ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაკეტილ სოფლებთან ბლოკ-პოსტები უკვე განათავსეს
124 Views
Primetime
Tbilisi · 5 months ago

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ოთხ სოფელთან დამაკავშირებელ გზებზე ბლოკ-პოსტები უკვე განთავსებულია. ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა.

„დაინფიცირების შემთხვევები იზრდება, ეს უკავშირდებოდა ქობულეთის კლასტერს, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რათა მომხდარიყო ქობულეთის რიგ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სპეციალური ღონისძიებების შემოღება, რაც გულისხმობს კარანტინის რეჟიმის გამკაცრებას. ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში ლეღვა, მუხაესტატე, გვარასა და წყავროკაში მოხდება, მკაცრი კარანტინის დაწესება.

აქედან გამომდინარე, დაწესდება შესვლა/გამოსვლაზე მკაცრი კონტროლი, ამავე დროს პროაქტიური თერმოსკრინინგი მოხდება. საველე რეჟიმში მოახდენენ, ჩვენი ჯანდაცვის უწყების სპეციალისტები თერმოსკრინინგის განხორციელებას, ეს ყველაფერი კლასტერის მომატებული რისკებით იყო გამოწვეული. ამ რეკომენდაციების დაცვა თითოეული მოქალაქისთვის არის სავალდებულო, ეს ნიშნავს რომ თუ კი ამ ყველაფრის დაცვა მოხდება, ჩვენ თავიდან ავირიდებთ ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებს, რაც გულისხმობს სპეციალური ღონისძიებების შემოღებას. მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია არის მართვადი და დარწმუნებული, ვარ რომ შემდეგი დღეების განმავლობაში ამ რისკებს შევარბილებთ და გავრცელების რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი”, – აღნიშნა რიჟვაძემ.

დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავრუკაში სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შსს და თავდაცვის ძალები.


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაკეტილ სოფლებთან ბლოკ-პოსტები უკვე განათავსეს - Primetime
primetime.ge
Primetime
Tbilisi · 5 months ago
4
Write a comment
Similar Posts