80 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა — ლევან რატიანი

ByOn.geGeorgia
0
ახალი ამბები On.ge 8 წუთის წინ ჯანდაცვასაზოგადოება 80 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა — ლევან რატიანი ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა 4 წაკითხვა 0 გაზიარება http://go.on.ge/1j06 პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 80 წლის ქალი 18-დღიანი მკურნალობის შედეგად კორონავირუსისგან განიკურნა. მან თქვა, რომ პროტოკოლის მიხედვით, ორჯერადად მიიღეს უარყოფითი პასუხი კოვიდ ინფექციაზე. პაციენტი დღეს გადავა თერაპირლ განყოფილებაში და ალბათ, ორშაბათს, 13 აპრილს გაეწერება კლინიკიდან: "80 წლის ქალი, რომელიც ჩვენს კლინიკაში 18 დღის წინ შემოვიდა, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იყო, ჰქონდა ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, გულის დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი, იგი უკვე მოიხსნა აპარატიდან".
#news
#politics
#Coronavirus
ByOn.geGeorgia
0