0
ვაჟა-ფშაველას ენას უწუნებდა აკაკი წერეთელი, ხოლო აკაკის -ანჩისხატის მთავარეპისკოპოსი ✒ ვაჟას მტკივნეულად განუცდია “ენის დაწუნება” ეწყინა აკაკის ასეთი გამოლაშქრება, განსაკუთრებით მისი იუბილისათვის მზადების პერიოდში. მართლაც ჩაიშალა სამზადისი. ვაჟას დავით კლდიაშვილისათვის შეუჩივლია: “ახირებული ადამიანია ეს ჩვენი აკაკი! “ენას გიწუნებ ფშაველოო”.კაცო მე ამ ენით მომწონს თავი, თორემ სხვა რა არის ჩემს ლექსებში და პოემებში! თუ ენაც დასაწუნია მაშ აღარაფერი ყოფილა და ბარემაც ასე სთქვი პირდაპირ და ის იქნება! უცნაური კბენა იცის ხოლმე!”
#writing
0