სოფლებისა და ქალაქების ხელმძღვანელები აკვირდებიან უცხოეთიდან ჩამოსული პირების თვითიზოლაციას

0
11 აპრილს აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ, გაგრის ადმინისტრაციაში გამართა შეხვედრა კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით. სოფლებისა და ქალაქების ხელმძღვანელები აკვირდებიან საზღვარგარეთიდან ჩამოსული აფხაზეთის იმ მოქალაქეების თვითიზოლაციას, რომლებმაც სამედიცინო დახმარება რუსეთში მიიღეს. იზოლაციის კონტროლი ენიჭება სოფლებისა და ქალაქების ე.წ ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს შესაბამის ორგანოებთან ერთად, ნათქვამია განაცხადებაში. 8 აპრილს კორონავირუსის პირველი შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ გაგრაში, კომენდანტის საათი დაწესდა, რომელიც 20:00 საათიდან 7:00 საათამდეა. ვლადიმერ ჟენიას თქმით, გზებზე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. " იზოლაციის პირველი დღეები რთული აღმოჩნდა, მაგრამ სიტუაცია დღითიდღე უკეთესდება. თავდაპირველად მოსახლეობისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ იყვნენ ისინი შეზღუდული მოძრაობით, მაგრამ ახლა მათ ესმით ყველაფერი, რადგან სხვადასხვა ექსპერტები საუბრობენ მედიაში და გვიხსნიან სიტუაციის სერიოზულობას. ”- თქვა ჟენიამ. 11 აპრილს, კორნავივირუსის ინფექციისგან დაცვის შტაბმა კოროვირუსის მესამე შემთხვევა დააფიქსირა აფხაზეთში. დაავადება აღმოაჩნდა 1925 წელს დაბადებულ, ხანდაზმულ ქალს. მესამე დაავადებულის მდგომარეობა შეფასებულია საშუალო სიმძიმით.
#კორონავირუსი
#კარანტინი
#SokhumiDaily
0