საქართველოში იერუსალიმიდან ცეცხლს აღდგომის ღამეს, 23:15 საათზე ჩამოიტანენ

ByOn.geGeorgia
0
იერუსალიმიდან საქართველოში ცეცხლს აღდგომის ღამეს, 23:15 საათზე ჩამოიტანენ. ამის შესახებ პილიგრიმ ტურსის ტურიზმის დირექტორმა, ცისანა გემაზაშვილმა სამების ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა. საპატრიარქოს გეგმით ჩანს, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებისა და ვირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, ეკლესია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სააღდგომო მსახურებების ჩატარებას. "თვითმფრინავში ვიჯდებით მხოლოდ 2 სასულიერო პირი და მე. ამოგვიტანს საელჩოს თანამშრომელი ცეცხლს. წამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იქ არიან, ვინც ჩაეტევა თვითმფრინავში. თბილისის აეროპორტში 23:15 საათისთვის უკვე უნდა იყოს ჩამოფრენილი თვითმფრინავი და პირდაპირ სამებაში მოვალთ", — თქვა ცისანა გემაზაშვილმა.
#news
#religion
ByOn.geGeorgia
0