეერივნენ ერთმანეთს ასევე სხვა ეთნოსები და საბოლოოდ რთული ეთნოგენეზის შედეგად ჩამოყალიბდნენ "კაპის ფერადების" ეთნოსი რომელიც დასავლეთ კაპის პროვინვიის მოსახლეობის 50 % შეადგენენ. ნაპოლეონის მიერ ჰოლანდიის ანექსიის შემდეგ ინგლისს გაუჩნდა შიში რომ ფრანგები დაიპყრობდნენ სამხრეთ აფრიკის ნაყოფიერ სანაპირო ზოლს და ჰოლანდიურ კოლონიებს. ამიტომ თავად დაიწყეს სამხრეთ აფრიკის ინტერვენცია. ბურებმა ინგლისელ დამპყრობლებთან სისხლიანი ომი გამართეს ამ ომებს ხელი შეუწყო ოქროს აღმოჩენამ ვიტვატერსრანდის მთებში. ინგლისელებთან ომებში ბურები დამარცხნენ მაგრამ მაინც შეძლეს დაეარსებინათ ორი ჰოლანდიური სახელმწიფო ტრანსვაალის რესპუბლიკა და ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო. ამ რეგიონებში ოქროს და ალმასების საბადოების აღმოჩენამ ფრანგები და ინგლისელები ახალ ომამდე მიიყვანა და ისინი ერთმანეთს შემდეგ კი ბურებს დაუპირისპირდნენ. ინგლისმა სამხრეთ აფრიკაში შავკანიანების მონათმფლობელობა 1806 წელს აკრძალა თუმცა1833 წლამდე ეს კანონი მთელი ქვეყნის მასშტაბით არ გავრცელებულა. ინგლის ბურების პირველი ომი 1880-1881 წლებში მოხდა და ბურების გამარჯვებით დასრულდა რადგან ინგლისს არ სურდა ხანგრძლივი ომი ეწარმოებინა შორეულ მიწებზე. 1877 წელს ტრანსვაალის ანექსია მაინც მოახერხეს ინგლისლებმა ამ დროს მათი რაზმი სულ 25(!) მებრძოლისგან შედგებოდა და ტყვიის გაუსროლებლად მოახერხეს ტრანსვაალის ხელში ჩაგდება. 1899-1902 წლებში მოხდა ინგლის ბურების მეორე ომი. სადაც ბურები დამარცხდნენ. საბოლოოდ სამხრეთ აფრიკა ბურების კოლონიებითურთ ინგლისს დაექვემდებარა, ამის შემდეგ დაიწყო სასტიკი ომი ადგილობრივ აფრიკელებსა და ევროპელ კოლონიტაზორებს შორის. შავკანიანები ომში დამარცხდნენ რის შემდეგაც გეტოებში შეასახლეს და ჩამოართვეს სამოქალაქო უფლებები. 1931 წელს მიიღეს ვესტმინსტერის რეზოლუცია, რომელმაც გაამყარა სამხრეთ აფრიკის კავშირის მდგომარეობა და იგი როგორც დომინიონი შევიდა ბრიტანეთის გავლენის ქვეშ. 1934 წელს შეიქმნა სამხრეთ აფრიკის გაერთიანებული პარტია იგი მოიცავდა პრობრიტანულ და ბურების ეროვნულ კოგრესს. 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას გაიყო ეროვნული პარტიის აზრები ჩართულიყვნენ ომში ბრიტანეთის თუ ნაცისტური გერმანიის მხარეს. 1948 წელს არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულმა კონგრესმა და დამყარდა აპართეიტის რეჟიმი. ამ დროიდან დაიწყო ისედაც შევიწროებული შავკანიანების უფლებების ჩამორთმევა და აკრძალვები. მათ აეკრძალათ არჩევნებში მონაწილეობა, შერეული ქორწინებები, დასაქმება საჯარო სივრცეში და უამრავი სხვა სამოქალაქო უფლება მათ შორის სამხედრო სამსახური. აპართეიტი გაუქმდა 1994 წელს და ხელისუფლებაში მოვიდა ნელსონ მანდელა და აფრიკული ეროვნული კონგრესი. თუმცა რასიზმი არსად გამქრალა. თუ აპართეიტის პერიოდში იგი ძირითადად მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე ვლინდებოდა მას შემდეგ რაც ძალაუფლება შავკანიანებმა აიღეს დაიწყო ტოტალური ძალადობა და თეთრკანიანების ფიზიკური ტერორი და მკვლელობები. სამხრეთ აფრიკის 59 მლნ მოსახლეობდან დღეს თეთრკანიანი უმცირესობა 9 % ზე ნაკლებია. მათი 38% ბრიტანელების შთამომავლები არიან, 58% აფრიკანერები (ბურები) და ასევე მცირე რაოდენობით ფრანგი კოლონისტების შთამომავლები. დღეს სამხრეთ აფრიკაში თეთრკანიანი მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა არის ე.წ "ფერმერების მკვლელობები". ბოლო 20 წელია მიმდინარეობს მუდმივი თავდასხმები თეთრკანიანი ოჯახების ფერმებზე, ხშირ შემთხვევებში მათ ჯგუფურად აუპატიურებენ ცემენ და კლავენ. 1999 წლიდან მოყოლებული აღინიშნა 9400 თავდასხმა ფერმებზე რა დროსაც რასობრივი მოტივით მოკლეს 2500 უდანაშაულო ადამიანი. ძალადობის სტატისტიკა მუდმივად მზარდია 2006-2009 წლებში 25% ით გაიზარდა ფერმერების მკვლელობათა რაოდენობა. მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი რომ ადგილობრივი პოლიცია ვერ (არ) ებრძვის ფერმერების მკვლელობებს. რაზეც ამ დანაშაულით დაკავებულების ძალიან მცირე სტატისტიკაც მეტყველებს. ამ დროს კი უკვე თეთრკანიანი ფერმერების მკვლელობები ეთნიკურ რასობრივი მცოცავი გენოციდის სახეს იღებს. ძალადობის და რასობრივი შეუწყნარებლობის წახალისებას პოლიტიკოსებიც უწყობენ ხელს. ქვეყნის მმართველი პარტია აფრიკის ეროვნული კონგრესის მიდგომა ცალსახად რასისტულია. მისი წევრები მღერიან აპართეიტის დროინდელ სიმღერას რომლის საკვანძო სიტყვებია "მოკალი ბური, მოკალი ფერმერი". 2010 წლის მარტში სამხრეთ აფრიკულმა სასამართლომ მიიღო კანონი რომლის მიხედვით ეს სიმღერა იყო არაკონსტიტუციური და რასობრივი შეუწყნარებლობის ხელის შემწყობი და აიკრძალა მისი საჯაროდ შესრულება. მაგრამ აფრიკული ეროვნული კონგრესის გენერალურმა მდივანმა გვედე ნანტაშემ განაცხადა რომ ეს სიმღერა არაკონსტიტუციურად ვერ ჩაითვლებოდა რადგან აფრიკული ფოლკლორის ნაწილი იყო და დემონსტრაციულად საჯაროდ დაიწყო მისი შესრულება პარლამენტის შენობაში. მმართველი პარტიის შეკრებებზე მხარდამჭერი აქტივისტების მხრიდან ხშირად არის წარმოდგენილი პლაკატები წარწერით "ერთი თეთრი ერთი ტყვია", "მოკალი თეთრკანიანი". ამგვარი პოლიტიკით მმართველი პარტია თავად უწყობს ხელს რასობრივ ძალადობას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რასისტული რიტორიკით განსაკუთრებით გამოირჩევა ჯულიუს მალემა "აფრიკული ეროვნული კონგრესის ახალგაზრდული ლიგის ლიდერი, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ გავლენიან ძალას წარმოადგენს. გარდა ფერმერების მკვლელობებისა სამხრეთ აფრიკელი თეთრკანიანების (აფრიკანერების) მდგომარებას ამძიმებს დისკრიმინაცია დასაქმების თვალსაზრისით. ე.წ. "affirmative action" წარმოადგენს ოფიციალურ სამთავრობო პოლიტიკას რომლის თანახმადაც დასაქმებაში ყველა კომპანიამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ადგილობრივ შავკანიან მოსახლეობას იმის მიუხედავად თუ რამდენად პროფესიონალი კადრია. ეს პოლიტიკა აპარტეიდის დასრულების შემდეგ დაიბადა. რასიზმის ერთ ერთი სკანდალური მაგალითია NedBank ის პოლიტიკა, 2005 წელს მათ გამოიტანეს გასაყიდი აქციების სპეციალური სერია და ყიდვის უფლება მიანიჭეს ყველა რასას გარდა თეთრკანიანებისა! ესაა ოფიციალური გაცხადებული რასიზმის პოლიტიკა რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. რასისტული რეჟიმის და მძიმე კრიმინოგენული ვითარების გამო თეთრკანიან აფრიკელთა ნაწილი ემიგრაციაში მიდის. 1990 იანი წლებიდან 900.000 მა აფრიკანერმა დატოვა ქვეყანა. აღსანიშნავია რომ ისინი (აფრიკანერები) ჩამოყალიბდნენ როგორც ადგილობრივი ეთნოსი და მათი ენა აფრიკაანსი არცერთ სხვა ენას არ ენათესავება. აფრიკანერები და ბურები ადგილობრივი აფრიკელი თეთრკანიანები არიან საკუთარი ენით და ეთნიკური იდენტობით, რომლებსაც სხვა ისტორიული სამშობლო აფრიკის გარეთ არ გააჩნიათ რაც მათ მდგომარეობას უფრო ამძიმებს. რასიზმის პოლიტიკა დასაქმების სფეროში ამძიმებს მათ მდგომარეობას. 1995 წლიდან 2005 წლების პეროოდში გ⁴აჩნდა თეთრი გეტოები სადაც უმძიმეს ეკონომიკურ სიღარიბეში უწევთ თეთრკანიანებს ცხოვრება. 430.000 ადამიანი ცხოვრობს ე.წ "სკუატერებში", მკვლელობის, შიმშილის და რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემების პირისპირ. 1994 წლიდან აპართეიტი დასრულდა მაგრამ რასიზმი არა, იგი თავისი მახინჯი ფორმით განაგრძობს არსებობას და მთლიანად თეთრკანიანთა წინააღმდეგ არის მიმართული. აპართეიტის შემდეგ მოკლულია 700.000 ზე მეტი თეთრკანიანი რასობრივი ზიზღის მოტივით. 1 მილიონზე მეტმა ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა, ხოლო 400.000 ზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში ცხივრობს, რა დროსაც მსოფლიო რასიზმს ებრძვის ერთი შავკანიანის ტრაგიკული მკვლელობის გამო მაგრამ არავინ იღებს ხმას ათიათასობით თეთრკანიანის მკვლელობაზე, მსოფლიო დუმს ამ ტრაგედიაზე და რეალურ რასიზმზე 21-ე საუკუნეში, რაც უკვე შეფასდა როგორც თეთრი გენოციდი!
+4
Gi Ga
Tbilisi · 4 weeks ago
მსოფლიოს საიდუმლო საზოგადოებები და ორგანიზაციები
ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია შეთქმულების თეორიების შესახებ. ბევრს მისი სჯერა და არცთუ უსაფუძვლოდ, ზოგი მას ირონიულად მოიხსენიებს, ბევრს არც სჯერა თუმცა ფაქტია რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორიები მუდმივად ერთიანდებოდნენ და ახლაც ერთიანდებიან რომ რაღაც შეცვალონ. მაშ ასე წარმოგიდგენთ იმ საზოგადოებებს და ორგანიზაციებს რომლებიც გარკვეულ ზეგავლენას ახდენდნენ ან ახლაც ახდენენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. 6) საზოგადოება ტულე- მისტიური და ოკულტური გერმანული საზოგადოება "ტულე" რაც ღვთიურ მიწას ნიშნავს დაარსდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, გერმანული ოკულტური გაერთიანების წევრები იყვნენ რუდოლფ ჰესი, ალფრედ როზემბერგი, ადოლფ აიხმანი და ჰიტლერი. სწორედ ამ საზოგადოების ზეწოლის შედეგად დაინიშნა ადოლფ ჰიტლერი გერმანიის კანცლერად პრეზიდენტ ჰინდენბურგის მიერ 1933 წელს რასაც შემდგომში მისი ფიურერად გამოცხადება ნაცისტური პარტიის ტრიუმფი და მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა. ტულეს იდეოლოგია სწორედ ნაციზმი იყო. ორგანიზაციის წევრები იკრიბებოდნენ საიდუმლოდ და ეძებდნენ მითიურ და მისტიურ ადგილს რომელსაც არიული რასის აკვანს უწოდებდნენ თუმცა ის ვერსად იპოვეს. არსებობს ვერსია რომ ამ ადგილად მიჩნეული იყო ისლანდია სხვა ვერსიით კი ჩრდ. პოლუსი. რაც შეეხება ტულეს საქმიანობას ნაცისტების მარცხის შემდეგ, ისინი გაიქცნენ გერმანიიდან ესპანეთის გავლით და მიაღწიეს არგენტინას და ანტარქტიდას. არსებობს უამრავი მტკიცებულება რომ ბევრმა ნაცისტმა განაგრძო არსებობა არგენტინაში მათ შორის ადოლფ ჰიტლერი, ასევე არსებობს უტყუარი ფაქტები რომ ანტარქტიდა დღემდე ინახავს ნაცისტების საიდუმლო ბუნკერს რაც ამერიკის მთავრობის საიდუმლო სამსახურმაც იცის. 5) "ოპუს დეი" ესაა კათოლიკური საიდუმლო საზოგადოება რომლის წევრები მიიჩნევენ რომ ყველა ადამიანი წმინდაა, ისინი ებრძვიან ვატიკანის შიდა სტრუქტურას. ეს ორდენი დაარსდა ესპანეთში 1928 წელს, "ოპუს დეი" ცნობილი გახდა ფილმ "დავინჩის კოდის" გადაღების შემდეგ სადაც გამოჩნდა საიდუმლო ორგანიზაცია რომლის მიზანი იყო სიონის პრიორატის დაშლა და რომ საზოგადოებას ამცნონ ჭეშმარიტება ქრისტიანობის რეალური არსის შესახებ. ოპუს დეი კიდევ ერთ ფილმში "სტიგმატებში" ჩანს სადაც აღწერილია საიდუმლო სერობის რეალური შინაარსის ერთ ერთი ვერსია და ვატიკანის შიდა სამზარეულო. 4) "თავის ქალა და ძვლები" საზოგადოება დაარსდა იელის უნივერსიტეტში და წარმოადგენდა წარჩინებული მდიდარი ოჯახების შთამომავალი მოსწავლეების საიდუმლო საძმოს, რომელიც 1832 წელს დაარსდა, მას მეორენაირად *სიკვდილის საძმოს* უწოდებენ. საზოგადოების წევრები მართავდნენ ოკულტურ რიტუალებს და წევრებს იშვიათად იმატებდნენ. ეს ყველაზე იდუმალებით მოცული ორგანიზაციაა თუმცა მისი წევრების ვინაობა 1970 იან წლებამდე გასაიდუმლოებული არ იყო. მისი ცნობილი წევრები იყვნენ ამერიკის ცნობილი ლიდერები და პრეზიდენტები ჯორჯ ტაფტი, უორენ ჰარდინგი, მამა შვილი ბუშები, ჯონ კერი, ბარაქ ობამა, პრეზიდენტი ლინკოლნი და სხვა გავლენიანი ცნობილი ადამიანები. თავის ქალა და ძვლები ცდილობს გავლენა მოიპოვოს აშშ მმართველობაზე და ამით მოახდინონ გავლენა მსოფლიოზე. იელის უნივერსიტეტში კვირაში ორჯერ დღემდე ატარებენ ამ საზიგადოების წევრები საიდუმლო შეკრებას და ოკულტურ რიტუალებს რომლის მთავარი სიმბოლოა ნამდვილი ადამიანის თავის ქალა და მენჯის ძვლები. (აღნიშნული ადამიანის ვინაობა უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ესაა ამ საზოგადოების დამაარსებელი) ოკულტური რიტუალების გარდა ისინი ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და განსაზღვრავენ მსოფლიო პოლიტიკის ბედს. სწორედ ამ საზოგადოებას მიაწერენ 11 სექტემბრის ტერაქტს და აშშ-ერაყის ომს. მართლაც თუ დაუკვირდებით ბევრი უცნაური ფაქტი მეტყველებს 11 სექტემბრის ტერაქტის ოფიციალური ვერსიის ნამდვილობის წინააღმდეგ: 1) ტყუპი შენობების დანგრევა მხოლოდ ერთი თვითმფრინავის დაჯახებით უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ეს იყო უზარმაზარი რკინაბეტონის კონსტრუქცია, დაინგრა და ჩამოიშალა ტყუპების უკან მოშორებით მდგარი შენობა რომელსაც არანაირი დარტყმა და ბიძგი არ უნდა ქონოდა, გაიტაცეს თვითმფრინავი რომელშიც 11 მგზავრი იჯდა. მეორე თვითმფრინავი რომელშიც 9 მგზავრი იჯდა, დაეჯახნენ პენტაგონის გარე ფასადს იმის ნაცვლად რომ ცენტრში დაჯახებოდნენ და ზარალი კოლოსალური ყოფილიყო, როგორ მოახერხეს ტერორისტებმა თვითმფრინავის გატაცება და სადაზვევრვო სამსახურის შენობაზე დაჯახება?! აშშ სასწრაფო სამაშველო სამსახურის ნომერია 911 (9-11, მე 9 თვე 11 სექტემბერი) ტერაქტამდე ორი კვირით ადრე ტყუპების საპარკინგე ადგილზე აწარმოებდნენ გაურკვეველ სამუშაოებს. შენობები ტერაქტამდე ერთი თვით ადრე დააზღვიეს მილიარდ დოლარად. ტერაქტის შემდეგ ერაყის ომმა ამერიკა უმდიდრეს, ნავთობის მომპოვებელ წამყვან სახელმწიფოდ აქცია, ამერიკელებმა ერაყული ნავთობი პრაქტიკულად უფასოდ დაისაკუთრეს. 3) "ილუმინატები" ევროპის ეს საიდუმლო ორგანიზაცია განიხილება როგორც მითი და მისი არსებობის ბევრს არ სჯერ, თუმცა დამტკიცებული ფაქტია რომ გერმანიაში ნამდვილად არსებობდა ეს ორგანიზაცია მე-18 საუკუნის მიწურულს. მისი წევრები გამორჩეოდნენ რადიკალური შეხედულებებით და აქტიურად მონაწილეობდნე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში: საფრანგეთის რევოლუციაში, რუსეთის ოქტომბრის რევოლუციაში, ასევე არსებობს მოსაზრება რომ ილუმინატებმა დაარსეს აშშ და მათი სიმბოლო-პირამიდაში ჩასმული თვალიც განგებ დაიტანეს დოლარზე. მათ მიაწერენ სატანიზმის რიტუალების აღსრულებას და ე.წ ახალ მსოფლიო წესრიგს, რისი მიზანიც ანტიქრისტეს მოსვლაა. მის წევრებად მოიაზრებენ ლენინს, ჩერჩილს, გოეთეს და სხვ. 2) "მასონები" უამრავი მითი არსებობს მასონთა ანუ თავისუფალ ქვის მთლელთა საძმოს შესახებ. ყველაზე სარწმუნო წყაროს თანახმად მასონობას საფუძველი ჩაეყარა ტამპლიერთა ორდენის განადგურების შემდეგ როცა დიდი მაგისტრი ჟაკ დე მოლე მწვალებლად გამოაცხადეს და მეფე "ფილიპე ლამაზის" ბრძანებით პარიზის ცენტრში ცოცხლად დაწვეს, მის გარდა ამბობენ რომ მოკლეს კიდევ ორი გავლენიანი ტამპლიერი რაინდი, თუმცა რამდენიმე ტამპლიერი გადარჩდა და გაიქცა. მათ თან წაიღეს უზარმაზარი განძი, რომელიც საუკუნეების მანძილზე მევახშეობით ვაჭრობით და ძარცვით დააგროვეს. ლეგენდის თანახმად გადარჩენილმა ტამპლიერებმა თავი შეაფარეს ბრიტანეთს სადაც გაერთიანდნენ ქვის მთლელთა გილდიებში და ჩამოაყალიბეს ახალი საიდუმლო ორდენი. რეალურად მასონთა პირველი ლოჟა ოფიციალურად დაარსდა ბრიტანეთში 1717 წლის 24 ივლისს. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი აღიარებული ლოჟა. მასონთა ლიდერები ყველაზე გამოცდილი და მცოდნე ადამიანები არიან. მათი მიღების რიტუალი საკმაოდ რთული საქმეა, პირველ რიგში კანდიდატი ავსებს ანკეტას ის უნდა იყოს კეთილი სახელის პატრონი, არ ჰქონდეს დამამძიმებელი ფინანსური გარემოება, არ უნდა იყოს ნასამართლევი, იყოს პერფექციონისტი და განათლებული, სრულად აცნობიერებდეს ორდენის რაობას და იცოდეს საკუთარი როლი. მეორე ეტაპზე იგი გადის გასაუბრებას ერთ ერთ ოსტატ მასონთან, შემდეგ თუ ეს კანდიდატი ოსტატ მასონს მოეწონა უწევს რეკომენდაციას და განიხილება მისი კანდიდატურა საერთო კრებაზე. ამის შემდეგ თუ უმრავლესობა მას აირჩევს ტარდება ძმად კურთხევის რიტუალი. მასონების მიზანი გაცხადებულია და მათივე თქმით წარმოადგენს კეთილშობილი ადამიანების განათლებას, რომ იღვაწონ კაცობრიობის პროგრესისათვის, მასონის ვინაობა უნდა იყოს საიდუმლო გარდა იმ შემთხვევისა თუ თავად მასონ ძმას არ სურს გაცხადება რომ ის მასონია. სხვა მასონებს სასტიკად ეკრძალებათ მისი ვინაობის და საქმიანობის გამხელა. მასონს უნდა სწამდეს შემოქმედის არსებობის. მიუხედავად ამისა მასონებს სატანისტებად მოიაზრებენ და ოკულტურ რიტუალებსაც მას მიაწერენ. მათ ადანაშაულებენ ყველა დიდ ტრაგედიაში რაც მსოფლიოში ხდება. მასონობას ებრძვის ეკლესიაც. მასონთა განმარტებით ესაა ძმობაზე და სამშობლოს სამსახურზეა დამყარებული ორგანიზაცია, გარკვეული შიდა მორალურ-ეთიკური კოდექსით. მსოფლიოში დღეს დღეობით 5 მილიონი მასონი ცხოვრობს, ამათგან 2 მილიონი აშშ ში, 430.000 დიდ ბრიტანეთში(შოტლანდია, ინგლისი, უელსი). არსებობს მტკიცებულებები რომ მასონები ისტორიულად ჯერ კიდევ მე 14 საუკუნეშიც არსებობდნენ. 1) "ბილდემბერგის კლუბი". ამ კლუბის დამაარსებლის ვინაობის გარკვევა ძალიან რთულია თუმცა ცნობილია მასში შემავალი თითქმის ყველა გავლენიანი წევრის ვინაობა. როგორც ამბობენ კლუბში შედიან ესპანეთის დანიის, ნიდერლანდების, ბრიტანეთის და შვედეთის სამეფო ოჯახის წარმონადგენლები, მსოფლიოს უმსხვილესი მაგნატები, მილარდერი ოლიგარქები, მსხვილი კორპორაციების წარმომადგენლები და უბრალოდ მდიდარი და გავლენიანი ადამიანები. ამ ელიტურ კლუბში მოხვედრა 1954 წლიდან მხოლოდ მოსაწვევითაა შესაძლებელი. კლუბის მთავარი მიზანი თავდაპირველად იყო ამერიკული გავლენის შემცირება ევროპაზე, თუმცა დღეს რეალურად ესაა ჩაკეტილი ორგანიზაცია რომელის წევრები ხუთვარსკვლავიან სასტუმრო *ბილდემბერგში* იკრიბებიან გაძლიერებული დაცვის პირობებში, შეკრება კონფიდენციალურად იმართება და მედია მის შესახებ შეკრების დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში გებულობს. მისი წევრები არიან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები როკფელერები, როტშილდერები, ჯორჯ სოროსი, ევროპული ქვეყნების სამეფო გვარის წარმომადგენლები და სხვა მდიდარი თუ გავლენიანი ადამიანები. ისინი არ აფიშირებენ და მალავენ ამ ორგანიზაციის არსებობას იგი ოფიციალურად არც არსებობს. ამ გარემოებებიდან გამომდინარე ხალხი მათ მიაწერს სხვადასხვა შეთქმულების თეორიებს. არსებობს ვარაუდი რომ ეს მსოფლიოს გავლენიანი ადამიანები წყვეტენ მსოფლიოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, ისინი ნიშნავენ პრეზიდენტებს და სხვადასხვა ლიდერებს. პროვოცირებას უწევენ ომების დაწყებას, ვირუსების შექმნას და მის გავრცელებას, ვაქცინების შექმნას, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ინფლაციებს, მიგრანტთა კრიზისს და ა.შ ფაქტია რომ ეს ადამიანები განუსაზღვრელი ძალაუფლების და გავლენის პატრონები არიან და მათი შეკრებებისას წევრები ამინდის პირობებს არ განიხილავენ...
+5