რას წერს ცნობილი ინფექციონისტი მშობლებზე? – „ძალიან ძნელია ბავშვებისთვის ადეკვატური კვება უზრუნველყო
134 Views
Primetime
Tbilisi · 5 months ago

ძალიან რთულია მუდმივად, მშვიდად გაუძლონ უკმაყოფილო ბავშვების ზუზუნს და ყოველ ჯერზე მშვიდად აუხსნან, რატომ ხდება ასე, – ამის შესხებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

– ძალიან რთულია მუდმივად, მშვიდად გაუძლონ უკმაყოფილო ბავშვების ზუზუნს და ყოველ ჯერზე მშვიდად აუხსნან, რატომ ხდება ასე, თანაც აუხსნან ისე, რომ თან დაამშვიდონ და თანაც აგრძნობინონ, რამხელა პასუხისმგებლობა აქვს დღეს თითოეულ ადამიანს, ისე, რომ მათ ფსიქოლოგიური ტრავმის გარეშე გაიარონ ეს რთული პერიოდი.

– ძალიან რთულია გაანაწილონ კომპიუტერის გამოყენების საათები ისე, რომ ბავშვები ონლაინ გაკვეთილებს დაესწენონ და მშობლებმაც მოასწრონ სამუშაო და ონლაინ ჩართვები.

– ძალიან რთულია მშვიდად უსმინონ და არ გაღიზიანდნენ უზარმაზარ, აბიბინებულ ეზოიან სახლებში ჩაკეტილი ადამიანების მოწოდებებს „დარჩი სახლში“, რომლებსაც ისეთი პირობები აქვთ, იქიდან არც მოგინდება გამოსვლა და რომლებიც ძალიან გაღიზიანებულები ტუქსავენ ყველას, ვინც გაბედავს და გარეთ ცხვირს გამოყოფს.

-ძალიან რთულია მოახერხონ, რომ პატარა, უაივნო ბინაში გამოკეტილი ბავშვები სულ ცოტა ხნით მაინც გამოიყვანონ ჰაერზე, რაც მათი ჯანმრთელობისთვის ასეთი აუცილებელია, თან ამოწმონ, რომ იქ ხალხი არ იყოს, რომ ბავშვები არ შევიდნენ სხვა ბავშვებთან კონტაქტში, რადგან ეს მართლა საშიშია, რომ ბავშვებს ხშირად დაუმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც ძლივს იშოვეს და სახლში როგორც კი შემოიყვანენ, სასწრაფოდ დაბანონ ხელები და სასწრაფოდ გამოუცვალონ ტანსაცმელი, თან როცა რამდენიმე ბავშვი ჰყავთ.

– ძალიან რთულია ამ ბავშვებისთვის ადექვატური კვება უზრუნველყონ, რადგან ბევრს ხელფასი შეუმცირდა და პროდუქტების ყიდვაც გართულდა. მართლა გმირები არიან ყველაფერ ამის და კიდევ ბევრი სხვა დეტალის გამო, რაც მხოლოდ მათ იციან. და ამ გმირებმა კიდევ უნდა გაუძლონ რაღაც პერიოდი და მერე ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს მაია ბუწაშვილი.

https://primetime.ge/ras-tsers-tsnobili-infeqtsionisti-mshoblebze-dzalian-dznelia-bavshvebistvis-adekvaturi-kveba-uzrunvelkon/


რას წერს ცნობილი ინფექციონისტი მშობლებზე? - „ძალიან ძნელია ბავშვებისთვის ადეკვატური კვება უზრუნველყონ” - Primetime
primetime.ge
Primetime
Tbilisi · 5 months ago
3
Write a comment